FM97.5 / LIVE

რატომ ვერ დგამენ ახალქალაქის სოფლებში ნაგვის ურნებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.12.2019
ახალქალაქის სერვისცენტრში არასაკმარისი მანქანების გამო, 70–მდე ნაგვის კონტეინერი წელიწადზე მეტია დასაწყობებული აქვთ.

რატომ ვერ დგამენ ახალქალაქის სოფლებში ნაგვის ურნებს
ფოტო: jnews.ge

ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორი, არმენ ბიჩახჩიანი ახალქალაქის მერიას, ნაგავმზიდი მანქანების შესაძენად თანხის გამოყოფას სთხოვს. მისი თქმით, სოფლებში ნაგვის ურნებს ვერ დგამენ, რადგან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გამოსატანად საკმარისი მანქანები არ ჰყავთ.

„სერვისცენტრში გვაქვს 70 ახალი ურნა. ეს კონტეინერები უნდა განთავსდეს მოასფალტებულ სოფლებში, მაგრამ ამისთვის მინიმუმ ორი მანქანა გვჭირდება",– ამბობს არმენ ბიჩახჩიანი.

მისი თქმით, სერვისცენტრს სულ ხუთი მანქანა ჰყავს, აქედან ორი მოძველებულია.

„თუ ნაგვის კონტეინერები გათვალისწინებულია მოასფალტებული სოფლებისთვის, მაშინ ასევე უნდა იყოს უზრუნველყოფილი მანქანებიც. ამჟამად მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 344 კონტეინერი დგას. ურნების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაგრამ მანქანები იგივეა, ვეღარ ვასწრებთ მომსახურებას“, – ამბობს ბიჩახჩიანი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის იური უნანიანის განმარტებით, 2020 წლის ბიუჯეტში ნაგავმზიდების შეძენისთვის თანხას ვერ გაითვალისწინებენ.

„ბიუჯეტში საკმარისი თანხა არ გვაქვს. ორი წლის წინ, სამი ნაგავმზიდი შევიძინეთ კრედიტით და ამის თანხას ვიხდით, თითო მანქანის შესაძენად 100 000 ლარი დაიხარჯა. მუნიციპალიტეტმა ამისთვის 10–წლიანი სესხი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან აიღო", – ამბობს იური უნანიანი.

ახალქალაქის სერვისცენტრში აცხადებენ, რომ 64 სოფლიდან ნაგვის ურნები რვა სოფელში დგას.

[რიმა სარუხანიან, ახალქალაქი]


05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.08.2020 ადიგენში 8 აგვისტოს ომში დაღუპულები გაიხსენეს [R]

08.08.2020 ახალციხეში 8 აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს

08.08.2020 რომელი ადგილები უკავშირდება აგვისტოს ომის გმირებს სამცხე–ჯავახეთში [ფოტო]

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის სოფლებში სტიქიურად შექმნილი ნაგავსაყრელები დაასუფთავეს
ახალციხის სოფლებში ნაგვის ურნებს დადგამენ
რეგიონის ექვსი მუნიციპალიტეტიდან ხუთს ნაგვის ურნების დამატება სჭირდება
ახალციხის სოფლებში ნაგვის კონტეინერებს დადგამენ
ბეჟანოში უგზოობის გამო ნაგავმზიდი ვერ მიდის, ამიტომ ნარჩენებს გზის პირზე ყრიან
ნინოწმინდის გამგეობამ ნაგვის ურნები და ნაგავმზიდები შეიძინა
ახალციხის მერიამ 22 016 ლარის ნაგვის ურნები შეიძინა