FM97.5 / LIVE

სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO მოსახლეობას აფრთხილებენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.12.2019
სურსათის ეროვნული სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) მომხმარებელს მოუწოდებენ, არ შეიძინოს მაღალი რისკის სურსათი - ხორცის, თევზისა და რძის პროდუქტები ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის პირობები;

სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO მოსახლეობას აფრთხილებენ

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებით სურსათზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა.

▶სურსათის შეძენისას ყურადღებით გაეცანით ეტიკეტს, სადაც, ახალი რეგულაციის შესაბამისად, მითითებულია ყველა აუცილებელი ინფორმაცია ვადების, შენახვის პირობებისა და შემადგენლობის შესახებ.

▶ხორცისა და ხორცპროდუქტების შეძენისას ყურადღება მიაქციეთ შემდეგ გარემოებებს:

• ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით, რომელიც განსაზღვრულია არაუმეტეს +6 გრადუსისა, ხოლო შენახვის ვადაა 48 საათი.

გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

• მწარმოებლის დასახელება, სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი (სადაც დაიკლა ცხოველი); ასევე დამზადების თარიღი და საათი;
• სურსათის დასახელება - მაგალითად, მსხვილფეხა საქონლის (ძროხის, კამეჩის) ხორცი გაცივებული;
• თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო“), ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი;
• თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება;
• ცხოველთა სასაკლაოზე ვეტერინარის ზედამხედველობით დაკლული ცხოველის ხორცზე უნდა იყოს დასმული ჯანმრთელობის ნიშანდება;
• სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული. ასევე, ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან (ბრაზილია, უკრაინა და სხვა) იმპორტირებული ხორციც.

▶ ეტიკეტი გამოკრული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას იმ მაცივარზე, რომელშიც პროდუქტი ინახება.

FAO და სურსათის ეროვნული სააგენტო ითვალისწინებენ იმ გარემოებას, რომ არაოფიციალურ სავაჭრო ადგილებში ხორცისა და ხორცპროდუქტების ფასი, შესაძლოა, მცირედით განსხვავდებოდეს სპეციალიზებულ მაღაზიებსა და ჰიპერმარკეტებში არსებული ფასებისაგან, თუმცა, მნიშვნელოვანია მოსახლეობას ახსოვდეს, რომ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისაგან (რძე, ყველი, თევზი და ა.შ) ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია. ინფიცირებული ცხოველისაგან ადამიანი შეიძლება დაავადდეს და რისკი შეექმნას მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

საეჭვო შემთხვევების გამოვლენისთანავე დაუკავშირდით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 15 01.


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2020 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.25 ლარი გახდა

22.09.2020 სამცხე–ჯავახეთში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი – კვირის პროგნოზი

22.09.2020 GMPP–ის შესარჩევი კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის

21.09.2020 როცა პანდემიაა და სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი დუმს - ვინ და რატომ არ აკეთებს კომენტარს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

მსგავს თემაზე

სად არ უნდა შეიძინოთ ხორცი – სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO მოსახლეობას აფრთხილებს
სურსათის სააგენტო: ‘თავი შეიკავეთ საეჭვო ადგილებში ხორცის შეძენისგან’
სეს & FAO: საეჭვო ადგილებში კვერცხის და ხორცის შეძენისაგან თავი შეიკავეთ
რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა ხორცის შეძენისას
1 ივლისიდან გენმოდიფიცირებული სურსათის ეტიკეტზე „გმ“-ს მითითება სავალდებულოა
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს