FM97.5 / LIVE

ახალციხის ბიბლიოთეკის ყოფილი მენეჯერი მოქმედ მენეჯრს პროკურატურაში უჩივის

მთავარისაზოგადოება 21.10.2013
ახალციხის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის მენეჯერის თინათინ კაპანაძის წინააღდეგ, ამავე ბიბლიოთეკის ყოფილი მენეჯერი, ზაირა კაპანაძე სარჩელს პროკურატურაში შეიტანს.

ახალციხის ბიბლიოთეკის ყოფილი მენეჯერი მოქმედ მენეჯრს პროკურატურაში უჩივის
ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება კაპანაძემ დღეს, 21 ოქტომბერს, საკრებულოს თავმჯდომარესთან ოლეგ სანდროშვილთან ცხარე კამათის შემდეგ მიიღო. იგი საკრებულოს თავმჯდომარეს დღეს კიდევ ერთხელ შეხვდა და სთხოვა დააბრუნოს ბიბლიოთეკის მენეჯერის თანამდებობაზე, საიდანაც 2 წლის წინ გაათავისუფლეს.

„როცა სპეციალისტის ვაკანსია გაჩნდა ბიბლიოთეკაში, რატომ არ შემოგვთავაზეთ ამ დარგის სპეციალისტებს დაბრუნება?! ან მაშინ, როცა ააიპ-ის [ააიპ კულტურის დაწესებულებათა გაერთიანება] ხელმძღვანელი ბელა მოდებაძე გაათავისუფლეთ წიგნადი ფონდის გაფუჭების გამო, რატომ არ გაუშვით ბიბლიოთეკის მენეჯერიც?“ - ჰკითხა მან სანდროშვილს.

საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, წიგნების გაფუჭების შემდეგ მან კაბინეტში დასვა ბიბლიოთეკის მენეჯერი თინათინ კაპანაძეც და ბელა მოდებაძეც: „მოდებაძემ აღიარა, რომ თავად იყო დამნაშავე. როგორც გაირკვა, თინათინ კაპანაძე მას საქმის კურსში აყენებდა, მაგრამ მოდებაძე არ რეაგირებდა, უფრო სწორად, შესაბამისი ზომები გვიან მიიღო. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ სამსახურიდან გამეთავისუფლებინა მოდებაძე და არა თინათინ კაპანაძე“.

„რას მიკეთებდა მენეჯერი, როცა იქ წიგნები ლპებოდა?! ბელამ იქ არაფერი იცოდა“, - განაცხადა ზაირა კაპანაძემ.

„ეგ თქვენი საქმე არ არის, - შეაწყვეტინა სანდროშვილმა, - ბელას ადვოკატი ბრძანდებით?!“

„ბელას ადვოკატი ათასი წელი არ ვიქნები, მაგრამ მენეჯერის კისერზეა იქ გაფუჭებული წიგნები!“ - შეეპასუხა კაპანაძე.

„შეგიძლიათ იჩივლოთ, რომ არასწორად მოიქცნენ, როცა გაათავისუფლეს მენეჯერი და არა ააიპ-ის ხელმძღვანელი. მე არ ვარ ვალდებული ანაგარიში ჩაგაბაროთ!“ - განაცხადა სანდროშვილმა.

„კაბინეტებში ბევრი მინახავს, მაგრამ, იქიდან გამოძევებულებიც არაერთი“, - მიაძახა სანდროშვილს კაპანაძემ და ოთახი დატოვა.

თინათინ კაპანძის წინააღმდეგ სარჩელს ზაირა კაპანაძე პროკურატურაში უახლოეს დღეებში შეიტანს: „ადვოკატი უკვე მყავს, მოვამზადებ სარჩელს და პროკურატურამ გადაწყვიტოს უნდა ეპატიოს თუ არა ბიბლიოთეკის მენეჯერს 30 ათასზე მეტი წიგნის გაფუჭება“.

იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურაში სარჩელის შეტანისა და საქმის განხილვის შემდეგ, თინათინ კაპანაძეს სამსახურიდან გაათავისუფლებენ, ზაირა კაპანაძეს 2 წლის წინ დაკარგულ თანამდებობაზე აღდგენის შანსი ექნება.

„2 წლის წინ იმის გამო გამათავისუფლეს, რომ როცა ძველი ბიბლიოთეკის შენობას ცლიდნენ, წიგნები სველ ნაგვის მანქანაზე არ დავადებინე და 30 000-ზე მეტი წინგის გაფუჭებას პატიობენ ახლანდელ მენეჯერს?!“ - კითხულობს კაპანაძე.

საკრებულოში კი აცხადებენ, რომ თინათინ კაპანაძის სამსახურიდან გათავისუფლების არანაირი საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, არ არსებობს ზაირა კაპანძის მენეჯერის თანამდებობაზე დაბრუნების შანსიც.

„რა მიზეზით გავათავისუფლო თნათინ კაპანაძე?! მაშინ, როცა სპეციალისტის ვაკანსია გვქონდა, ზაიარას რატომ დავაბრუნებდით, როცა იგი დაბრუნებას მენეჯერის და არა სპეციალისტის თანამდებობაზე ითხოვდა?! - კითხულობს სანდროშვილი და ამატებს, - ყველა მოქალაქეს პატივს ვცემ, მაგრამ, ამ ტონით საუბარი არ შეიძლება, ყველამ თავისი საქმე უნდა იცოდეს“.

ზაირა კაპანაძე, მას შემდეგ რაც ბიბლიოთეკის მენეჯერის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, თავს ღირსება შელახულად გრძნობს: „მინდა დავბრუნდე ჩემ ადგილზე და დავიბრუნო შელახული ღირსება. მართალია, აღდგენას მენეჯერის თანამდებობაზე ვითხოვდი, მაგრამ, როცა ვაკანსია გაჩნდა, შეეძლოთ ეკითხათ მაინც, დავბრუნდებოდი სპეციალისტის ადგილზე თუ არა “.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის საჯარო ბიბლიოთეკის ყოფილი ხელმძღვანელი ზაირა კაპანაძე 2010 წლის პირველ აგვისტოს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ხელისუფლების სათავეში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, სამართლიანობის აღდგენის იმედით, იგი კვლავ ბიბლიოთეკაში დაბრუნებას ცდილობს.

რაც შეეხება ათასობით დამპალ წიგნს, ისინი ახალციხის ახლადაშენებული ცენტრალური ბიბლიოთეკის სარდაფში პირველად „სამხრეთის კარიბჭემ“ აღმოაჩინა. მას შემდეგ ააიპ-ის ხელმძღვანელი ბელა მოდებაძე სამსახურადან გაათავისუფლეს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

10.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.07.2020 ‘თურქულ მხარესთან ვთანამშრომლობთ’– მერი ჭაჭარაქში მოპარულ პირუტყვზე

10.07.2020 აქციის მონაწილეების ასვლის შემდეგ ‘უზუნჩაირის’ მთას მომთაბარე მწყემსები ტოვებენ [ფოტო]

10.07.2020 'მერის დაპირების არ გვჯერა, ჩვენ თვითონ გავრეკავთ მთიდან მწყემსებს' – აქციის მონაწილეები [ფოტო/ვიდეო]

10.07.2020 ორი კანონპროექტი და პროტესტი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკას ახალი მენეჯერი ჰყავს
ახალციხის ბიბლიოთეკის ეზოში წიგნებს აშრობენ
ახალციხის ბიბლიოთეკაში დაზიანებული წიგნების დამუშავება დაიწყეს
ახალციხის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებას ზაირა კელაპტრიშვილი უხელმძღვანელებს
დაზიანებული წიგნები ისევ ბიბლიოთეკის სარდაფშია
ახალციხის ბიბლიოთეკის ”საცავში” წიგნები ლპება
რას მალავს ახალციხის ”საამაყო” ბიბლიოთეკა