FM97.5 / LIVE

ფოფხაძე: ‘დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ ბოლომდე დაიბრუნა სასამართლო სისტემა და მართლსაჯულება’

მთავარისიახლე, პოლიტიკა 12.12.2019
ბორჯომი–ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატის, გედევან ფოფხაძის თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილებით, უზენაეს სასამართლოში უზურპაციის პროცესი გაგრძელდა.

ფოფხაძე: ‘დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ ბოლომდე დაიბრუნა სასამართლო სისტემა და მართლსაჯულება’

„ფაქტობრივად უზურპაციის პროცესი გაგრძელდა უზენაეს სასამართლოში. პარლამენტს პირდაპირი გზავნილი აქვს იურიდული კომიტეტიდან კლანს ჩააბარონ უზენაესი სასამართლო, ეს იმას ნიშნავს, რომ მართლსაჯულებას კარგავს ქართველი ხალხი, ჩვენ ვკარგავთ სამართლიანობის ყველანაირ იმედს, ჩვენ ვკარგავთ ლეგიტიმურ ხელისუფლებას და ვღებულობთ უზურპირებულ ხელისუფლებას“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ იურიდიული კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სიმართლეს ვერავინ იპოვის: „მე ვუერთდებით ყველა იმ ჩემი კოლეგის პოზიციას, რომელიც ამბობს, რომ სააკაშვილმა დღეს გაიმარჯვა, დღეს სააკაშვილის ზეიმია, დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლომდე დაიბრუნა სასამართლო სისტემა და მართლმსაჯულება. როგორც მოგვატყუეს პროპორციულ არჩევნებზე, აი ისეთი სიცრუე და ფარსია მთლიანად „ქართული ოცნება“, – განაცხადა დეპუტატმა ჟურნალისტებთან.

ფოფხაძე ამბობს, რომ მათ რჩებათ შეზღუდული ლეგიტიმური რესურსი იმისათვის, რომ იბრძოლონ: „მე მიმაჩნია რომ ეს იყო ძალიან ცინიკური გადაწყვეტილება. რაც დღეს ხდებოდა იურიდიულ კომიტეტზე – ფორმა, შინაარსი, ქცევა – ეს ყველაფერი იყო შეურაცხყოფა საზოგადოების. დღეს ბოლომდე დაიწვა „ოცნება“, ბოლომდე დაიღუპა. ნუ გგონიათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიშა სააკაშვილია, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ბიძინა ივანიშვილი. ჩვენ გვრჩება შეზღუდული ლეგიტიმური რესურსი იმისათვის, რომ ვიბრძოლოთ, რათა ქართველმა ხალხმა არ დაკარგოს სამშობლო“.

დღეს, 12 დეკემბერს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა უვადოდ დასანიშნი 14 მოსამართლის სია დაამტკიცა. რეკომენდაცია არ გაუწიეს მხოლოდ: თამარ ალანიას, შოთა გეწაძეს, ზაზა თავაძეს, პაატა სილაგაძეს, ლაშა ქოჩიაშვილსა და გოჩა ჯეირანაშვილს.

[sknews.ge]


05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

04.08.2020 ხულო-ზარზმის გზის აღდგენისთვის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

04.08.2020 ტურისტულ სეზონზე ბორჯომის მუზეუმი დაკეტილია

31.07.2020 ცოტა რამ გიორგიწმინდაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

იურიდიულმა კომიტეტმა გოჩა ჯეირანაშვილის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა
‘ნაციონალური მოძრაობა რომ დამთავრდეს, ამისთვის უნდა დამთავრდეს ქართული ოცნება’ - ფოფხაძე
‘ოცნება არის ჭუჭყი, რომელიც უნდა ჩამოვირეცხო’ – გედევან ფოფხაძე
'ეს არის სწორი გადაწყვეტილება'– ფოფხაძე ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე
გედევან ფოფხაძემ იურიდიული კომიტეტი დატოვა
გედევან ფოფხაძე 'დაიცავი საქართველოს' უერთდება
'ნაციონალურმა მოძრაობამ'  მაჟორიტარების დასახელება  სამცხე–ჯავახეთიდან დაიწყო