FM97.5 / LIVE

არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, რეპორტაჟი 12.12.2019
მესხეთში არყის გამოხდის სეზონი გვიან შემოდგომით იწყება. სოფელ ხერთვისში ყველაზე მეტ არაყს თუთისგან და შინდისგან ამზადებენ – მეთოდი ტრადიციულია.

არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

ცეცხლის ანთებიდან ნახევარ საათში, როცა საარაყე ქვაბში შინდი დუღილს დაიწყებს, წყლის რეზერვუარში გამავალი მილის მეშვეობით, ორთქლი ზოგისთვის სამკურნალო, ზოგისთვისაც კი მათრობელა სითხედ, არყად გადაიქცევა.

ჩვენს მასპინძელს, ნანა ჭიკაიძეს საარყე შინდის ერთი კასრიღა დარჩა გამოსახდელი. ამბობს რომ მოუცლელობის გამო, თორემ ეს საქმეც მოთავებული ექნებოდა.

აქ ყველაზე მეტ არაყს მაინც თუთისგან ხდიან „თუთის ხეები ბევრი გვაქვს, 55 ძირი, ჩვენს მხარეში ხერთვისში ყველაზე კარგი თუთა იცის, ტკბილია და გამოსავალიც მეტი აქვს“, - გვიხსნის ნანა.

სანამ არყის გამოხდას შეუდგება, ნანა შვილიშვილებთან ერთად შეშას იმარაგებს ამის შემდეგ კი გვიხსნის, როგორ უნდა მოვმართოთ გამომხდელი მოწყობილობა.

„არაყი რომ არ დავკარგოთ“ - ამბობს ჩვენი მასპინძელი, - „საგულდაგულოდ უნდა ამოვქოლოთ ყველა ადგილი, საიდანაც ორთქლი შეიძლება გამოვიდეს“. ამისთვის ნანა სახურავს წყალში მოზელილი ნაცრით ქოლავს.



სულ ცოტაც და არაყი დენას დაიწყებს. ამას მილიდან გამომავალი სტვენიმაგვარი ხმა გვამცნობს. „იძახის“ - გვეუბნება ნანა და სულ მალე ჭურჭლის ძირიც კამკამა სითხით იფარება.

„ისეთი ჯაჭვი აქვს, ეტყობა რომ დიდხანს იდენს“ - ამბობს და სპეციალურ ხელსაწყოს იმარჯვებს, არაყში ალკოჰოლის შემცველობის გასაზომად.

პირველნახად კარგ არაყს, ალკოჰოლი 60-70% აქვს. თუკი შემცველობა დაბალია და სითხემაც თავდაპირველი სიკამკამე დაკარგა მას ნანა ხელახლა გამოხდის. ხოლო თუ მაჩვენებელი 70%-ზე მეტს აჩვენებს, მას ცხელ წყალში გააზავებს. ასე არაყი „დასალევ მდგომარეობას“ დაუბრუნდება.

„თუ თავიდანვე თეთრი ფერის წამოვა, ეს იმას ნიშნავს რომ გამოხდა დაგვიანდა, ამას კარგი დრო აქვს და ამიტომაც კარგი არაყი მოდის“ - ამბობს ნანა და რეზერვუარში წყლის ტემპერატურას თითებით სინჯავს.

„როცა გეჯაში წყალი შეცხელდება, უნდა გამოვცვალოთ, თორემ არაყს დავკარგავთ“- ამით უკვე გამოხდის შუა პროცესში ვართ.

ნანას გამოხდილ არაყს ბევრი უსინჯავს გემოს. როგორც გვიყვება, განსაკუთრებით ტურისტებს მოსწონთ.

„თავიდან უკვირთ. შინდის არაყი? გემოს რომ გაიგებენ, მერე უკვე ძალიან მოწონთ“.

ნანა სეზონზე 300-400 ლიტრ არაყს ხდის. უმეტესობას ადგილიდან ყიდის, ნაწილს კი ზაფხულის სეზონისთვის ინახავს.

ბოლო კასრიც იცლება. ამით ნანას ოჯახისთვის არაყის გამოხდის სეზონი დასრულდა. ახლა ის დროა, წინასაახალწლო ფუსფუსი რომ იწყება და ალბათ ეს შინდის არაყიც თავის ადგილს დაიკავებს საახალწლოდ მორთულ სუფრაზე.

არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

[რობი ზარიძე, ზურა სულაბერიძე, ასპინძა]


20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

13.03.2020 ამერიკელი დიპლომატები ქართველ ბავშვებს წიგნებს ონლაინ წაუკითხავენ

11.03.2020 სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

27.03.2020 ‘მორწმუნე საზოგადოებას დიდი გამოცდის ჩაბარება უწევს’- დეკანოზი ნიკოლოზ აბრამაშვილი

27.03.2020 ‘ამბობდნენ, მოკალით პეტროსიანიო’ – რას ჰყვება ყოფილი დეპუტატი ახალქალაქში მომხდარ სროლაზე

27.03.2020 ბავშვთა ვაქცინაცია უწყვეტად უნდა გაგრძელდეს - დაავადებათა კონტროლის ცენტრი

27.03.2020 დღეს არსად არ არის შეკრების დრო, არც სამეგობროში და არც ეკლესიებში - პაატა იმნაძე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

როგორ იქცა ხერთვისი ტურისტულ სოფლად [ფოტო/ვიდეო]
მესხური ნობათი სოფელ ნიჯგორიდან [Photo]
ახალციხის ციხეში ახალ სეზონზე პირველი მაღაზია გაიხსნა
ახალციხეში პოეტ ნანა ცინცაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა
ნანა გელაშვილმა თანამდებობა დატოვა
ნანა დემეტრაშვილის საიუბილეო დღეების პირველი დღე დასრულდა
ახალციხეში ნანა ცინცაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება