FM97.5 / LIVE

თავდაცვის მინისტრი ზურაბიშვილს: 'ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები'

მთავარისიახლე, პოლიტიკა 11.12.2019
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

თავდაცვის მინისტრი ზურაბიშვილს: 'ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები'

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება მისთვის კატეგორიულად მიუღებელია. „როგორც თავდაცვის მინისტრმა მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი სამხედროები ქვეყნის საამაყო მოქალაქეები არიან და ყველაფერს გავაკეთებ რათა ქართული ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდეს“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურიც. გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიას განმარტებით რეგიონში საქართველოს თავდაცვის ძალები შეიარაღებითა და მოდერნიზაციით ერთ-ერთი სერიოზული თავდაცვის ძალებია.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჯართან დაკავშირებით კიდევ ერთხელ დამახინჯდა და კონტექსტიდან ამოვარდნილი სხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა:

"პრეზიდენტის გამოსვლა ღონისძიებაზე ეძღვნებოდა საქართველოს ეროვნულ იდეოლოგიას, კულტურას, მეცნიერების გაძლიერებას და გულისხმობდა ჩვენი კულტურით მსოფლიოში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავებას. სწორედ ამ გაგებით ჩვენ მსოფლიო შეგვიძლია დავიპყროთ კულტურით.

პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არანაირად არ ეხებოდა საქართველოს თავდაცვის ძალებს და მათი ღირსების დაკნინებას. ასეთი ყალბი ინტერპრეტაციის გავრცელება არა მხოლოდ პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობა და ბულინგია, არამედ ეს უპირველესად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და უსაფრთხოებას".

საქართველოს პრეზიდენტი ქართული ენისა და კულტურის დღეზე სიტყვით გუშინ, 10 დეკემბერს გამოვიდა.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო” მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს დაუყოვნებლივ მოუხადოს ბოდიში თითოეულ ჯარისკაცს, ასევე მიმართავს საქართველოს თავდაცვის მინისტრს და თავდაცვის ძალების მეთაურს, მოახდინონ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე მკაცრი რეაგირება.

[sknews.ge]


11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

10.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.07.2020 კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე კიდევ გაფართოვდა - შემოსავლების სამსახური

11.07.2020 ‘4 თვეა შემოსავლის გარეშე ვართ’ – პანდემიის გამო საქორწილო ბიზნესი მნიშვნელოვნად დაზარალდა

11.07.2020 11 ივლისს საქართველოში წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

10.07.2020 ბესიკ ამირანაშვილი ადგილობრივებს: 'ხვალ დილით მწყემსები დატოვებენ მთას' [ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

'ლელო' პრეზიდენტის განცხადებაზე – 'დაუყოვნებლივ მოუხადოს ბოდიში თითოეულ ჯარისკაცს'
სალომე ზურაბიშვილი - 'მცდელობაა, რომ პრეზიდენტის ყველა ინიციატივა იყოს დაკნინებული'
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება
'ქართული ოცნება' არჩევნებში მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო  სავალდებულო სამსახურში აღარ გაიწვევს
თელავში სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია მიმდინარეობს
კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჯარი ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის