FM97.5 / LIVE

ახალქალაქის სკოლებში ისევ შეშის ღუმელით გათბებიან

მთავარისაზოგადოება » განათლება 21.10.2013
ცენტრალურ გათბობაზე, წელს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მხოლოდ ოთხი სკოლა გადადის, 55 სკოლაში კი საკლასო ოთახებს კვლავ შეშის ღუმელებით გაათბობენ.

ახალქალაქის სკოლებში ისევ შეშის ღუმელით გათბებიან
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ბუნებრივი აირის ცენტრალური გათბობის სისტემა წელს ახალქალაქის მეხუთე და პირველ სკოლებში, ასევე სოფელ აგანასა და ალასტანის სკოლებში დამონტაჟდება.

ეს ფაქტი სკოლების დირექტორებს ძალიან ახარებთ, თუმცა ეშინიათ, რომ გამოყენებული გაზის საფასურის გადახდას ვერ შეძლებენ. ახალქალაქის მეხუთე საჯარო სკოლაში გათბობის სისტემა უკვე იყო, თუმცა სკოლა არა გაზით, არამედ ქვანახშირზე თბებოდა.

„კარგია, რომ ქვანახშირით გათბობა არ მოგვიწევს, მაგრამ თუ სკოლას გამოყენებული გაზის საფასურის გადახდა დამოუკიდებლად მოუწევს, ვალებში ჩავვარდებით. თუ ქვანახშირით გათბობისას წელიწადში 8,000 ლარს ვიხდით, გაზის გათბობისთვის თვეში 4,000 ლარის გადახდა მოგვიხდება. ეს გაცილებით ძვირი დაგვიჯდება“, - ამბობს ახალქალაქის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორი ემმა ნახატაკიანი.

სოფლის სკოლებში, სადაც კლასებს ღუმელებით ათბობენ, მოსწავლეებს მორიგეობა აქვთ დაწესებული. კლასის გათბობაზე ყოველდღე ერთი მოსწავლეა პასუხისმგებელი.

„კლასიდან რომელიმე ყოველდღე ოთახს ათბობს და სულ ვადევნებთ თვალს, რომ ცეცხლი არ ჩაქრეს. კორიდორებში ცივა. სულ ერთი და იგივეა, ღუმელი როგორც არ უნდა ენთოს, გაკვეთილებზე მაინც „პალტოებით“ ვსხედვართ. კარგი იქნება, ცენტრალური გათბობა ჩვენს სკოლაშიც რომ იყოს“, - გეუბნება სოფელ აბულის საჯარო სკოლის ერთ-ერთი უფროსკლასელი.

სოფლებში, სკოლის სიდიდისა და მოსწავლეების რაოდენობის შესაბამისად, წელიწადში 4,000-დან 5,000-მდე ლარის, ხოლო შედარებით დიდ სკოლებში 7,000-დან 8,000-მდე ლარის ოდენობის შეშას ყიდულობენ.

„კარგი იქნება, თუ ქალაქის სკოლებში ცენტრალური გათბობის სისტემების დაყენებას დაასრულებენ. შემდეგ რიგი ჩვენს სკოლებამდეც მოაღწევს. რა ვქნათ, რომ სოფლის სკოლებია. ქალაქის სკოლების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუმცა სასურველი იქნებოდა, ჩვენი მოსწავლეებიც გამთბარ კლასებში სწავლობდნენ. მათ კი გაკვეთილები კვამლიან ოთახებში უტარდებათ“, - გვეუბნება ერთ-ერთი სოფლის სკოლის პედაგოგი, სახელად ნარინე, რომელიც რატომღაც გვარს არ გვიმხელს.

ამ ორ სკოლაში ცენტრალური გათბობის დამონტაჟების შემდეგ, ცენტრალური გათბობის მონტაჟი ქალაქის სხვა სკოლებში დაიწყება. ვიდრე რიგი სოფლის სკოლებამდე მიაღწევს, მოსწავლეებს ცდა და კლასის გასათბობად მორიგეობა კიდევ დიდხანს მოუწევთ.

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.01.2020 საუკუნის წინანდელი ზეიმი ახალციხეში

24.01.2020 ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 ხაშური-ბორჯომის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 მებაჟეებს ხელფასი გაეზრდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

რითი თბებიან სამცხე–ჯავახეთის სკოლებში
ახალციხის სკოლები ზამთარს მომზადებული შეხვდნენ
სამცხე–ჯავახეთის 195 სკოლიდან 122 შეშის ღუმელით თბება
ახალციხის სკოლებში გათბობა გათიშეს – მოსწავლეები ამბობენ, რომ კლასებში ცივა
სკოლები ზამთრისთვის ემზადებიან
ახალციხის პირველი სკოლა წელს ისევ შეშით თბება
ახალციხეში 39  სკოლიდან 24  შეშის ღუმელით თბება