FM97.5 / LIVE

ლაპლანდიელი სანტა კლაუსი ახალციხეში

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.01.2020
ლაპლანდიელი სანტა, რომელიც მსოფლიოს მშვიდობის ელჩია ახალციხეს ესტუმრა. ის ახალციხელ ბავშვებს ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან შეხვდა და შობა–ახალი წელი მიულოცა.

ლაპლანდიელი სანტა კლაუსი ახალციხეში

განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო დღეს, ხუთ იანვარს, ორი საათისთვის ქალაქის ცენტრში. სანტა კლაუსი, რომელმაც მოგზაურობა ლაპლანდიიდან დაიწყო და საქართველოს რეგიონები შემოიარა ახალციხესაც ეწვია.

„უპირველესი ჩემი მიზანია, რომ შევხვდე ძალიან ბევრ ბავშვს, ხოლო მეორე ის რომ სანტა კლაუსი მსოფლიოში არის მშვიდობის კეთილი ელჩი, რომელიც ყველა ადამიანს და ყველა ქვეყანას მოუწოდებს მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ“,– ამ სიტყვებით მიმართა ბავშვებს სანტა კლაუსმა სცენიდან.

მან ყურადღება გაამახვილა უმთავრეს მიზანზე, რის გამოც საქართველოში იმყოფება.

„ჩემი საქართველოში ყოფნის მთავარი მიზანი და სურვილი არის, რომ ძალიან მალე, ჩვენ ყველა, ერთად, ახლა წელს შევხვდეთ გაერთიანებულ და მთლიან საქართველოში“, – თქვა სანტა კლაუსმა.

ლაპლანდიელი სანტა ენგურის ხიდთანაც იმყოფებოდა.

სტუმრად ჩამოსულ სანტას ადგილობრივები კონცერტით დახვდნენ. შესრულდა ქართული ხალხური სიმღერები, ტრადიცული ქართული ცეკვა, ასევე, თანამედროვე ცეკვები და სიმღერებიც.

ლაპლანდიელი სანტა საქართველოში მეორედ იმყოფება. პირველად იგი 2009 წელს შეხვდა საქართველოში მცხოვრებ ბავშვებს.

„მიხარია, რომ ჩვენი რეგიონიც მოხვდა სანტა კლაუსის მოგზაურობაში. ეს მეორე ვიზიტია, ამ ეტაპზე იღებენ ვიდეო–რგოლს, სადაც ახალციხეც იქნება, რაც სასიხარულოა და გილოცავთ თითოეულ ახალციხელს“, – გვითხრა სამცხე–ჯავახეთის რეგიონში მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ეკატერინე ორჯონიკიძემ.

ლაპლანდიელმა სანტამ პატარებთან ერთად ფოტოები გადაიღო და ტკბილეული დაარიგა.

სანტა კლაუსი საქართველოში ცხრა იანვრამდე დარჩება და სხვა რეგიონებსაც მოინახულებს.


ლაპლანდიელი სანტა კლაუსი ახალციხეში

ლაპლანდიელი სანტა კლაუსი ახალციხეში

ლაპლანდიელი სანტა კლაუსი ახალციხეში

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.04.2020 4 აპრილს საქართველოში წვიმა, თოვლი და ქარბუქია მოსალოდენლი

03.04.2020 ‘სამხრეთის კარიბჭეს ტელეფონი იციან და ჩვენი არა?!’ – ადიგენის მერის პასუხი აბასთუმნის მოსახლეობას

03.04.2020 წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალს 10-15 ადამიანი დაესწრება

03.04.2020 რა შემთხვევაში გააგრძელებენ კომპანიები მუშაობას – ეკონომიკის მინისტრის განმარტება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სანტა კლაუსის შეხვედრა ახალციხელ პატარებთან ®
რა ღირს სანტას გამოძახება ახალციხეში
როგორ აღნიშნავენ კათოლიკურ ტაძრებში ნიკოლოზობას
შშმ ბავშვებისათვის საახალწლო ღონისძიება მოეწყო
6 დეკემბერს კათოლიკე ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღინიშნავს
სამცხე–ჯავახეთში საახალწლო ღონისძიებებისთვის 300 000–მდე ლარი იხარჯება
რა ღირს თოვლის ბაბუას მომსახურება ახალციხეში