FM97.5 / LIVE

საქართველოს პაპი ფრანცისკეს სახელმწიფო მდივანი პიეტრო პაროლინი ესტუმრება

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.12.2019
28 დეკემბერს პაპი ფრანცისკეს სახელმწიფო მდივანი, მისი მაღალი ყოვლადუსამღვდელოესობა კარდინალი პიეტრო პაროლინი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა. თბილისში გამართულ შეხვედრას კათოლიკეები სამცხე–ჯავახეთიდანაც დაესწრებიან.

საქართველოს პაპი ფრანცისკეს სახელმწიფო მდივანი პიეტრო პაროლინი ესტუმრება

პიეტრო პაროლინი შეხვდება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რათა განიხილოს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები და ეროვნული თუ რეგიონული გამოწვევები. ის მოინახულებს საოკუპაციო ხაზს გორის მიტროპოლიტ ანდრეასთან და სახელმწიფო მინისტრთან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილთან ერთად. კარდინალი პიეტრო პაროლინი ეწვევა იძულებით გადაადგილებულ პირების დასახლებას წეროვანში. ასევე შეხვდება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს.

28 დეკემბერს, 16:00 საათზე, თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ცად აღყვანების კათოლიკური კათედრალური ტაძარში, ოფიციალურ მიღებამდე, კარდინალი პიეტრო პაროლინი წირვას გამართავს.

29 დეკემბერს 15:00-დან 18:30 საათამდე კარდინალი პიეტრო პაროლინი საქველმოქმედო ფონდ საქართველოს კარიტასის დიდუბის ცენტრს ეწვევა, სადაც შეხვდება კათოლიკური ეკლესიის სხვადასხვა დაწესებულებების წარმომადგენლებს, რათა განიხილოს საქართველოში 25 წელზე მეტხნიანი საქველმოქმედო საქმიანობა. კარდინალი ასევე საქართველოში არსებული მისი სამივე – სომხური, ასირიულ-ქალდეური და ლათინური წესის წარმომადგენლებს შეხვდება.

29 დეკემბერს, 19:00 საათზე კარდინალი ესტუმრება კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესა და მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა მესვეურთ, რაც კიდევ ერთი გამოხატულება იქნება კათოლიკურ და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის არსებული ძმური ურთიერთობებისა.

წმიდა საყდარი იყო იმ პირველ ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის, რომლებმაც სცნეს საქართველოს სუვერენიტეტი და გახსნეს თბილისში საელჩოები (წმიდა საყდრის სადესპანო (ვატიკანის საელჩო).

კარდინალი პიეტრო პაროლინი იყო წმიდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივნის მოადგილე 2008 წლის კონფლიქტის დროს, როცა პაპმა და წმიდა საყდარმა საქართველოში მშვიდობისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი არაერთი განცხადება გააკეთეს საერთაშორისო ფორუმებზე. კარდინალი პაროლინი პირველად სტუმრობს საქართველოს.

წყარო:1 tv.ge


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

20.10.2020 ისრაელის ელჩმა ახალციხის უძველესი სინაგოგა მოინახულა

20.10.2020 ახალციხის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა ®

20.10.2020 ისრაელის ელჩი სამცხე-ჯავახეთის ტურისტულ ადგილებს მოინახულებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეს საქართველოს რომის პაპი ეწვევა
საქართველოს სექტემბერში რომის პაპი ეწვევა
რაბათში კათოლიკური ეკლესიის დღესასწაული აღინიშნა [ფოტო]
საქართველოს გაეროს გენერალური მდივანი ეწვევა
ნინო ბურჯანაძე სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებს შეხვდება
სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ჯავახეთში მოსახლეობას შეხვდება
საქართველოს პრეზიდენტი ახალციხესა და ახალქალაქს ეწვევა