FM97.5 / LIVE

ადიგენში ორ მოქალაქეს მიწის ნაკვეთს იძულებით ჩამოართმევენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.12.2019
ადიგენში, სოფელ შოლავერში ზვიად ჭანტურიძეს და რუსუდან ჭანტურიძეს თანასაკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს [140 კვ. მეტრი] ჩამოართმევენ, ტერიტორიის გამოსყიდვაზე მათთან შეთანხმება სააქციო საზოგადოება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ვერ შეძლო.

ადიგენში ორ მოქალაქეს მიწის ნაკვეთს იძულებით ჩამოართმევენ

„ახალციხე - ბათუმის“ 220 კვ. ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ახორციელებს.

„პროექტის ფარგლებში მოექცა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ შოლავერში მდებარე ზვიად ჭანტურიძისა და რუსუდან ჭანტურიძის თანასაკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საერთო ფართი: 3000 კვ.მ) ნაწილი – 140 კვ.მ. ზვიად და რუსუდან ჭანტურიძეებს წერილობით ეცნობათ განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცათ მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზეც მათ უარი განაცხადეს.

ვინაიდან, აღნიშნული გარემოება აფერხებს პროექტის განხორციელებას, ზვიად და რუსუდან ჭანტურიძეების საკუთრების გადასვლა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ზე განხორციელდება კანონით დადგენილი წესის, მე-19 მუხლის მე-3 ნაწილისა და „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესისა და პროცედურების შესაბამისად“, – აცხადებენ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

„ახალციხე - ბათუმის“ 220 კვ. ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) დაფინანსებით ხორციელდება.

პროექტი მსოფლიო ბანკის სესხის ფარგლებში ფინანსდება. მშენებლობა 2015 წლის ივლისში დაიწყო და 2019 წელს უნდა დასრულდეს. მასზე დაახლოებით, 37 მლნ. დოლარი იხარჯება. პროექტის მიზანია, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ახალი ჰესების - „შუახევის“ და „კორომხეთის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემა, განაწილება და ექსპორტი.

სააქციო საზოგადოება "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" მოქალაქეებს იძულებით ჩამოართმევს მიწის ნაკვეთებს სოფელ ფერსაშიც.

[sknews.ge]


14.07.2020 საფეხური: 'კითხვები რომ სომხურად იყოს, გამოცდას ყველა პედაგოგი ჩააბარებს' [აუდიო]

12.07.2020 აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებს ისტორიაში აბარებენ

11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.07.2020 სამცხე-ჯავახეთის რომელ სოფლებში დაიწყება 2020 წელს გაზიფიცირება

14.07.2020 გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს დაიწყება

13.07.2020 რამდენი ლარით დაჯარიმდებით გარემოს დანაგვიანებისთვის - ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილებები შევიდა

13.07.2020 200 კაცი რომ ნასვამი იქნება, იქ რაიმე დისტანციის დაცვაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი? – პაატა იმნაძე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

„ბათუმი-ახალციხის“ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა იწყება
მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოქალაქეებისთვის უფასო მომსახურებები მოქმედებს
ახალციხესა და ადიგენში ელექტროგადამცემი ხაზი შენდება – რისკები და საფრთხეები
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება [R]
პროექტის საჯარო განხილვას კლდეში მხოლოდ ორი კაცი ესწრებოდა
სახელმწიფო აბასთუმანში აუქციონზე სამ მიწის ნაკვეთს ყიდის
'გამოსხივების გამო სახლებს ვტოვებთ' – მაღალი ძაბვის ანძებში მოქცეული სოფელი