FM97.5 / LIVE

'ოცნება' წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს ®

მთავარიპოლიტიკა 17.10.2013
კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბის წევრები ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების შემოვლას აგრძელებენ.

'ოცნება' წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს ®
„ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბის წევრები დღეს სოფელ სხვილისს, გუშინ კი სოფელ წყალთბილას სტუმრობდნენ.

მოსახლეობასთან შეხვედრებს, „ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბის ხელმძღვანელები, ტრადიციულად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრით იწყებენ. აქვე, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის 9-წლიან პერიოდსაც იხსენებენ.

„ამით მოსახლეობას ვეუბნებით, რომ ის რაც იყო მაშინ, უნდა დამთავრდეს, ყველაფრის გამოსწორება შეიძლება“, - ამბობს „ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბის უფროსი მალხაზ ჟუჟუნაძე.

'ოცნება' წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს ®შტაბის წევრები შეკრებილებს „ქართული ოცნების“ შესახებ სარეკლამო მასალებს, ვიდეოკოლაჟს, გაზეთებს, აცნობენ და გიორგი მარგველაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

კანდიდატის პროგრამის ძირითადი მიმართულებების გაცნობის შემდეგ, შტაბის ხელმძღვანელები ადგილობრივების პრობლემებს ისმენენ.
„ხმა მიეცით საქართველოს მომავალს და წინსვლას, შემოხაზეთ 41“, - ასეთია მესიჯი, რომელსაც შტაბის წევრები სოფლებში ავრცელებენ.

მალხაზ ჟუჟუნაძე ამბობს, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებულ თითქმის ყველა სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ. დარჩენილია რამდენიმე სოფელი, სადაც „ოცნება“ კიდევ ერთხელ მივა.'ოცნება' წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს ®


„ხვალიდან დავიწყებთ იმ სოფლებში გასვლას, სადაც მეტ-ნაკლებად ჩავარდნები გვქონდა. აღნიშნული სოფლების ზონის უფროსებმა, მოადგილეებმა და აგიტატორებმა ვერ განახორციელეს ისეთი სააგიტაციო მუშაობა, როგორიც უნდა განეხორციელებინათ. ამიტომ, კიდევ ერთხელ დავგეგმავთ შეხვედრებს, რათა კარგად გავაცნოთ გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო პროგრამა“, - ამბობს ჟუჟუნაძე.

[sknews.ge]


14.10.2019 ნანა მასწავლებელი

14.10.2019 მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო

11.10.2019 ბორჯომში სკოლა 58–მა მასწავლებელმა დატოვა

07.10.2019 პენსიონერი მასწავლებლები ახალციხის მერიამ დაასაჩუქრა [ფოტო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.10.2019 რამდენმა მასწავლებელმა დატოვა სკოლა სამცხე–ჯავახეთში?

15.10.2019 ცხაურის გარეშე დარჩენილი სანიაღვრე არხი ახალციხეში [ფოტო]

15.10.2019 ახალციხეში ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს ®

15.10.2019 აწყვიტაში ლოდების ჩამოცვენის საკითხს მერია სწავლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

"ოცნება" ახალციხის სოფლების შემოვლას აგრძელებს(R)
"ოცნების" ახალციხის შტაბმა მარგველაშვილის ვიზიტი დააანონსა
"ქართული ოცნება" ახალციხეში მარგველაშვილის დასახვედრად ემზადება (R)
ჟუჟუნაძის თქმით, 'ოცნების' შტაბს კოპაძე უხელმძღვანელებს, კოპაძე კი აღნიშნულს უარყოფს
"ოცნება" სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლებს შეხვდა
მარგველაშვილი ამომრჩევლებს საარჩევნო პროგრამას გააცნობს (R)
„ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის სამომავლო გეგმები (R)