FM97.5 / LIVE

საახალწლო ბაზარი - რა ღირს პროდუქტი ახალციხის ბაზარში

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.12.2019
ახალ წლამდე ხუთი დღით ადრე, ახალციხის ბაზარში მყიდველების რაოდენობამ მოიმატა. ადგილობრივები ამბობენ, რომ წინასაახალწლოდ ფასები ძალიან არის გაზრდილი.

საახალწლო ბაზარი - რა ღირს პროდუქტი ახალციხის ბაზარში

საახალწლო პროდუქტი, როგორც ბაზრის შენობაში ისე მიმდებარე ტერიტორიაზე იყიდება. გამყიდველები ამბობენ, რომ პროდუქტზე ფასები საგრძნობლად არის გაზრდილი.

„სკუმბრია წინა წელს ექვსი ლარი ღირდა და ახლა ცხრა ღირს, მოიმატა აბა რა ქნა“, - ამბობს ბაზარში თევზის გამყიდველი და ამატებს, რომ ახალწლამდე ორი დღით ადრე ფასები კიდევ აიწევს.

მომატებულ ფასებზე საუბრობენ მყიდველებიც.

„საშინელი ფასებია, ცოტა ხნის წინ მოვედი და არც ისე ბევრი რამ ვიყიდე, თუმცა 300 ლარი გადავიხადე. მე ვმუშაობ და შემიძლია რომ ვიყიდო, სამსახური ვისაც არ აქვს, ისინი ახალ წელს როგორ გაითენებენ არ ვიცი“,- ამბობს ია მამულაშილი.

„ნაწილ პროდუქტებზე არის ფასები მომატებული. მე საახალწლოდ 300-350 ლარი მაინც მჭირდება, რომ სუფრა გავშალო. ამას გარდა პიროტექნიკა, ბავშვების საჩუქრები და ა.შ. მახსოვს წლები, მაგალითად შარშანწინ ბანანში შვიდი ლარი გადავიხადე“, - ამბობს მარიამ ზაზაძე.

ბაზრის ტერიტორიაზე ხორცი რამდენიმე ადგილზე იყიდება და ყველგან განსხვავებული ფასი აქვს.

გთავაზობთ პროდუქტების ფასების ჩამონათვალს:

ხორცის პროდუქტები:

საქონლის ხორცი - 15-18 ლარი;

ღორის ხორცი - 12-15 ლარი;

გოჭი – 10 კგ. 180 ლარი;

კალმახი - 13 ლარი;

გაყინული თევზი - 7–9 ლარი;

გაყინული ქათამი - 6,50-7,50 ლარი;

ცოცხალი ქათამი - 18-20 ლარი;

სუჯუხი - 10 ლარი;

ბასტურმა -14 ლარი;

ყველი-9-11 ლარი;

ხილ-ბოსტნეული:

მწვანილი - 1 კგ. 5 ლარი;

პომიდორი - 4 ლარი;

კიტრი - 4 ლარი;

კომბოსტო - 50 ლარი

ბოლოკი - 1.50 ლარი

ბულგარული - 6 ლარი;

ყურძენი - 4-5 ლარი;

ვაშლი - 1,5-3 ლარი;

მანდარინი -1,50 – 3 ლარი;

კივი - 3 ლარი;

ფორთოხალი - 3 ლარი;

ანანასი -10–15 ლარი;

ბანანი - 4 ლარი;

თავფლი 15-18 ლარი;

თხილი-10 ლარი;

გარჩეული ნიგოზი-20-22 ლარი;

საახალწლო ბაზარი - რა ღირს პროდუქტი ახალციხის ბაზარში

საახალწლო ბაზარი - რა ღირს პროდუქტი ახალციხის ბაზარში

საახალწლო ბაზარი - რა ღირს პროდუქტი ახალციხის ბაზარში

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

20.10.2020 ისრაელის ელჩმა ახალციხის უძველესი სინაგოგა მოინახულა

20.10.2020 ახალციხის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა ®

20.10.2020 ისრაელის ელჩი სამცხე-ჯავახეთის ტურისტულ ადგილებს მოინახულებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საახალწლო ბაზარი ახალციხეში – რა ღირს პროდუქტი ‘ალფა მარკეტში’
რა ჯდება საახალწლო სუფრა
საახალწლო ბაზარი
სააღდგომო ფასები ახალციხის ბაზარში [Photo]
სააღდგომო ფასები ბაზარში [Photo]
ახალციხეში წინასაახალწლო ვაჭრობა პიკს აღწევს
რა ღირს საახალწლო სუფრა