FM97.5 / LIVE

ახალციხის 2020 წლის ბიუჯეტი 16 მილიონი ლარით დამტკიცდა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 26.12.2019
მომავალი წლის დამტკიცებული ბიუჯეტი, პირველად ვერსიასთან შედარებით 500 000 ლარით მეტია. მერიამ საკრებულოს შენიშვნებიდან ოთხი სრულად, ორი კი ნაწილობრივ გაითვალისწინა.

ახალციხის 2020 წლის ბიუჯეტი 16 მილიონი ლარით დამტკიცდა

დღეს, 26 დეკემბერს ახალციხის მომავალი წლის ბიუჯეტი 16 მილიონი ლარით დამტკიცდა. სხდომას 33 დეპუტატიდან მხოლოდ 20 დაესწრო.

ბიუჯეტის განხილვის პროცესში, საკრებულომ მერიას დოკუმენტი ექვსი შენიშვნით დაუბრუნა. მათგან ორი ნაწილობრივ გაითვალისიწინეს, ოთხი კი სრულად.

საკრებულოს შენიშვნის საფუძველზე:

- სამცხე-ჯავახეთის ჭადრაკის ფედერაციის ფესტივალი „რაბათი 2020“ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება;

- შემცირდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის მუხლში შეკეთების ქვეპროგრამის დაფინანსება - 170 000 ლარით;

- ინფრსტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციის არაფინანსური აქტივების მუხლი გაიზარდა 1 300 800 ლარით;

- მერიის ხარჯვით ნაწილში - ფინანსთა სამინისტროს რეკომენდაციით მოხდა შრომის ანაზღაურების შემცირება ჯილდოსა და დანამატის შემცირების ხარჯზე, სულ 212 200 ლარით; შემცირდა ადმინისტრაციული ხარჯები - მივლინებისა და სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურების - 62 100 ლარით; შრომის ანაზღაურების ფონდის 2% საპენსიო ფონდში შენატანების განხორციელებისთვის, სახელმწიფო მიდგომის შეცვლის შესაბამისად (თანხა გადაიხდება სახელმწიფო ხაზინიდან) შემცირდა 35 000 ლარი;

- მერიამ ნაწილობრივ გაითვალისწინა საკრებულოს შენიშვნა ა(ა)იპ- ების სუბსიდიის მუხლში და თანხა ჯამურად 43 900 ლარით შემცირდა.

- ასევე ნაწილობრივ მოხდა გათვალისწინება ბიუჯეტის პრიორიტეტებისა და პროგრამების აღწერისას მიეთითოს შესაბამისი მიზანი და მოსალოდნელი შედეგები.

„ექვსივე პრიორიტეტის მიხედვით, ხარჯები შემცირებულია 800 000 ლარით და აღნიშული თანხა მთლიანად მიმართულია მუნიციპალიტეტის არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლში, რომელიც გამოყენებული იქნება შესაბამისი დანიშნულებით: როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის, ასევე ძირითადი აქტივების შეძენისთვის, რადგან ყოველწლიურად საჭიროა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება, რომ მერიამ და საკრებულომ შეასრულოს საკუთარი ფუნქციები“, - განმარტა სხდომაზე მერიის ფინანსურმა კონსულტანტმა ვახტანგ თაქთაქიძემ.

მისივე თქმით, ახალციხის მუნციპალიტეტიმა ფინანსთან სამინისტროდან სპეციალური განკარგულების საფუძველზე, 400 000 ლარი მიიღო, რომლიც ასევე 2020 წლის ბიუჯეტში უნდა აისახოს. სახელმწიფო ტრანსფერის გამოყოფა იმის გამო მოხდა, რომ მუნიციპალიტეტმა ქონების გადასახადის გეგმა ვერ შეასრულა. იგი 2 500 000 ლარით შემცირებულია.

„კერძო სექტორმა შესაბამისი კანონმდებლობის დაცვით შეამცირა დასაბეგრი ქონება, რითაც მოხდა ამ თანხის დაზუსტება. მაგრამ შემოსავლების მუხლში, რომელიც დამატებული ღირებულების გადასახადია, 2 100 000 ლარით იზრდება ბიუჯეტი. ანუ 2 500 000 მილიონი დაგვაკლდა ქონებაში, 2 100 000-ით კი გაიზარდა დღგ-ს გადასახადი, მათი სხვაობა 400 000 სწორედ ფინანსთან სამინიტრომ სპეციალური ტრანსფერით შეგვივსო. რათა არ შეგვექმნას პრობლემები პრიორიტეტებისა და პროგრამების განხორციელებისას“.

საბოლოოდ, ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიასთან შედარებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 500 000 ლარით გაიზარდა: „15 500 000 გვქონდა პირველად წარმოდგენილი, 400 000 სპეციალური ტრანსფერის ხარჯზე გაიზარდა 100 000 საკუთარი შემოსავლებიდან“, - ამბობს თაქთაქიძე.

დღევანდელს სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატები პროტესტის ნიშნად არ დაესწრნენ: „ისინი ბოიკოტის რეჟიმით აგრძელებენ მუშაობას და რატომ არ გამოცხადდნენ არ ვიცი. ყველას ჰქონდა გადაგზავნილი დოკუმენტები და შეტყობინებაც ყველას მიუვიდა“, - ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე.

სხდომაზე მყოფმა დეპუტატებმა 2020 წლის ბიუჯეტი ერთხმად მიიღეს, მათ რაიმე დამატებითი შენიშვნა ან რეკომენდაცია არ დაუყენებიათ.
დოკუმენტის პირველადი ვერსიის განხილვა ნოემბერში მოხდა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.04.2020 ‘სამხრეთის კარიბჭეს ტელეფონი იციან და ჩვენი არა?!’ – ადიგენის მერის პასუხი აბასთუმნის მოსახლეობას

03.04.2020 წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალს 10-15 ადამიანი დაესწრება

03.04.2020 რა შემთხვევაში გააგრძელებენ კომპანიები მუშაობას – ეკონომიკის მინისტრის განმარტება

03.04.2020 სამცხე–ჯავახეთში ცხელების ცენტრები გაიხსნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ადიგენის 2020 წლის ბიუჯეტი რვა მილიონ ლარზე მეტია
ახალციხის ბიუჯეტი 5.624.670  ლარით გაიზარდა [ინფოგრაფიკა]
ახალციხის თემის ბიუჯეტი, ნაშთის ხარჯზე, 2.390.000 ლარით გაიზარდა
ახალციხის თემის ბიუჯეტი 6 400 000 ლარით განისაზღვრა
ახალციხის ბიუჯეტი 202 400 ლარით გაიზარდა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი 3 400 000 ლარით გაიზარდა
სამცხე–ჯავახეთში მომავალი წლის ბიუჯეტები დამტკიცდა