FM97.5 / LIVE

‘ტაოს’ 2019 წლის მიღწევები და მომდევნო წლის პერსპექტივები ®

მთავარისიახლე, რეკლამა 30.12.2019
სამცხე–ჯავახეთის სარაგბო კლუბ „ტაოს“ კაცთა გუნდმა 2019–20 წლის პირველი ლიგის შემოდგომის სეზონი, 10 მოასპარეზე გუნდს შორის, V ადგილით დაასრულა. კლუბის პრეზიდენტი გვესაუბრება „ტაოს“ ძირითად მიღწევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.

‘ტაოს’ 2019 წლის მიღწევები და მომდევნო წლის პერსპექტივები ®

რა შედეგებით დაასრულა 2019 წელი „ტაოს“ ძირითადმა გუნდმა?

თუ შემოდგომის სეზონით ვიმსჯელებთ, ბევრი წაგება გვაქვს და თითქოს გუნდში ჩავარდნაა. მაგრამ ამას აქვს ობიექტური მიზეზები: ძირითადი გუნდის შევსება მოხდა „ა“ ლიგიდან, 7 ახალგაზრდა გადმოვიყვანეთ ძირითად გუნდში. გარდა ამისა, რამდენიმე წამყვანი მოთამაშე, მათ შორის გუნდის კაპიტანი და ვიცე–კაპიტანი ტრამვირებული გვყავს. მათ ვერ შეძლეს შემოდგომის სეზონზე თამაში. ამან კი, თამაშის ხარისხზე იქონია გავლენა.

მიუხედავად ამისა, 2019 წელი არც ისე წარუმატებელი იყო გუნდისთვის. ამ ეტაპზე, პირველი ლიგის სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილს იკავებს „ტაო“. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ წინა 2018-2019 წლის სეზონზე 8 გუნდი ასპარეზობდა და „ტაომ“ მეოთხე ადგილი დაიკავა, 2019-20 წლის სეზონზე 10 მოასპარეზე გუნდთა შორის მეხუთე ადგილი, არ არის უკან დახევა.

მიმდინარე სეზონი გაზაფხულზე განახლდება. პირველი ლიგიდან გავარდნა გუნდს არ ემუქრება. ამიტომ გადავწყვიტეთ, ეს პერიოდი ექსპერიმენტებისთვის გამოვიყენოთ. „ა“ ლიგიდან გადმოსული მოთამაშეები ძლიერ გუნდებთან თამაშის გამოცდილებას მიიღებენ და მომდევნო სეზონს უფრო მომზადებული შეხვდება „ტაო“.

გარდა ძირითადი გუნდის თამაშებისა, რას თვლით „ტაოს“ კლუბის 2019 წლის უმთავრეს მიღწევად?

2019 წელს, სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილისა და თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ეკატერინე ორჯონიკიძის დახმარებით „ტაომ“ ახალი მეგობრები შეიძინა, კერძო ბიზნესის წარმომადგენლების სახით. შპს „ნიალასა“ და სასტუმრო „მონოგრაფის“ მხარდაჭერით, ასპინძასა და ადიგენში საბავშვო რაგბის ფესტივალი გაიმართა, რომელშიც ჩვენი რეგიონისა და თბილისის საფესტივალო გუნდის 300–მდე ახალგზარდამ მიიღო მონაწილეობა. ამდენი ბავშვი რომ გროვდება, რეგიონიდან, ნიშნავს, რომ ჩვენ გეომეტრიული პროგრესიით ვვითარდებით. მაქსიმუმ, 4 წელიწადში, ეს ბავშვები წამოიზრდებიან და ძალიან კარგი შედეგები გვექნება, რეგიონში რაგბის განვითარების მხრივ.
აღსანიშნავია, რომ წელს „ტაოს“ რვა მორაგბე-მწვრთნელმა მეორე დონის სასერტიფიკატო სემინარი გაიარა და შეუძლიათ ვარჯიშები ჩაატარონ ჭაბუკთა ასაკობრივ კატეგორიაში.

შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიის მწვრთნელების არსებობამ და რაგბის თამაშის მსურველთა რიცხვის ზრდის გამო, წელს განაცხადი გავაკეთეთ, რომ „ტაო“ ოფიციალურად ჩაერთოს რაგბის კავშირის მიერ ორგანიზებულ რესპუბლიკურ ფესტივალებში. მომავალი წლიდან, ჩვენი ახალგაზრდები, სამცხე–ჯავახეთის რეგიონის გარდა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც ითამაშებენ.

