FM97.5 / LIVE

ბაკურიანს წყლის პრობლემის გამო ტურისტები ტოვებენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.01.2020
სამთო – სათხილამურო კურორტ ბაკურიანში, სამი დღეა, წყლის პრობლემის გამო ტურისტების ნაწილი სასტუმროებს ტოვებს.

ბაკურიანს წყლის პრობლემის გამო ტურისტები ტოვებენ

ბაკურიანში, აღმაშენებლის ქუჩა # 88 ა – ში მდებარე საოჯახო სასტუმრო „Вakuriani House“, რომელიც 12 ნომრიანია, დღეს უკვე ორმა ოჯახმა დატოვა.

„სამი დღეა წყალი დღის განმავლობაში სამი საათით თუ მოდის, ღამე თიშავენ. გუშინ, დღის მეორე ნახევრიდან, დღეს დილამდე საერთოდ არ გვქონდა წყალი. ამის გამო დამსვენებლები შეწუხდნენ და დატოვეს სასტუმრო. დღეს ორი ოჯახი წავიდა, თუმცა სხვებმაც გამოთქვეს უკმაყოფილება და აპირებენ წასვლას,“ – ამბობს „Вakuriani House“–ის ადმინისტრატორი, ნინო ბიწაძე.

იგივე პრობლემების გამო ტოვებენ სასტუმრო „სნოუ პლაზას“ ტურისტები.

სასტუმრო „სნოუ პლაზა“ ბაკურიანში, კობა წაქაძის ქუჩაზე, ორ ნომერში მდებარეობს. სასტუმროში 40 სხვადასხვა ტიპის ნომერია. დღეის მონაცემებით „სნოუ პლაზა“ წყლის პრობლემის გამო, დაახლოებით, 15 ოჯახმა უკვე დატოვა.

სასტუმრო „სნოუ პლაზას „ ადმინისტრატორის მარინე ანანიკიანის თქმით – „უწყლობამ ყველაფრის პრობლემა შეგვიქმნა, რის გამოც 15 ოჯახმა ჩვენი სასტუმრო უკვე დატოვა“.

„სამხრეთის კარიბჭე“ დღეს დილიდან დაკავშირებას ცდილობს დაბა ბაკურიანის რწმუნებულთან, გოჩა გობრონიძესთან, თუმცა უშედეგოდ. ის, ამ დრომდე ჩვენს ზარს არ პასუხობს.

გაერთიანებული წყალმომარგების ცხელ ხაზზე აცხადებენ, რომ დაბა ბაკურიანში სამ ქუჩაზე: წაქაძეზე, აღმაშენებელსა და რუსთაველზე, ამ დრომდე წყლის მიწოდება შეზღუდულად ხდება.

„წყლის გაზრდილმა მოხმარებამ გამოიწვია წყლის ვარდნა, რის გამოც სამ ქუჩას წყალი შეზღუდულად მიეწოდება. პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობს ჩვენი ჯგუფები. გუშინდელმა შრომამ შედეგი გამოიღო და დღეს უკვე კურორტის 90%–ს დილის საათებში წყალი მიეწოდათ,“– განაცხადეს გაერთიანებულ წყალმომარაგებაში.

ბორჯომის მერის მოადგილე, ბუბა ბერიძე აღნიშნავს, რომ კურორტი მაქსიმალურად მზად შეხვდა სეზონს.

„ჩვენ მაქსიმალურად მზად შევხვდით ზამთრის სეზონს, მოწესრიგდა გზები, დასუფთავების კუთხით არ გვაქვს პრობლემები, გარე–ვაჭრობა შედარებით წესრიგშია. რაც მერიას ეხებოდა სეზონის დაწყებამდე მოგვარდა. წყალის პრობლემა გაერთიანებულ წყალმომარაგებას ეხება. როგორც ვიცი, ძალიან ბევრი სამუშაოები ჩატარდა დებეტის გაზრდასთან დაკავშირებით, თუმცა ამ დღეებში ყველაზე მეტი ტურისტი შემოდის და ყინვაც დაემთხვა, ამიტომ მოხდა ასე – წნევა დაეცა და მაღალ ადგილებზე ვერ მიეწოდა წყალი,“– ამბობს ბუბა ბერიძე.

მისივე განმარტებით, წყალმომარაგების წარმომადგენლები, 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, რათა პრობლემის დროული მოგვარება მოხდეს.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ხვალ, დილისთვის სავარაუდოდ, წყლის პრობლემა მოგვარდება.

[ნუკა სტეფნაძე, ბორჯომი]


30.06.2020 საფეხური: როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები [აუდიო]

27.06.2020 აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ

26.06.2020 სამცხე–ჯავახეთიდან აბიტურიენტები სომხეთში წასვლას შეძლებენ – სომხური მედია

26.06.2020 სომეხი აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ერევანში ვერ მიდიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.07.2020 პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ

01.07.2020 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით იზრდება

01.07.2020 შშმ პირებს პენსია 30 ლარით ეზრდებათ

30.06.2020 სარო – დევების სამფლობელო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბაკურიანში წყლით მომარაგება აღდგა
კომპანია: ბაკურიანში წყლის მიწოდების პრობლემა აქვთ სასტუმროებს 'რუმსს', 'მგზავრებს' და 'პანორამას'
ენერგოომბუდსმენი: მძიმე პირობებია კურორტებზე, ამიტომ ტურისტები და დამსვენებლები ტოვებენ
რატომ შეფერხდა ბაკურიანში წყლის მიწოდება – კომპანიის განმარტება
უწყლობის რვა დღე ბაკურიანში [ფოტო/ვიდეო]
მინისტრი ბაკურიანში
რატომ მიეწოდება ქალაქს წყალი შეფერხებით