FM97.5 / LIVE

მოქალაქეს შეუძლია აიღოს პირადობის მოწმობა, რომელსაც 'ჩიპი' არ ექნება

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.12.2019
საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებით, 26 დეკემბრიდან, მოქალაქეს შეუძლია აიღოს პირადობის მოწმობა, რომელსაც „ჩიპი“ არ ექნება.

მოქალაქეს შეუძლია აიღოს პირადობის მოწმობა, რომელსაც 'ჩიპი' არ ექნება

საკონსტიტუციო სასამართლომ ე.წ. ციფრული პასპორტების წინააღმდეგ სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედება შეაჩერა.

რაც შეეხება ბიომეტრიულ პასპორტების ნაწილს, სასამართლომ მათ არსებით განხილვაზე უარი თქვა.

მოსარჩელეები არიან ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი. ისინი სადავოდ ხდიან პირადობის მოწმობის, ასევე, ბიომეტრიული პასპორტის გაცემის წესს, რომელიც არ იძლევა აღნიშნული დოკუმენტების არაელექტრონული სახით, ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის – „ჩიპის“ გარეშე მიღების შესაძლებლობას.

მოსარჩელეების მტკიცებით, ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველი პირადობის მოწმობა და პასპორტი ადამიანების ტოტალური კონტროლის საშუალებაა და უკავშირდება აპოკალიფსის შესახებ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას. მოსარჩელეები რწმენის გამო უარს აცხადებენ ასეთი დოკუმენტების მიღებაზე, რჩებიან პირადობის მოწმობისა და პასპორტის გარეშე, რაც იწვევს სოციალური ცხოვრებისგან მათ სრულ იზოლირებას და უზღუდავს კონსტიტუციურ უფლებებს.

[sknews.ge]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

20.10.2020 ისრაელის ელჩმა ახალციხის უძველესი სინაგოგა მოინახულა

20.10.2020 ახალციხის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა ®

20.10.2020 ისრაელის ელჩი სამცხე-ჯავახეთის ტურისტულ ადგილებს მოინახულებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია დაიწყო
პირადობის მოწმობა ორი თვე უფასოდ გაიცემა
  პირადობის მოწმობა ერთი თვე უფასოდ გაიცემა
15 თებერვლიდან 31 ოქტომბრამდე პირადობის მოწმობა უფასოდ გაიცემა
ხვალიდან პირადობის მოწმობა ერთი თვე უფასოდ გაიცემა
დღედან პირადობის მოწმობა უფასოდ, პასპორტი კი 50 ლარად გაიცემა
ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ აღებას მოქალაქეები 1 მარტამდე შეძლებენ