FM97.5 / LIVE

ბაკურიანში დისტრიბუციის და დასუფთავების მანქანები სპეციალური განრიგით ივლიან

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.12.2019
ბორჯომის მერიის გადაწყვეტილებით, ბაკურიანში დისტრიბუციის და დასუფთავების მანქანები კვირაში სამი დღე, სპეციალური განრიგით იმოძრავებენ, შეზღუდვა 2020 წლის პირველი იანვრიდან მარტის ბოლომდე გაგრძელდება.

ბაკურიანში დისტრიბუციის და დასუფთავების მანქანები სპეციალური განრიგით ივლიან

„როგორც მოგეხსენებათ, ზამთრის კურორტებზე სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს საცობები და მყარი ნარჩენების მართვა. იმ მიზნით, რომ ზამთრის სეზონზე კურორტებზე გადატვირთული მოძრაობა, დასუფთავების და სხვა საკითხები მაქსიმალურად გაუმჯობესდეს, პრემიერ-მინისტრის დავალებით, მოხდა გამოწვევების იდენტიფიცირება და შემუშავდა მათი გადაჭრის გზები. მათ შორისაა როგორც სადისტრიბუციო, ასევე დასუფთავების მანქანების ოპერირების დროის მართვა“, – წერია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაბა ბაკურიანში სხვადასხვა სავაჭრო, კვების ობიექტებისა და სასტუმროებისთვის სადისტრიბუციო ავტომობილებით მომარაგება მოხდება შემდეგი განრიგით:

დაბა ბაკურიანი

ორშაბათი-ხუთშაბათი: მოძრაობა თავისუფალია (არ ვრცელდება საათობრივი შეზღუდვა მოძრაობაზე);

პარასკევი: 14:00-საათამდე მოძრაობა თავისუფალია-სადისტრიბუციო ავტომობილებს შეუძლიათ მოამარაგონ სხვადასხვა ობიექტები.

პარასკევი-შაბათი-კვირა: მოძრაობა დაშვებულია მხოლოდ ღამის საათებში (23:00 საათიდან - 08:00 საათამდე)

დროებითი შეზღუდვა ამოქმედდება 2020 წლის პირველი იანვრიდან მარტის ბოლომდე.

რაც შეეხება მყარი ნარჩენების გატანის საკითხს, იმ მიზნით, რომ კურორტებზე შენარჩუნდეს სუფთა გარემო, არ წარმოიშვას ხელოვნური საცობი, მყარი ნარჩენების გატანა განხორციელდება ყოველდღე, საღამოს 21:00 დან დილის 09:00-მდე.

სამთო კურორტებზე გაზრდილი ტურისტული ნაკადების ფონზე უმნიშვნელოვანესია, რომ სხვადასხვა დაწესებულებებმა( საოჯახო და მსხვილმა სასტუმროებმა,მაღაზიებმა, კვების ობიექტებმა და ა.შ) გამოიჩინონ გულისხმიერება და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადაყრა მოხდეს ამ პერიოდში - საღამოს 21:00 დან დილის 09:00-მდე.

ვიმედოვნებთ რომ ერთიანი ძალისხმევით მიმდინარე ზამთრის სეზონი ქვეყნის კურორტებზე წარმატებით ჩაივლის.ჩვენს საერთო მიზანს წარმოადგენს ოთხოვე ზამთრის კურორტზე იყოს გამორჩეულად წარმატებული სეზონი, რათა მაღალი ხარისხით, მაღალი მომსახურების დონით და გამართული ინფრასტრუქტურით შევხვდეთ როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ დამსვენებლებს.

[sknews.ge]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

20.10.2020 ისრაელის ელჩმა ახალციხის უძველესი სინაგოგა მოინახულა

20.10.2020 ახალციხის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა ®

20.10.2020 ისრაელის ელჩი სამცხე-ჯავახეთის ტურისტულ ადგილებს მოინახულებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ზამთრის კურორტებზე სათხილამურო სეზონი დასრულდა
ზამთრის კურორტებზე სეზონი რვა დეკემბრიდან გაიხსნება
სურსათის ეროვნულმა  სააგენტომ ზამთრის კურორტებზე კვების ობიექტები შეამოწმა
სამთო კურორტებზე სამაშველო ჯიხურები და საპირფარეშოები განთავსდება
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი: ‘ბაკურიანში  დამსვენებლებს კომფორტი უნდა შევუქმნათ“
ენერგოომბუდსმენი: მძიმე პირობებია კურორტებზე, ამიტომ ტურისტები და დამსვენებლები ტოვებენ
საქართველო მყარი ნარჩენების სეპარირება-გადამუშავებაზე გადადის