გარდა საფესტივალო ასაკისა, 15-18 წლის ახალგაზრდებიც გვყავს, „ა“ და „ბ“ ლიგა. ეს გუნდები, საქართველოს ჩემპიონატში იღებენ მონაწილეობას და თავიანთ ასაკობრივ კატეგორიაში ასპარეზობენ. ეს ძალიან კარგი გამოცდილებაა მათთვის. ჩვენთვის კი, მომავალი მორაგბეების კარგი ბაზა და ძირითადი გუნდის, ადგილობრივი, ძლიერი მოთამაშეებით შევსების პერსპექტივა.

ჩვენ მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი, მომავალზეა ორიენტირებული - ახალი თაობების გაჯანსაღებას და იმედის მომცემი მორაგბეების გაძლიერებას ემსახურება.

რა გეგმები გაქვთ 2020 წელს?

პირველი ლიგაში მოასპარეზე გუნდთა სიძლიერე მატულობს და ჩვენც ვაპირებთ ამ ცვლილებებს მომზადებული შევხვდეთ. როგორც საუბრის დასაწყისში აღვნიშნე, 2020 წლის გაზაფხულზე, პირველი ლიგის სეზონი განახლდება. ამ სეზონს, ექსპერიმენტებისთვის გამოვიყენებთ და ახალ მოთამაშეებს გავაძლიერებთ. ასევე, რამდენიმე ძლიერ მოთამაშეს, დავამატებთ სხვა გუნდებიდან(ამ ეტაპზე, შერჩევის პროცესში ვართ). შესაძლოა, ჩვენი ძველი მოთამაშეებიც დაგვიბრუნდნენ და 2020–21 წლის სეზონს ძლიერი გუნდით შევხვდებით.

გარდა ამისა, სასიამოვნო სიახლეა სპონსორინგის მიმართულებითაც. ამ ეტაპზე, გაცხადებულად შემიძლია ვახსენო შპს „ნიალა“(დამფუძნებელი ემზარ ასპანიძე), რომელიც 2020-21 წლის პირველი ლიგის „ტაოს“ ერთ–ერთი მთავარი სპონსორი გახდება.

გარდა ამისა, მიმდინარეობს სხვა კერძო ბიზნესის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები. კონკრეტულ შეთანხმებამდე ჯერ არ მივსულვართ, თუმცა, ამ მიმართულებითაც დადებითი ძვრებია.

საბოლოო ჯამში, წარმატებული წელი ჰქონდა კლუბს. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და დამდეგი 2020 წელი მივულოცო „ტაოს“ ყველა გულშემატკივარს! არ გამოვყოფ კონკრეტულად არც ერთს.

გვახარებს ახალგაზრდა გულშემატკივართა გააქტიურება - ბევრი მათგანი გვემეგობრება, გვწერს პირად შეტყობინებებს, გვამხნევებს და გვაძლიერებს, გვიგზავნიან თამაშებზე გადაღებულ ფოტოებს და ლელოების ვიდეოებს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თითოეულ მათგანს - აქტიურებსაც, ტრიბუნებიდან მოქამაგეებსაც, ფეისბუქ გვერდზე მომწონებლებსაც. ჩვენმა გულშემატკივრებმა გვინდა იცოდნენ, რომ თითოეული თამაში მათ ეძღვნებათ. მათი გახარება ყველაზე დიდი ჯილდოა ჩვენთვის. წარმატებები თქვენ, ყველაფერში! ჩვენ კი ვეცდებით, ბევრი სიხარული გაჩუქოთ!


18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

18.09.2020 1920 წელი: მესხეთ-ჯავახეთში ახალი სკოლები არსდება

15.09.2020 საფეხური: როგორ იცავენ რეკომენდაციებს ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

15.09.2020 ქალაქ ახალციხის სკოლებში 366 პირველკლასელი მივიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.09.2020 როგორი ამინდია მოსალოდნელი დასვენების დღეებში სამცხე–ჯავახეთში

18.09.2020 ახალქალაქის მერიასთან სოფელ ოლავერდის მოსახლეობამ აქცია გამართა

18.09.2020 ნინოწმინდის მერიაში შვიდ პოზიციაზე 30 განაცხადი შევიდა

18.09.2020 ახალციხელი სპორტსმენი უკრაინაში საერთაშორისო ტურნირში იბრძოლებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

26.08.2020 SKამბები: წირელი პეტროსიანები [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ტაოს’ გზა პირველ ლიგამდე  [R]
‘ტაოს’ vs ’არწივები’– საშინაო მატჩი ასპინძაში ®
‘ტაო’  2019-20 წლის სეზონის პირველი მატჩისთვის ემზადება
16 მარტს ‘ტაო’ ბოლნისის ‘ყოჩებს’ შეხვდება [R]
'ტაო' VS 'არმია' ®

ახალციხეში რაგბის მატჩი 'ტაოს' გამარჯვებით დასრულდა [Photo]
რაგბის მწვრთნელობა მოხალისეობრივ საწყისებზე ®