FM97.5 / LIVE

ფოტოამბავი

მთავარისიახლე 29.12.2019
147 წლის წინანდელი ფოტო. ახალციხის მაზრა, სოფელი მუსხი, სკოლა, პედაგოგები და მოსწავლეები. შავ-თეთრი ფოტო ბევრ მოგონებებსა და ფერად ისტორიებს ინახავს.




ფოტოამბავი

ფოტო სოციალურ ქსელში დევს თარიღის მითითებით. საინტერესო იყო გაგვეგო თუ სად მდებარეობდა სურთაზე ნაჩვენები სკოლა სოფელ მუსხში და ადგილობრივებს ვესაუბრეთ.

მუსხის მკვიდრი, ვასილ ოქრომელიძე 73 წლისა, ის დიდხანს, გულდასმით აკვირდებოდა ფოტოს და შემდეგ გვითხრა, რომ ეს სურათი არა ახლანდელ, არამედ ძველ მუსხშია გადაღებული.

„მე ეს სკოლა არ მახსოვს, თუმცა აქ ჩანს სამრეკლო, წმინდა გიორგის სალოცავის და ეს ეკლესია ძველ მუსხში დგას. უკან კიდევ გორებია, აქ სადააა გორები? დარწმუნებით ვიტყვი რომ ეკლესიის წინ იდგა ეს შენობა. მანდ ჩემი წინაპრები სწავლობდნენ. მე ზემოთ, სასაფლაო სადაც არის მანდ ააშენეს რვაკლასიანი სკოლა და იქ მომიწია სწავლა “, - გვეუბნება ის.

ადგილობრივებმა საუბარში გაიხსენეს პედაგოგი შალიკაშვილი, თუმცა ვერ დააკონკრეტეს ასწავლიდა თუ არა ის ფოტოზე ნაჩვენებ სკოლაში.

„ქმრის გვარი იყო შალიკაშვილი, თვითონ იყო ზედგინიძე, სახელად ქეთო, ძველელი ქალი, მგონი რუსულს ასწავლიდა“, - გაიხსენეს მუსხელებმა.

ძველ მუსხში ახლა არავინ ცხოვრობს. მეოცე საუკუნის 50-იან წლებში, მოსახლეობა უფრო დაბლა, ბარში ჩამოვიდა საცხოვრებლად.

[გულო კოხოძე, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2020 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.25 ლარი გახდა

22.09.2020 სამცხე–ჯავახეთში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი – კვირის პროგნოზი

22.09.2020 GMPP–ის შესარჩევი კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის

21.09.2020 როცა პანდემიაა და სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი დუმს - ვინ და რატომ არ აკეთებს კომენტარს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

მსგავს თემაზე

მუსხში ფოლკლორული საღამო გაიმართა
მარო ბაბოს მუზეუმი მუსხში [Photo/Video]
მუსხში საბავშვო ბაღი გაიხსნა
მუსხში ბიბლიოთეკა და ამბულატორია გაიხსნება
რას ითხოვენ სოფელ მუსხში [Video]
სოფელ მუსხში ასფალტის საფარის დაგება დაიწყო
სეტყვამ სოფელ მუსხში ნათესები გაანადგურა [Video]