FM97.5 / LIVE

თიბისი ბანკმა ევროპის საინვესტიციო ბანკისგან 90 მილიონი ლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა ®

მთავარისიახლე, რეკლამა 24.12.2019
თიბისი ბანკმა ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) 90 მილიონი ლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმა. ფინანსური რესურსი 5 წლის განმავლობაში, საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას მოხმარდება.

თიბისი ბანკმა ევროპის საინვესტიციო ბანკისგან 90 მილიონი ლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა ®

„მოხარული ვარ, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკთან ასეთი წარმატებული თანამშრომლობა შედგა. ეს პირველი პრეცედენტია, როცა EIB ადგილობრივი ვალუტით დააფინანსებს საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესს. აღნიშნული ხელშეკრულება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ორგანიზაციებს შორის ეფექტურ თანამშრომლობას 2012 წელს დაწყებული პარტნიორული ურთიერთობის გასამყარებლად. ადგილობრივი ვალუტით ბიზნესების დაფინანსება უმნიშვნელოვანესია საქართველოს ფინანსური სექტორისთვის, ვინაიდან ადგილობრივი ვალუტაში მიღებული სესხები მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებს, მათ შორის საოჯახო ბიზნესებს, დაიცავს სავალუტო რისკის პირდაპირი ზემოქმედებისგან და ამავე დროს, ხელს შეუწყობს თიბისი ბანკის პორტფელის დედოლარიზაციას“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ევროპის საინვესტიციო ბანკი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მფლობელობაში არსებული და მათი ინტერესების გამტარებელი ერთადერთი ბანკია. EIB-ის საშუალებით ხელმისაწვდომია ჯანსაღი ინვესტიციების გრძელვადიანი დაფინანსება ევროკავშირის პოლიტიკის მიზნების განსახორციელებლად.

მოცულობით ყველაზე დიდი მსესხებელი და კრედიტორი, ევროპის საინვესტიციო ბანკი უზრუნველყოფს ჯანსაღი და მდგრადი საინვესტიციო პროექტების დაფინანსებას და ექსპერტულ მომსახურებას, რაც ხელს უწყობს ევროკავშირის პოლიტიკის ამოცანების შესრულებას.


13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

07.02.2020 ახალციხელი თამთა კაპანაძე Google-მა მოხალისედ შეარჩია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.02.2020 ვარძიასთან სასტუმროს უკანონო მშენებლობის საქმე შესაძლოა სასამართლოში გაგრძელდეს

17.02.2020 ადიგენელმა საბა ყულიჯანიშვილმა ჭადრაკში რეგიონის პირველობა მოიპოვა

17.02.2020 როგორი ამინდი იქნება სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში

17.02.2020 ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

თიბისი ბანკმა EBRD-ისგან 65 მლნ ლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა ®

თიბისი ბანკმა 10 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა ®
ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს 150 მილიონამდე ევროს გამოუყოფს
EBRD-მა თიბისი ბანკი საქართველოში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა [R]
თიბისი ბანკმა ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსებისთვის EBRD-ის ჯილდო მიიღო ®
140 მლნ ევრო საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად
თიბისი კაპიტალმა FMCG სექტორის საინვესტიციო ანალიზი წარადგინა ®