FM97.5 / LIVE

გვპასუხობს გამგებელი

მთავარიპოლიტიკა 14.06.2012
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გელა დემეტრაძემ სამოქალაქო საზოგადოების შეკითხვებს უპასუხა

გვპასუხობს გამგებელი

”დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის” მიერ ორანიზებულ შეხვედრაზე პასუხები იმ კითხვებს გაეცა, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს - არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, პოლიტიკურ პარტიებსა და მოქალაქეებს აინტერესებდათ. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ათ, ყველაზე აქტუალურ კითხვას უპასუხა.

კითხვები ძირითადად ქალაქის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას, უბნების გაზიფიკაციას, ქალაქის შიდა გზების აღდგენას, მიმდინარე მშენებლობებსა და ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებებს ეხებოდა.

გელა დემეტრაძის თქმით, ქალაქის დიდ ნაწილს წყალი 24-საათიანი გრაფიკით მიეწოდება, თუმცა წყალ-კანალიზაციის სისტემის მოწესრიგება უახლოეს მომავალშიც დაგეგემილია. ამისათვის ”საქართველოს წყალმომარაგების კომპანიისგან” მილიონ 700 ათასი ლარია გამოყოფილია, რაც პირველ რიგში ქალაქის ყველაზე პრობლემურ ქუჩებს მოხმარდება.

”ზარზმელის ქუჩის ზემოთ ორი ავზი გვაქვს, საიდანაც ერთი მაგისტრალი მოდის. ეს ორი ავზი მთლიანად ვერ იტვირთება, რადგან ერთი მაგისტრალი ამხელა წნევას ვერ უძლებს. ახლა ამ სათავე ნაგებობიდან სამი დამოუკიდებელი მაგისტრალი წამოვა და ქალაქის სხვადსხვა უბნებს დამოუკიდებლად მოემსახურება”, - განმარტავს გელა დემეტრაძე.

გარდა ამისა, ამავე პროექტის ფარგლებში რაბათის დასახლებისა და სოფელ ივლიტისთვის ცალკე წყლის მილი გაკეთდება. სასმელი წყლის პრობლემა შევჩენკოს ქუჩასა და რესტორან ”ვარძიის” უკან მდებარე დასახლებასაც მოეხსენებათ. ამ პროექტის ფარგლებში, მარდაში მდებარე წყალსაცავის რეკონსტრუქცია მოხდება, რაც ამ დასახლებას წყლის პრობლემას მოუხსნის. ხოლო პროექტის მეორე ეტაპზე კანალიზაციის სისტემის მოწესრიგება მოხდება.

”თუმცა ზოგიერთ უბანში უკვე დაწყებულია სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება, რომელიც მუნიციპალიტეტის გამგეობამ საკუთარ თავზე აიღო”, - ამბობს გამგებელი.

შეხვედრაზე კითხვები ნარჩენების მართვაზეც დაისვა, რაზეც ახალციხის მუნიცილპალიტეტის გამგებელმა განაცხადა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ამ საკითხზე უკვე მუშაობს და ჯერ ჩამოყალიბების პროცესში არიან: ”ადრე გარკვეული საკითხები გარემოს დაცვის სამინისტროს უფლება-მოვალეობებში შედიოდა, რეორგანიზაციის შემდეგ მათ ეს უფლებები ჩამოერთვათ, ამიტომ ჩვენ ამ საკითხებზე ვიმუშავებთ, ჩამოვყალიბდებით და გავარკვევთ რა და როგორ იქნება მომავალში”.

გამგებელმა ქალაქში მიმდინარე მშენებლობებზეც ისაუბრა. მისივე თქმით, ახალციხეში ცენტრალურ ქუჩებზე, ცხრა ადგილას შუქნიშები უნდა დამონტაჟდეს, რისთვისაც ტენდერი უკვე გამოცხადდა და გამარჯვებულიც გამოვლენილია.

შეხვედრაზე ასევე 2012 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებებზეც ისაუბრეს.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის თანამშრომლების თქმით, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება ექნება მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები ადგილობრივი მთავრობისგან მიიღოს.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მოძველებული წყლის სისტემის გამო ვარხანში მილები სკდება
დაზიანებული ქუჩების აღდგენა დაიწყო
დაბა ასპინძაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მუნიციპალური განვითარების ფონდი სამცხე–ჯავახეთის სამ მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას იწყებს
ახალციხის მერმა მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა
ვალეს წყალმომარაგების სისტემის რეაბლიტაციისთვის 5 მლნ. დაიხარჯება
ვალეში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია იწყება