FM97.5 / LIVE

ახალციხის უნივერსიტეტში ტაო-კლარჯეთის შესახებ გამოფენა მოეწყო

მთავარისაზოგადოება 18.10.2013
„ტაო-კლარჯეთის მარგალიტები“ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღესთან დაკავშირებით, მხატვარ ზვიად ბერიძის ფოტოგამოფენა მოეწყო.

ახალციხის უნივერსიტეტში ტაო-კლარჯეთის შესახებ გამოფენა მოეწყო
გამოფენა ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტების ორგანიზებით მოეწყო. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებიც ესწრებოდნენ.

„გრიგოლ ხანძთელმა სამხრეთ საქართველოში დაიწყო ძალიან დიდი მოძრაობა, ქართული სულის, გენის და სარწმუნობის გასაძლიერებლად. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაშ ემსახურა ამას, შემდეგ კი ამ ყველაფერს გამგრძელებლებიც გამოუჩნდნენ. დღეს, რომ სამხრეთ საქართველოა და ტაო-კლარჯეთით ვამაყობთ, ეს ყველაფერი დაკავშირებულია გრიგოლ ხანძთელის სახელთან“,- აღნიშნა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ბერიძემ.

ახალციხის უნივერსიტეტში ტაო-კლარჯეთის შესახებ გამოფენა მოეწყოგამოფენა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან არსებული ანსამბლის „თამარიონის“ ხალხური სიმღერით გახსნა.

მხატვარი ზვიად ბერიძე წლების განმავლობაში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ხელოვნების ისტორიას ასწავლიდა. 2003 წელს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორესთან, ცაგერისა და ლენტეხის მთავარ ეპისკოპოს სტეფანესთან და ვარძიის წინამძღვარ არქიმანდრიტ ანტონთან ერთად ტაო-კლარჯეთში იმოგზაურა და ისტორიული ძეგლები გადაიღო.

ღონისძიების ორგანიზატორები ამბობენ, რომ დღევანდელი დღე გასულ წელს დაწყებული პროექტის გაგრძელებაა, რომელიც ტაო-კლარჯეთის ისტორიული ძეგლების შესწავლას ითვალისწინებდა.

„გასულ წელს ჩვენ ვიყავით ტაო-კლარჯეთში. შევისწავლეთ თითქმის ყველა ძეგლი, გადავიღეთ ფოტოები და დაბრუნების შემდეგ, სახელწოდებით - „რა სამშობლო გვქონია“, ღონისძიება გავმართეთ“, - ამბობს პროექტის ავტორი და დღევანდელი ღონისძიების ორგანიზატორი ნათია ყურმაშვილი.

მისივე თქმით, იდეა, მომავალშიც დაგეგმილიყო მსგავსი ღონისძიებები, მაშინ დაიბადა: „დღევანდელი გამოფენა ამ პროექტის გაგრძელებაა.იმედი გვაქვს, რომ ტრადიცია დამკვიდრდება და ყოველ წელს, გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს მსგავსი ღონისძიებები გაიმართება“.

ზვიად ბერიძის გამოფენა პირველად თბილისში მოეწყო. ფოტოები სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქმს, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დაათვალიერა. ფოტოები დიდი ხნის განმავლობაში ახალციხის ისტორიულ მუზეუმში იყო განთავსებული, ახალციხის ციხის რეკონსტრუქციის შემდეგ იქ ფოტოების ადგილი აღარ დარჩა.

„ციხის რეკონსტრუქციის შემდეგ, სამწუხაროდ, გამოფენის ადგილი აღარ დარჩა. როდესაც სტუდენტებმა ნახეს უნიკალური ფოტოები დასაწყობებული, გადაწყვიტეს გამოფენა გაეკეთებინათ“, - ამბობს მერაბ ბერიძე.

გრიგოლ ხანძთელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ხუთშაბათს კონფერენციით დასრულდება.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი აღარ გაითიშება – 'ენერგო–პრო ჯორჯია'

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

ახალციხის უნივერსიტეტში გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება გაიხსენეს
უნივერსიტეტში ბექა კოპაძის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
სტუდენტების ემოციური ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში
18 ოქტომბერი წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეა
ახალციხის უნივერსიტეტში წიგნების გამოფენა მოეწყო
ახალციხეში "თანამედროვე ქართული სახელმწიფო სიმბოლოების" გამოფენა მოეწყო
სტუდენტების  ნამუშევრების გამოფენა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში