FM97.5 / LIVE

კომპანია: ბაკურიანში წყლის მიწოდების პრობლემა აქვთ სასტუმროებს 'რუმსს', 'მგზავრებს' და 'პანორამას'

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.01.2020
წყალმომარაგების კომპანიის განცხადებით, ბაკურიანის ძირითად ნაწილს წყალი სტაბილურ რეჟიმში მიეწოდება. ამ დროისთვის, საკურორტო ზონის 70 პროცენტი 24 საათიანი წყალმომარაგებით არის უზრუნველყოფილი. წყლის მიწოდების პრობლემა აქვს წაქაძისა და აღმაშენებლის ქუჩების ნაწილს.

კომპანია: ბაკურიანში წყლის მიწოდების პრობლემა აქვთ სასტუმროებს 'რუმსს', 'მგზავრებს' და 'პანორამას'

წყლის მიწოდების პრობლემა აქვთ სასტუმროებს „რუმსს“ „მგზავრებს“ და „პანორამას“, ასევე წაქაძისა და აღმაშენებლის ქუჩების ნაწილს. კერძოდ, სასტუმრო „მგზავრების“ რამდენიმე კორპუსის წყალმომარაგება სტაბილურია, ხოლო კორპუსების მეორე ნაწილსა და სასტუმრო „პანორამას“ წყლის მიწოდება შეზღუდული აქვთ საღამოს საათებში.

წყალმომარაგების კომპანიის განცხადებით, ბაკურიანში ბოლო დღეებში შექმნილი პრობლემის აღმოსაფხვრელად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბრიგადები ამ დრომდე მუშაობენ. ადგილზე იმყოფება კომპანიის მენეჯმენტი, მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები იმისათვის, რომ მოხერხდეს წყლის დამატებითი მარაგის მოძიება პრობლემის აღმოსაფხვრელად.

„დღევანდელი სამუშაოების შედეგად, კომპანიის ტექნიკურმა ჯგუფმა წყლის მარაგის გაზრდის მიზნით, გარკვეულ მონაკვეთებზე ახალი მილი მოაწყო. პარალელურად, კომპანია ყველა იმ სასტუმროს, სადაც წყლის მიწოდება შეზღუდულია, ამარაგებს წყალმზიდების საშუალებით. პროცესში ჩართულია 112-ის მანქანები, რომელთა დახმარებით წყლის მიწოდება წყალმზიდებამდე წაღვერიდან და ბორჯომიდან ხორციელდბა. გარდა ამისა, სამაშველო მანქანები მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებენ შემკრები რეზერვუარის შესავსებად.

გამომდინარე იქედან, რომ ტურისტული ობიექტების განაშენიანება ყოველწლიურად საკმაოდ სწრაფად იზრდება და სეზონის ყველაზე აქტიურ პერიოდში წყლის მოხმარება საკმაოდ მაღალია, არსებული მარაგი საკმარისი არ არის. აღნიშნულის შესახებ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას წინასწარ ქონდა კომუნიკაცია სასტუმროებთან და მოახდინა ინფორმირება სეზონის ყველაზე აქტიურ მონაკვეთში, წყლის მიწოდების შესაძლო შეზღუდვასთან დაკავშირებით“ –აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე თემაზე ნახეთ: ბაკურიანს წყლის პრობლემის გამო ტურისტები ტოვებენ

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გრიგოლ მანდარია: ბაკურიანში წყლის დებიტი გაიზარდა და რეზერვუარები ივსება
ბაკურიანში წყლით მომარაგება აღდგა
რატომ შეფერხდა ბაკურიანში წყლის მიწოდება – კომპანიის განმარტება
დაბა ბაკურიანში ხვალამდე წყლის მიწოდება შეწყდება
ბაკურიანის სასტუმროებს წყალი ისევ არ მიეწოდება
რეგიონული განვითარების მინისტრი ბაკურიანში ჩავა
ბაკურიანს წყლის პრობლემის გამო ტურისტები ტოვებენ