FM97.5 / LIVE

რა ცვლილებები შევიდა 2020 წლის ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.01.2020
ცვლილება შეეხო ბავშვთა სისხლში ტყვიის ბიომონიტორინგს, გაფართოვდა მოსარგებლეთა არეალი. ასევე იგეგმება, კალენდარული აცრების ოთხკომპონენტიანი ვაქცინით ჩანაცვლება. ცვლილებებია ტუბერკულოზის მართვის და „აივ-ინფექცია/შიდსის მართვის“ სახელმწიფო პროგრამებშიც.

რა ცვლილებები შევიდა 2020 წლის ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში

ცვლილება შეეხო ბავშვთა სისხლში ტყვიის ბიომონიტორინგს, გაფართოვდა მოსარგებლეთა არეალი. მომდევნო წლიდან აღნიშნული სერვისი, სამედიცინო ჩვენების შემთხვევაში, ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მოქალაქე შვიდ წლამდე ასაკის ნებისმიერი ბავშვისთვის, პედიატრის ან ოჯახის ექიმის რეფერალის საფუძველზე.

აღნიშნული ცვლილებით, ქვეყანა ადეკვატურ რეაგირებას ახორციელებს იმ გამოწვევებზე, რაც უკავშირდება ბავშვების სისხლში ტყვიის დონის ზრდის მონაცემებს. ამასთან 2019 წელს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თითქმის ყველა რაიონში გადამზადდა მინიმუმ ერთი პედიატრი/ოჯახის ექიმი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, რომელთაც ადგილზე შეუძლიათ განახორციელონ შესაბამისი პრობლემის მქონე ბავშვების დროული იდენტიფიცირება და სპეციალისტთან გადამისამართება.

2020 წლის მეორე ნახევრიდან იგეგმება, კალენდარული აცრების ოთხკომპონენტიანი ვაქცინით ჩანაცვლება. აღნიშნული ცვლილება ეხება 18 თვის და ხუთი წლის ასაკში ჩასატარებელ გეგმიურ აცრებს. ასევე, გათვალისწინებულია სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტების აცრა „ბ“ ჰეპატიტის წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთი მომავალი პროფესიიდან გამომდინარე სავალდებულოდ უნდა იყვნენ აცრილი ამ დაავადების მიმართ.

„უსაფრთხო სისხლი“-ს სახელმწიფო პროგრამის-2020 წლის პროექტის ფარგლებში იცვლება პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები და სერვისის შესყიდვის მექანიზმები. ყველა სისხლის ბანკს, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი კვლევების ჩასატარებლად საჭირო კრიტერიუმებს, საშუალება მიეცემა დარეგისტრირდეს პროგრამის მიმწოდებლად.

ამასთან, იცვლება დაფინანსების მექანიზმი და 2020 წლიდან უანგარო დონაციები დაფინანსდება შეუზღუდავად, ხოლო ფასიანი დონაციების დაფინანსების ლიმიტი განისაზღვრება 30%-ის ოდენობით. ეს ცვლილება ემსახურება სისხლის ბანკების მოტივაციის ამაღლებას იზრუნონ უანგარო დონაციების რაოდენობის გაზრდაზე. ამასთანავე, მომდევნო წლიდან, ყველა სისხლის ბანკს ეძლევა საშუალება ჩაერთოს დონაციების ცენტრალიზებულ კვლევაში, რაც აღნიშნული მიმართულებით, წარმოადგენს ინფექციებზე კონტროლის უმაღლეს სტანდარტს.

ცვლილებაა კიბოს სკრინინგის კომპონენტშიც, გაუმჯობესდა განხორციელების მექანიზმი. სახელმწიფო შესყიდვის გზით, ერთი გამარჯვებული დაწესებულების დაკონტრაქტების ნაცვლად, თანამშრომლობა ყველა იმ დაწესებულებასთან მოხდება, რომელიც დააკმაყოფილებს პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმებს. აღნიშნული ცვლილებით, მოიხსნება პროგრამაში მონაწილეობის ბარიერი, რაც გაზრდის მონაწილეთა რიცხვს და გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას.

ცვლილება შეეხო ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამასაც, სტაციონარული მომსახურების კომპონენტს დაემატა სარქვლოვანი ბრონქობლოკაციის ოპერაცია. შეიცვალა, სტაციონარული მომსახურების დაფინანსების მექანიზმიც, ნაცვლად საწოლდღით დაფინანსებისა, შემოღებული იქნა დიაგნოზთან შეჭიდული ტარიფი, რომელიც ამავე დროს უფრო ხარჯთეფექტურია.

იცვლება ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტის კონტაქტების კვლევის პროტოკოლი. ახალი დიზაინის მიხედვით, ეპიდემიოლოგი განახორციელებს ყველა კონტაქტირებული პირის მოძიებას, მათთან საგანმანათლებლო სამუშაოს ჩატარებას ტუბერკულოზის საკითხებზე და ტუბ ერთეულში გადამისამართებას. რის შემდგომაც განისაზღვრება ესაჭიროება თუ არა აღნიშნულ ბენეფიციარს შემდგომ მკურნალობაში ჩართვა. აღნიშნული ცვლილების მიზანს წარმოადგენს, ტუბერკულოზით დაინფიცირებული პირების დროული იდენტიფიცირება და რეფერალი სპეციალისტთან.

„აივ-ინფექცია/შიდსის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია რამდენიმე სიახლე. გაიზარდა ანტირეტროვირუსული მედიკამენტებით მოსარგებლეთა რიცხვი. დაემატა პატიმრობიდან გათავისუფლებული, არვ თერაპიაზე მყოფი, საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პრობაციონერები. ამ კატეგორიის მოსარგებლისთვის, ცენტრში შექმნილი კომისიის დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ, წელიწადში ერთხელ, განმეორებითი სტანდარტული ვიზიტის ღირებულებაც დაფინანსდება.

ამასთანავე გათვალისწინებულია იმ ვალდებულებების ფინანსური უზრუნველყოფა, რომელიც გლობალური ფონდის პროექტიდან 2020 წელს გადმოდის სახელმწიფოს ვალდებულებებში. მათ შორის, პროგრამას ემატება ორი ახალი პრევენციული ტიპის აქტივობა:

1. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენცია მაღალი რისკის ჯგუფებში.

2. ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში აივ-ინფექცია/შიდსზე სკრინინგი, რომელიც განხორციელდება მაღალი რისკის ჯგუფებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით.

შესაბამისი დადგენილების პროექტი, 2019 წლის 30 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს.

[sknews.ge]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთში ბავშვების 32%–ს სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებული აქვს - კვლევა
სამშობიარო, რომელსაც წელიწადში 500 მშობიარეზე ნაკლები ჰყავს, ჯანდაცვის პროგრამაში ვერ ჩაერთვება
სამცხე–ჯავახეთში ბავშვებს სისხლში ტყვიის შემცველობაზე იკვლევენ
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დღეიდან დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა
ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალი კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო [R]
1-ელი მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება
სისხლის უანგარო დონაცია ახალციხეში ®