FM97.5 / LIVE

ენერგოომბუდსმენი: მძიმე პირობებია კურორტებზე, ამიტომ ტურისტები და დამსვენებლები ტოვებენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.01.2020
ენერგოომბუდსმენი ბაკურიანსა და გუდაურში სასმელი წყლის პრობლემასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, იგი წყალმომარაგების კომპანიის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე საუბრობს და შპს “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას” მობილიზაციისკენ მოუწოდებს.

ენერგოომბუდსმენი: მძიმე პირობებია კურორტებზე, ამიტომ ტურისტები და დამსვენებლები ტოვებენ

"ზამთრის კურორტების წყალმომარაგების შესახებ 31 დეკემბერს ენერგოომბუდსმენის სამსახურში დაფიქსირდა არაერთი შეტყობინება გუდაურიდან და ბაკურიანიდან, რომლის მიხედვით, ორივე ზამთრის კურორტზე დაფიქსირდა წყალმომარაგების მასობრივი შეზღუდვა. როგორც ცნობილი გახდა, აღნიშნული პრობლემის გადჭრა ვერ მოხერხდა მყისიერად და ის დღემდე გრძელდება. აღნიშნულის გამო, მძიმე პირობებია შემქნილი კურორტებზე, ამიტომ ტურისტები და ადგილობრივი დამსვენებლები ტოვებენ აღნიშნულ სოფლებს. ცნობილია, რომ შპს”საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აქტიურად ახორციელებს ტექნიკურ სამუშაოებს, თუმცა პრობლემის ძირეული აღმოფხვრა ვერ მოხერხდა", – წერია განცხადებაში.

ენერგეოომბუდსმენი ახსნა-განმარტებისთვის მიმართავს კომპანიას და მიღებული ინფორმაცია დეტალურად გაანალიზდება საქართელოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულ კომისიასთან ერთად.

"უნდა აღვნიშნოთ, რომ ზამთრის კურორტებზე ინფრასტრუქტურა მომზადებული უნდა იყოს ცივი სეზონის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე და მსგავსი პრობლემის წინაშე არ უნდა დადგეს მოსახლეობა სწორედ პიკურ მომენტში. აღნიშნული მიანიშნებს კომპანიის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე, რაც მიუღებელია და ენერგოომბუდსმენი შპს “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას” მობილიზაციისკენ მოუწოდებს. ამასთანავე, თითოეულ კომპანიას მიმართავს რეკომენდაციით, გააუმჯობეს მომსახურება, რათა თავიდან ავიცილოთ მომხმარებელთა უფლებების მასობრივი დარღვევა".

ბაკურიანსა და გუდაურში წყლის მიწოდების პრობლემა რამდენიმე დღის წინ შეიქმნა. ქვეყნის მთავარ კურორტებს ამ დრომდე წყალი შეფერხებით მიეწოდება.

შპს “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ” დღეს, სამ იანვარს განაცხადა, რომ ორდღიანი მუშაობის და რეზერვუარების შევსების შემდეგ ბაკურიანს ძირითად ნაწილს წყალი უკვე სტაბილურად მიეწოდება. დარჩენილ ორ ქუჩაზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

რაც შეეხება გუდაურს, წყლის დამატებითი მარაგის მოპოვების, დებიტის გაზრდის მიზნით და ახალი წყაროს დასაერთებლად მილის გაყვანა მიმდინარეობს. წყალი არ მიეწოდება ე.წ რედკოს დასახლებას.

[sknews.ge]


30.06.2020 საფეხური: როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები [აუდიო]

27.06.2020 აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ

26.06.2020 სამცხე–ჯავახეთიდან აბიტურიენტები სომხეთში წასვლას შეძლებენ – სომხური მედია

26.06.2020 სომეხი აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ერევანში ვერ მიდიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.07.2020 პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ

01.07.2020 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით იზრდება

01.07.2020 შშმ პირებს პენსია 30 ლარით ეზრდებათ

30.06.2020 სარო – დევების სამფლობელო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

კომპანია: ბაკურიანში წყლის მიწოდების პრობლემა აქვთ სასტუმროებს 'რუმსს', 'მგზავრებს' და 'პანორამას'
საგანგებო შეხვედრა წყლის პრობლემის გამო
ბაკურიანის სასტუმროებს წყალი ისევ არ მიეწოდება
ბაკურიანს წყლის პრობლემის გამო ტურისტები ტოვებენ
რეგიონული განვითარების მინისტრი ბაკურიანში ჩავა
ბაკურიანში წყლით მომარაგება აღდგა
ვალეს წყალმომარაგების სისტემის რეაბლიტაციისთვის 5 მლნ. დაიხარჯება