FM97.5 / LIVE

რა ღონისძიებებია დაგეგმილი ახალ წელს სამცხე-ჯავახეთში

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.12.2019
სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტში საახალწლო კონცერტი ჩატარდება. ნახეთ, სად რა ღონისძიება გაიმართება 31 დეკემბერს.

რა ღონისძიებებია დაგეგმილი ახალ წელს სამცხე-ჯავახეთში

ახალციხე


ახლციხეში საახალწლო ღონისძიებები 25 დეკემბრიდან დაიწყო, ადგილობრივი ანსამბლების და სოლო შემსრულებლების კონცერტის ფონზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აანთეს.

27 დეკემბერს 16:00-17:00 საათზე თოჯინების თეატრის სპექტაკლი „უცნაური მეგობრების ჯადოსნური ამბავი“ გაიმართება. დასწრება თავისუფალია.

28-31 დეკემბერს თოვლის პაპები და სანტაკლაუსები ტკბილეულით მიულოცავენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ახალ 2020 წელს.

გალაკონცერტი 31 დეკემბერს გაიმართება. მასში მონაწილეობას ადგილობრივი ანსამბლები და თბილისიდან ჩამოსული ცნობილი მომღერლები მიიღებენ.

იხილეთ განრიგი:

14:00-15:30 კონცერტი გაიმართება ახალციხის ცენტრალურ პარკში ადგილობრივი ვოკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლების და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით;

15:30-15:45 საათი – ახალციხის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მილოცვა;

15:45-16:00 საათი – წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება;

16:00-16:15 საათი – პროგრამა „მოხალისე 2019“ მონაწილე ახალგაზრდების დაჯილდოება. „დებატ-კლუბების“ პროგრამის მონაწილეთა დაჯილდოება;

16:30-18:00 საათი – კონცერტი ჯგუფი „რეზო და ბავშვები“-ს მონაწილეობით;

18:00 საათი – თოვლის პაპის მილოცვა;

ბორჯომი


29-30-31 დეკემბერს საახალწლო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი მეწარმეებისა და ხელოვანების პროდუქცია და თემატური ნამუშევრები.

31 დეკემბერს კი პატარებს გასართობ პროგრამას შესთავაზებენ. ასევე დაგეგმილია გალა კონცერტი და ფოიერვერკი.

იხილეთ 31 დეკემბრის პროგრამა:

31 დეკემბერს 12:00 სთ-დან პატარებისათვის მოეწყობა სპეციალური გასართობი პროგრამა. თოვლის ბაბუა მათ საჩუქრებსაც გადასცემს;

16:00 საათი – დაიწყება ბარაბან შოუ და ბერიკების შოუ;

18:00 საათი – საახალწლო კონცერტი გაიმართება ჯგუფების "ფრანისა და "რეგიონის" მონაწილეობით;

21:00 საათი – დაბა ბაკურიანი ცეცხლოვანი შოუ და ბარმენ შოუ;

22:30 საათი – ბაკურიანი გალაკონცერტი;

ასპინძა–ადიგენი


ასპინძასა და ადიგენში ღონისძიებები მხოლოდ 31 დეკემბერს გაიმართება. ორივე მუნიციპალიტეტში ჩატარდება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები მიიღებენ. საახალწლო ღონისძიება კი ფოიერვერკით დასრულდება.

ასპინძაში კონცერტი 22:30 საათზე დაიწყება, ხოლო ადიგენში 19:00 საათზე.

ახალქალაქი


29 დეკემბერს 14:00 საათზე ნაზარეთიანის ქუჩაზე გაიმართება კონცერტი, ადგილობრივი ანსამბლების შესრულებით, ასევე პატარებს დაურიგებენ ტკბილეულს.

31 დეკემბერს, 18:00 საათზე გალა კონცერტი დაიწყება. მოსახლეობას საზეიმო განწყობას შეუქმნიან ანიმატორები. ღონისძიების მსვლელობისას დაჯილდოვდებიან 2019 წელს საუკეთესო შედეგების მქონე სპორტსმენები. ღონისძიება დასრულდება ფოიერვერკით.

ნინოწმინდა


27 დეკემბერს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 28 წარმატებულ სკოლადამთავრებულს ადგილობრივი თითმმართველობის წარმომადგენლები შეხვდებიან და სუვენირებს გადასცემენ. ამავე დღეს სოფლებში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებს საახალწლო ნობათს დაურიგებენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგლები ნინოწმინდის ბავშვთა სახლს ესტუმრებიან.

28-30 დეკემბერს გაგრძლდება შეხვედრები სოფლებში, ვეტერანებთან, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის პირებთან და ობოლ ბავშვებთან.

31 დეკემბერს საღამოს 20:00 საათზე ნაძვის ხესთან გაიმართება კონცერტი, სადაც კულტურის სახლის მოსწავლეეები საკუთარ პროგრამას წარმოადგენენ. იქ იქნებიან თოვლის პაპასა და ფიფქიას ფორმაში გადაცმული მსახიობები.

კონცერტზე 500 ბავშვს საჩუქრებს გადასცემენ.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

20.10.2020 ისრაელის ელჩმა ახალციხის უძველესი სინაგოგა მოინახულა

20.10.2020 ახალციხის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა ®

20.10.2020 ისრაელის ელჩი სამცხე-ჯავახეთის ტურისტულ ადგილებს მოინახულებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

25 დეკემბრიდან ახალციხის პარკში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება
ახალციხის პარკში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება
ახალციხეში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება
რა იგეგმება 31 დეკემბერს ახალციხეში
ახალქალაქსა და ნინოწმინდაში საახალწლო ღონისძიებებისთვის 16 000 ლარი დაიხარჯება
სამცხე-ჯავახეთში საახალწლო ღონისძიებებისთვის 145 748 ლარი იხარჯება
ახალციხეში საახალწლო ნაძვის ხე 23 დეკემბერს აინთება