FM97.5 / LIVE

როგორი იყო 2019 წელი პოლიტიკურად - მესამე სექტორის შეფასებები

მთავარისიახლე, პოლიტიკა 31.12.2019
როგორ აფასებენ ახალციხეში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები 2019 წელს, რით იყო გამორჩეული ქვეყნისთვის ეს წელი და რას მიიჩნევს მესამე სექტორი ყველაზე დიდ პრობლემად - შეფასებები ახალციხიდან.

როგორი იყო 2019 წელი პოლიტიკურად - მესამე სექტორის შეფასებები

20 ივნისის მოვლენები, ჩავარდნილი კანონპროექტი პროპორციული არჩევნების შესახებ, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება და სუიციდის შემთხვევები - ეს ის საკითხებია, რომლებიც ახალციხეში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს 2019 წლიდან ახსენდებათ. ყველა მათგანზე ნეგატიურ კონტექსტში საუბრობენ და მიიჩნევენ, რომ გასული წელი რთული იყო ქვეყნისთვის, თუმცა რეგიონს მასშტაბური მოვლენები თითქმის არც შეხებია.

„ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის“ ხელმძღვანელი, მაკა სუდაძე პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნას, ყველაზე წარუმატებელ მოვლენად აფასებს და ამბობს, რომ ეს იყო შესაძლებლობა, რომლითაც ქვეყანა რთული მდგომარეობიდან გამოვიდოდა.

„უმოქმედობის, ტყუილის, იმედის გაცრუების წელი იყო. რაღაცას ვებღაუჭებოდით, რომ იქნებ რაღაც შეიცვალოს ამ წელს, მაგრამ მაინც ვერ გამოვედით საკუთარი ინტერესებიდან. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩავარდნილი პროპორციული არჩევნები, ეს იყო შანსი, რომ წინ გადაგვედგა ნაბიჯი. რაც შეეხება რეგიონს, მუნიციპალიტეტში არიან ადამიანები, რომლებთანაც კომფორტული იყო მუშაობა, მაგრამ საერთო ჯამში უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა“.

განსხვავებულ მდგომარეობას ხედავს რეგიონში ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი. მისი თქმით, „რეგიონში ბევრი კარგი რამ გაკეთდა“, თუმცა მთავარ პრობლემად რჩება სოციალური მდგომარეობა: „გული მწყდება, რატომ უნდა ვაგროვებდე მეორად ტანსაცმელს და ვდებდე კარადაში. მინდა, რომ 2020 წელს აღარ იყოს ამდენი გაჭირვებული და სოციალური ქსელებიც აღარ იყოს აჭრელებული ამდენი ანგარიშის ნომრით. ქველმოქმედება კარგია, მაგრამ როცა ქვეყანაში პროცენტულად ამდენი რაოდენობაა ღარიბების, საგანგაშოა“.

კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემად მესხიშვილი ბოლო დროს გახშირებულ სუიციდს ასახელებს.

„ 2019 წელი ამ მხრივ მძიმე იყო. როცა ახალგარზდა მიდის და თავს იკლავს პრობლემების გამო, ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებაშია პრობლემა. ასეთი მასობრივი სუიციდი 70-იანი წლების ამერიკაში იყო მარტო“.

მესხიშვილი ამბობს, რომ გასულ წელს სამოქალაქო სექტორმა საკუთარი ძალა აჩვენა, თუმცა მიიჩნევს, რომ ახალგაზრდების აქციები არასწორად გატარებულმა პოლიტიკამ გამოიწვია.

ედუარდ აივაზიანი, რომელიც „სამცხე-ჯავახეთის მედია ანალიტიკურ ცენტრს“ ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ 2019 წელს ბევრი არასწორი ნაბიჯი გადაიდგა დემოკრატიული მიდგომის საწინააღმდეგოდ. ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტებად იგი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლას ასახელებს: „ივნისის პროტესტები იყო მტკივნეული თემა და გავრილოვის შემოსვლა. რთული წელი იყო და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ დემოკრატიის, ევროპული გზა გავაგრძელოთ“, - ამბობს აივაზიანი.

კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც ახალციხეში წარმომადგენლობა 2019 წელს დანიშნა, „საერთაშორისო გამჭვირვალობაა“.

ორგანიზაციაში ხაზს უსვამენ კორუფციული საქმეების არსებობას, როგორც ქვეყნის, ასევე რეგიონის მასშტაბით:

„ამ წელს კორუფციული საქმეები გამოვავლინეთ ჩვენ, და იმ თვალსაზრისით, რომ საქმეებით დაინტერსდა ანტიკორუფციული სააგენტო და ერთ შემთხვევაში გამოძიება მიმდინარეობს და მეორე შემთხვევაში მოკვლევა. იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს საკითხები არ იქნება ბოლომდე მიყვანილი, ჩვენი ახალციხეში არსებობა ერთგვარი პრევენციაა კორუფციის კუთხით“, - ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელი ახალციხეში თამუნა უჩიძე.

რაც შეეხება კონკრეტულად წლის განმავლობაში, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, უჩიძე ამბობს, რომ არცერთ მოვლენას, რეგიონში ადექვატური გამოხმაურება არ მოჰყოლია.

„პროპორციული არჩევნების ჩავარდნა, 20 ივნისის მოვლენები, გაფრინდაშვილის საქმე - ასეთი საკითხების მიმართ რეგიონში ისევ არ იგრძნობოდა პროტესტი. თუნდაც 20 ივნისის ამბების დროს ისევ ოთხი-ხუთი კაცი ვიდექით“, - ამბობს უჩიძე.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.04.2020 რა სანქცია დაეკისრებათ 'კომენდანტის საათის' დამრღვევ პირებს

01.04.2020 ახალციხეში საკონტროლო გამშვები პუნქტები ქალაქის შესასვლელებში მოეწყო [ფოტო]

31.03.2020 საქართველოში ‘კომენდანტის საათი’ ამოქმედდა

31.03.2020 იყო ფერადი კარვები, ახლა ჭრელა–ჭრულა პირბადეებია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

'2018 წელს ბევრი არაფერი შეცვლილა’ – NGO–ები სამცხე–ჯავახეთში
როგორ აფასებენ  NGO–ების წარმომადგენლები  2017 წელს
როგორ აფასებენ 2014 წელს სამცხე-ჯავახეთში მოქმედი არასამთავრობოები
წელიწადი, რომელსაც ვერაფრით გამოარჩევენ
სამცხე–ჯავახეთის NGO–ები „ოცნების“ სამ წელიწადს აფასებენ
‘ახალციხელების თანადგომა ვაჟა ექიმს’ - მხარდამჭერი აქცია ახალციხეში
ხელისუფლება,  ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი 2015 წელს აფასებს