FM97.5 / LIVE

ბაკურიანში საბჭოთა რუბლის გამოყენების ფაქტზე სუს–მა პროცედურები დაიწყო

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.01.2020
ბაკურიანში, „ოცდახუთიანების“ საბაგიროზე, ჟეტონის ნაცვლად საბჭოთა პერიოდის რუბლის გამოყენების ფაქტზე, შესაბამისი პროცედურების განხორციელება სუს–ის „თავისუფალი ქარტიის“ კომისიამ დაიწყო.

ბაკურიანში საბჭოთა რუბლის გამოყენების ფაქტზე სუს–მა პროცედურები დაიწყოფოტო – ნინო ობგაიძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით, შესაბამისი პროცედურების განხორციელება უკვე მიმდინარეობს.

„სუს–ის სამსახურის თავმჯდომარეობით მოქმედმა, „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრულმა კომისიამ, ინფორმაციის მიღებისთანავე მყისიერად დაიწყო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების განხორციელება.

„თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონის მიზანია, საერთაშორისო სტანდარტების, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების გათვალისწინებით, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის აღმოფხვრა, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა”, – განმარტავენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ბაკურიანში „ოცდახუთიანების" საბაგიროზე რუსული რუბლის გამოყენების შესახებ პროტესტი დამსვენებლებმა გამოთქვეს.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

20.10.2020 ისრაელის ელჩმა ახალციხის უძველესი სინაგოგა მოინახულა

20.10.2020 ახალციხის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა ®

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სუს–ის კომისიამ საბჭოთა სიმბოლიკის აღმოფხვრის მოთხოვნით მეწარმეს მიმართა
მუნიციპალიტეტების ნაწილმა, სუს–ის დავალებით, საბჭოთა სიმბოლიკების მოკვლევა დაასრულა
ბაკურიანში საბაგიროზე ჟეტონის ნაცვლად საბჭოთა პერიოდის რუბლს იყენებენ
სუს–მა სამცხე–ჯავახეთში საბჭოთა სიმბოლიკების შესწავლა დაიწყო
შსს 9 მაისს დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
'სჯობდა ტატუნაშვილის სახელი რქმეოდა' – ვალეში ცენტრალური ქუჩა სტალინის სახელობისაა [Video]
განათლების სამინისტროს აუდიტის რეაგირება წითელ ყელსახვევებზე