FM97.5 / LIVE

‘ეს არის სპორტსმენის არდაფასება’ - ბექა ბერძენიშვილი ახალციხის მერიაზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.12.2019
ევროპის ჩემპიონმა და საქართველოს ფალავანმა ბექა ბერძენიშვილმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა. სამბოს ეროვნულ ჩემპიონატში ბერძენიშვილი ბათუმის სახელით გამოვიდა. ახალგაზრდა სპორტსმენი ამბობს, რომ ახალციხის მერია მისი წარმატებით არ ინტერესდება.

‘ეს არის სპორტსმენის არდაფასება’ - ბექა ბერძენიშვილი ახალციხის მერიაზე

10-12 დეკემბერს გამართულ საქართველოს ჩემპიონატში სამბოში, 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ახალციხელმა სპორტსმენმა ოქროს მედალი აიღო, იგი ჩემპიონატზე ბათუმის სახელით გამოვიდა.

ბექა ბერძენიშვილი გული წყდება, რადგან შეჯიბრებებზე საკუთარი ქალაქის ან რეგიონის სახელით ვერ გამოდის.

„ეს არის სპორტსმენის არდაფასება, ევროპის ჩემპიონი გავხდი და საიდან არ დამირეკეს და მომილოცეს. პრემიერმა, სპორტის და კულტურის მინისტრმა, თბილისის მერმა და კიდევ ბევრმა დამიბარეს და პირადად მომილოცეს წარმატება. ახალციხის მერიას კი ერთხელ არ გასჩენია სურვილი, ეს არის საწყენი. ჩემს კუთხეში, ჩემი ხალხი არ მიცნობს და არ მაფასებს“, – ამბობს ახალციხელი სპორტსმენი.

ბექა ბერძენიშვილი იხსენებს, რომ ჯერ კიდევ 2014 წელს სთხოვა ახალციხის გამგეობას მხარდაჭერა.

„ყველა რეგიონი ცდილობს, რომ მათი სახელით ვიჭიდავო. ვინ ჰყავთ დღეს ჩემზე წარმატებული სპორტსმენი?! ჯერ კიდევ 2014 წელს მივედი მერიაში სპორტის განყოფილებაში და გავესაუბრე, ამ დროს შემოთავაზება მქონდა კასპის რაიონიდან და თანხასაც მთავაზობდნენ, მაგრამ მე მაინც ახალციხის სახელით გამოვიდოდი, თუ სურვლის გამოთქვამდნენ. მითხრეს დაგირეკავთო, მაგრამ აღარ შემეხმიანენ. არადა, იმის ნახევარი მაინც რომ შემოეთავაზებინათ დავთანხმდებოდი ჩემი კუთხის სახელით, რომ მეჭიდავა“, – იხსენებს ბერძენიშვილი.

ბერძენიშვილი ამბობს, რომ დაფინანსება ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად ჭირდებოდა: „2013 წელს ორჯერ დამაფინანსეს, მას შემდეგ სურვილი არ გამოუთქვამთ“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტული პროგრამების განყოფილების უფროსი მაია სხირტლაძე ამბობს, რომ ბერძენიშვილთან დაკავშირება სცადა, თუმცა ნომერი ვერ მოიძია.

„დიდი ხანია წასულია, როცა მუნიციპალიტეტში იყო გვქონდა ურთიერთობა და კიდეც ვაჟღერებდით. შემდეგ წავიდა კასპში, სადაც იყო ტრენერი. მინდოდა დავკავშირებოდი ახლა რომ გაიმარჯვა, მილოცვა მინდოდა უბრალოდ, მაგრამ ვერ დავუკავშირდი. სურვილი მქონდა, რადგან ახალციხელია, ჩვენც მოგვეწვია და ფულადი ჯილდო მიგვეცა, ძალიან გვინდოდა თუმცა ვერ დავუკავშირდით“, - ამბობს სხირტლაძე.

სამბისტი ბერძენიშვილი 2019 წლის ევროპული თამაშების ჩემპიონი და 2018 წლის აბსოლუტური ფალავანია ქართულ ჭიდაობაში.

ბექა ბერძენიშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბნიდან არის. მისთვის ყველაზე დიდი წარმატება ევროპის ჩემპიონის ტიტულია, რომლიც 2016 წელს, რუსეთის ქალაქ ყაზანში +100 კგ. წონით კატეგორიაში მოიპოვა.

შემდეგ იყო „მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის“ ტიტული, რომლიც რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში, 2018 წელს მიიღო. ამავე წელს გახდა ბექა „საქართველოს აბსოლუტური ფალავანი“.

ბოლო მნიშვნელოვანი წარმატება 2019 წლის ივნისში, ევროპული თამაშების ჩემპიონობა იყო, სადაც მსოფლიოს ოთხი და ევროპის ექვსგზის ჩემპიონი, ბელარუსი იური რიბაკი, არასრულ ორ წუთში 8:0 დაამარცხა.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.08.2020 ადიგენში 8 აგვისტოს ომში დაღუპულები გაიხსენეს [R]

08.08.2020 ახალციხეში 8 აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს

08.08.2020 რომელი ადგილები უკავშირდება აგვისტოს ომის გმირებს სამცხე–ჯავახეთში [ფოტო]

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხელი ბექა ბერძენიშვილი სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე იჭიდავებს
ახალციხელი მოჭიდავე სამბოს საერთაშორისო ტურნირის პრიზიორი გახდა
ახალციხელი ბექა ბერძენიშვილი სამბოში მსოფლიო ვიცე–ჩემპიონი გახდა
ბექა ბერძენიშვილი მეორე ევროპული თამაშების ჩემპიონია
ახალციხელი სამბისტი ბექა ბერძენიშვილი ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას
ახალციხელი ბექა ბერძენიშვილი საქართველოს 2018 წლის ფალავანი გახდა
ბექა ბერძენიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა