FM97.5 / LIVE

ბორჯომში 1899 წელს აშენებული ჰესის აღდგენა იგეგმება

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.01.2020
საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი „ბორჯომი ჰესის“ რეაბილიტაციას და ადგილზე სამუზეუმო სივრცის გაკეთებას აპირებს. მანამდე კი კვლევები ჩატარდება. ერთი საუკუნის ჰესს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

ბორჯომში 1899 წელს აშენებული ჰესის აღდგენა იგეგმება
ფოტო: საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი "ბორჯომი ჰესის" რეაბილიტაციისთვის, რომელიც ექსპლოატაციაში პირველად 1899 წლის 15 იანვარს შევიდა, ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაზე ტენდერს მიმდინარე თვის ბოლოს გამოაცხადებს.
ამის შესახებ BM.GE-ს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ჩიქოვანმა განუცხადა.

„ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებს სექტემბერში უნდა მოვრჩეთ. ზოგადად, ამ ჰესის რეაბილიტაციის პროექტს ჯერჯერობით მხოლოდ ფონდი ახორციელებს და ეს ობიექტი მომავალში, სავარაუდოდ, სახელმწიფოს გადაეცემა. პროექტზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ვმუშაობთ, რომ ყველაფერი პირვანდელი სახით აღდგეს. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შემდეგ ოპტიმალური მოდელი შეიქმნება", - განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.

„ბორჯომი ჰესს“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. ობიექტმა ფუნქციონირება 1950 წელს შეწყვიტა. ჰიდროელექტროსადგური აგებულია მდინარე ბორჯომულაზე. აღნიშნული ჰიდროელექტროსადგურის საერთო სიმძლავრე 140ც.ძ.-ს შეადგენდა. ელექტროსადგურში ფუნქციონირებდა პელტონის ტიპის ორი ტურბინა-გენერატორი, თითოეული 70 ც.ძ. სიმძლავრით.

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ 2018 წლის 19 ოქტომბერს დააფუძნა კომპანია შპს „ბორჯომჰესი“, რომელიც უშუალოდ განახორციელებს ბორჯომის ჰიდროელექტროსადგურის პროექტს.

[sknews.ge]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში ისტორიული ჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს [ვიდეო]
ახალციხეში ენერგეტიკის მინისტრს ელოდებიან
'მტკვარი ჰესის' პროექტზე ურთიერთგაგების მემორანდუმებს მოეწერა ხელი
"მტკვარი ჰესის" პროექტის პრეზენტაცია
სამცხე-ჯავახეთში შესაძლოა ახალი ჰესი აშენდეს
სამცხე-ჯავახეთში 11 ჰესის მშენებლობაა დაგეგმილი
ენერგეტიკის მინისტრი ”ფარავანის ჰესით” დაინტერესდა