FM97.5 / LIVE

მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.12.2019
ახალციხეში, მესხეთის ქუჩაზე დაახლოებით სამი თვეა ასფალტი ამოთხრილია, დაზიანებული ცხაურების გამო კი მძღოლებს გადაადგილება უჭირთ.

მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

„შეცვალონ ან გამაფრთხილებელი ნიშანი დადგან. ჩანგრეულ რკინებს გვერდს ვერ აუვლი. რამდენიმე მანქანას საბურავიც გაუსკდა“, – ამბობს მესხეთის ქუჩაზე მცხოვრები არტურ სარუხანიანი.

ადგილობრივების თქმით, დაზიანებულ ცხაურებთან ერთად, პრობლემაა გადათხრილი ქუჩაც: „წყლის მილები იყო დაზიანებული ამოთხარეს, მილები გააკეთეს, მაგრამ ასფალტს არ აგებენ“.

„ასფალტის დასაგებად ხრეში მოიტანეს და თვეზე მეტია ჩემს სახლთან ყრია. მანქანები რომ დადიან ქვები ფანჯრებს ხვდება“, – გვეუბნება გაიანე პეტროსიანი.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე–ჯავახეთის ფილიალის მენეჯერის ბესო ფილაურის განმარტებით კომპანიასთან, რომელმაც ასფალტი უნდა დააგოს, ხელშეკრულება 10 დეკემბერს გაფორმდა: „უახლოეს დღეებში აღადგენენ დაზიანებულ ასფალტს“.

რაც შეეხება ცხაურებს, ახალციხის მერიაში გვითხრეს, რომ მესხეთის ქუჩაზე რკინის კონსტრუქციებს შპს „არალის“ მძიმეწონიანი მანქანები აზიანებენ.

„ბაგინაშვილის ქუჩაზე კომპანია არალი ასფალტს აგებს, მესხეთის ქუჩაზე ყოველდღიურად უწევს მძიმეწონიან მანქანებს სიარული, ამიტომ ცხაურები ხშირად ზიანდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ კომპანია უზრუნველყოფს ცხაურების შეცვლას", – აცხადებენ მერიაში.

მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

[რიმა სარუხანიან, ახალციხე]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.01.2020 ბაკურიანში 10 ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მესხეთის ქუჩაზე ‘მწოლიარე პოლიციელის’ განთავსებას ითხოვენ
ახალციხეში ათი დღის წინ გაკეთებული ცხაურები ისევ დაზიანდა
ვარძიის ქუჩაზე ცხაურების ხმაური აწუხებთ
რატომ ჭიანურდება კოსტავას ქუჩაზე დაზიანებული ცხაურების შეცვლა
ახალციხეში მიქუტიშვილის ქუჩაზე მშენებარე გზის გაფართოებას ითხოვენ
ქეთევან დედოფლის ქუჩაზე ახალდაგებული ასფალტი აყარეს
ზარზმელის ქუჩაზე ასფალტს აგებენ