FM97.5 / LIVE

პროფესიული განათლების 2 515 მასწავლებელს ანაზღაურება გაეზრდება

მთავარისიახლე, განათლება 09.01.2020
განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, პროფესიული განათლების 2 515 მასწავლებელს, საათობრივი ანაზღაურება გაეზრდება. ცვლილება ძალაში 2020 წლის იანვრიდან შევა.

პროფესიული განათლების 2 515 მასწავლებელს ანაზღაურება გაეზრდება

2019 წელს, პროფესიული განათლების მასწავლებლებს ანაზღაურება 11 ლარამდე გაეზარდათ, ახალი ცვლილებების მიხედვით კი, ერთი საათის ანაზღაურება (საბაზო)15 ლარის ოდენობით განისაზღვრება.

აღნიშნული ზრდა 2020 წლის იანვრიდან შეეხება ყველა მასწავლებელს, რომელიც დასაქმებულია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საჯარო დაწესებულებაში (კოლეჯი, უნივერსიტეტი, სკოლა) ან იმ კერძო სასწავლებელში, სადაც ირიცხებიან პროფესიული სტუდენტები სახელმწიფო დაფინანსებით.

მასწავლებელთა თვიური ანაზღაურება დამოკიდებულია საათობრივ დატვირთვაზე. მათი საშუალო თვიური ანაზღაურება, სრული დატვირთვის შემთხვევაში ამჟამად შეადგენს 1300 ლარს, ხოლო ზრდის შემთხვევაში ის მიაღწევს დაახლოებით 1800 ლარს.

სამინისტრო, დიდი ბრიტანეთის „კარგი მმართველობის ფონდის“ დაფინანსებით, მსოფლიო ბანკთან ერთად მუშაობს, „პროფესიული განათლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების ახალი მოდელის“ შექმნაზე და ანაზღაურების შემდგომი ზრდა, განპირობებული იქნება სწორედ აღნიშნული მოდელის ფარგლებში მასწავლებელთა კვალიფიკაციით, გამოცდილებითა და პედაგოგიური მიღწევებით. ახალი მოდელის დანერგვა დაგეგმილია 2020 წლის ბოლოს.

ცვლილებების შესახებ დღეს პრემიერ–მინისტრმა, გიორგი გახარიამ ისაუბრა.

[sknews.ge]


23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

20.10.2020 ისრაელის ელჩმა ახალციხის უძველესი სინაგოგა მოინახულა

20.10.2020 ახალციხის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა ®

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

განათლების მინისტრმა სამცხე–ჯავახეთში პედაგოგებს მასწავლებელთა შეფასების სქემა გააცნო
მიხეილ ბატიაშვილი: სექტემბრიდან მასწავლებლების ნაწილს ხელფასი გაეზრდება
პროფესიული სასწავლებლის დიპლომი მნიშვნელობით სკოლის ატესტატს გაუთანაბრდება
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება
საჯარო სკოლების 30 000-მდე პედაგოგმა გაზრდილი ხელფასი მიიღო
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა ტესტირება 5-6 სექტემბერს ჩატარდება
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება