ქართველი ოლიმპიელები ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას ცდილობენ

მთავარისაზოგადოება 19.10.2013
ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პროპაგანდის მიზნით ქართველი ოლიმპიელები საქართველოს რეგიონებში მოგზაურობას იწყებენ. პირველი ვიზიტი ახალციხეში შედგა.

ქართველი ოლიმპიელები ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას ცდილობენ
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოს ოლიმპიელთა კლუბის ორგანიზებით, ქართველმა ოლიმპიელებმა რეგიონებში ვიზიტები სამცხე-ჯავახეთიდან დაიწყეს.

ექვსი ოლიმპიური ჩემპიონი: ნინო სალუქვაძე, რომან რურუა, ლაშა შავდათუაშვილი, რამაზ ნოზაძე, რუსუდან ხოფერია და ჯუმბერ ლეჟავა, ახალციხეს გუშინ, 18 ოქტომბერს ესტუმრა.

„ჩვენი მიზანია შევხვდეთ საზოგადოებას და ვუამბოთ როგორ შეიძლება მიაღწიო დიდ შედეგებს ცხოვრებაში. ჩვენ ვნერგავთ ჯანმრთელი ცხოვრების წესს. ამ მხრივ ქვეყანაში რეგრესია, სპორტი დაეცა საქართველოში, ექვსი წელია ინდივიდუალურ სახეობაში მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი არ გვყოლია. გვინდა ოლიმპიელთა კლუბს და ოლიმპიურ კომიტეტს შევხვდეთ, ხალხს ავუხსნათ, ვაჩვენოთ მაგალითები და ვუთხრათ, რომ ჯანმრთელობისთვის ყველამ ვიშრომოთ“,-ამბობს გინესის 16-გზის რეკორდსმენი, მსოფლიო მოგზაური ჯუმბერ ლეჟავა.

ოლიმპიელებმა გუშნვე გამართეს მთელი რიგი ღონისძიებები. მათ შორის, სპორტული ვიქტორინა. გამარჯვებულები კი სპორტის ენციკლობედიით, ქართული სპორტის ფოტო ისტორიით, ოლიმპიური კომიტეტის ჟურნალით და ასევე ჭიდაობასა და ოლიმპიელთა კლუბის პრეზიდენტ კახი კახნიაშვილზე (სამგზის ოლიმპირ ჩემპიონზე) არსებული წიგნებით დააჯილდოვეს.

შეხვედრები გუშინ ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში მიმდინარეობდა. გარდა ვიქტორინისა, აჩვენეს ცნობილი სპორცმენებზე გადაღებული ვიდეორგოლები.

წიგნები საჩუქრად ახალციხის საჯარო სკოლებსაც გადაეცათ. თითო კომპლექტი, რომელიც 34 წიგნისგან არის შემდგარი და სადაც 34 ოლიპმიურ ჩემპიონზეა მოთხრობილი.

შეხვედრა ოლიმპიური კომიტეტის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის ზიგმუნდ ზილბერშტეინის ორგანიზებით მოეწყო. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის, სპორტსკოლის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო.

მსგავსი შეხვედრა ახალციხის შემდეგ რაჭაში გაიმართება. ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტის გუჯა ბერიშვილის თქმით, ასეთი შეხვედრები საუკეთესო საშუალებაა მოსახლეობამ ჩემპიონები პირადად გაიცნოს. მიიღონ მათგან ავტოგრაფები და წიგნები.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


16.01.2017 რამდენით და რომელ პედაგოგებს ემატებათ ხელფასი იანვრიდან

16.01.2017 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2017 შემცირებული თანამშრომლები და ხელფასები მესხეთის თეატრში

13.01.2017 არალში სკოლის მშენებლობისთვის ტენდერი მეორედ გამოცხადდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.01.2017 2016 წელს, სიმთვრალის გამო, მართვის მოწმობა 30 174 მძღოლს ჩამოერთვა

17.01.2017 დღეს საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისი გაიხსნება

16.01.2017 მთის ამბები: აკაკი ბერიძის ვიდეობლოგი ჯავახეთიდან [Video]

16.01.2017 ახალციხის თემი ნინოწმინდის ბავშვთა სახლს ესტუმრა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.01.2017 სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ ქრისტეშობა იზეიმა [Video]

28.12.2016 გზა მცირე მეწარმეობიდან ევროპული ბაზრისაკენ [Video]

29.11.2016 ხელოვნება ხის ფესვებით [Video]

29.11.2016 რა ღონისძიებები ტარდება ჯანსაღი პროდუქტის მისაღებად ფერმაში [Video]

მსგავს თემაზე

რიოს ოლიმპიადა დასრულდა - რა შედეგით დაბრუნდა საქართველო
ოლიმპიური გუნდის ერთი ჯგუფი თბილისში დაბრუნდა
ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია
29 მაისიდან სამცხე-ჯავახეთში ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა  მოეწყობა
რიო 2016 ოფიციალურად გაიხსნა
29 მაისს ოლიმპიური ცეცხლი ახალციხეში შემოვა
ოლიმპიური ცეცხლი ახალციხეში [Photo]