FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში პიროტექნიკით 9 პირი დაშავდა

მთავარისიახლე, შემთხვევა 03.01.2020
ახალი წლის დღეებში, პიროტექნიკით დაშავებულები ახალციხის და ბორჯომის კლინიკებში შეიყვანეს, მათ დაზიანებები კიდურებსა და სახეზე აღენიშნებოდათ.

სამცხე–ჯავახეთში პიროტექნიკით 9 პირი დაშავდა

პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად, ახალციხის ორ კლინიკაში, ჯამში რვა დაშავებული შეიყვანეს. კლინიკა „იმედში“ აცხადებენ, რომ შვიდიდან სამი ბავშვი, ოთხი კი ზრდასრული იყო.

„ხელები ჰქონდათ დაზიანებული. ერთს, ოთხი წლის ბავშვს კი თვალის ტრავმა. დაშავებულებს შორის არის დედა–შვილი. ყველა მაგანი საავადმყოფოდან უკვე გავწერეთ“, – აცხადებენ კლინიკაში.

ერთი დაშავებული შეიყვანეს ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, ამბულატორიული მომსახურების შემდეგ, პაციენტი კლინიკიდან მალევე გაეწერა.

ახალი წლის დღეებში ერთი პაციენტი მიიღო ბორჯომის სამედიცინო დაწესებულებამაც. 14 წლამდე ბავშვს ხელის მტევანი ჰქონდა დაზიანებული. ჩაუტარდა ოპერაცია.

ასპინძის, ადიგენის, ახალქალაქის და ნინოწმინდის კლინიკებში დაშავებულები არ შეუყვანიათ.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, 31 დეკემბრისა და პირველი იანვრის მონაცემებით, პიროტექნიკით დაზიანების რეგიონებში 33 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 16–ის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

ჯანდაცვის სამინსიტროს განცხადებით, 31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით კვების ინტოქსიკაციის მოტივით საქართველოში 1 254 გამოძახება დაფიქსირდა. 387-კვებითი, 844-ალკოჰოლური, ხოლო 23 ერთდროულად კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის გამოვლინებით.

[sknews.ge]


06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

05.07.2020 6 ივლისიდან პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესს განაახლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

06.07.2020 სამცხე–ჯავახეთში 9 და 10 ივლისს სეტყვაა მოსალოდნელი

05.07.2020 ხვალ, 6 ივლისს, წყალი შეწყდება კურცხანის წყლით მოსარგებლე სოფლებში

04.07.2020 ‘მთელი მოსავალი განადგურდა’ – სტიქია ახალციხეში [ფოტო]

04.07.2020 სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საავადმყოფოებში პიროტექნიკით დაშავებული 9 პირი შეიყვანეს
აწყურთან ავარიისას დაშავებული  ორი  პაციენტი საავადმყოფოდან გაეწერა
ადიგენში, ავარიის დროს დაშავებული 2 წლის ბავშვი თბილისში გადაიყვანეს
სოფელ ბოლაჯურთან ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა
აქციისას დაშავებული 11 ადამიანი ინგოროყვას კლინიკაში მკურნალობს
რუსთავთან სამგზავრო მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა – დაშავებულებს შორის 3 წლის ბიჭია
საუნივერსიტეტო კლინიკაში ინფიცირებული ორსული შეიყვანეს