FM97.5 / LIVE

'ლელო' პრეზიდენტის განცხადებაზე – 'დაუყოვნებლივ მოუხადოს ბოდიში თითოეულ ჯარისკაცს'

მთავარისიახლე, პოლიტიკა 11.12.2019
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო” მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს დაუყოვნებლივ მოუხადოს ბოდიში თითოეულ ჯარისკაცს, ასევე მიმართავს საქართველოს თავდაცვის მინისტრს და თავდაცვის ძალების მეთაურს, მოახდინონ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე მკაცრი რეაგირება.

'ლელო' პრეზიდენტის განცხადებაზე – 'დაუყოვნებლივ მოუხადოს ბოდიში თითოეულ ჯარისკაცს'

„ლელო“ საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელ გამოსვლას ეხმაურება. საზოგადოებრივი მოძრაობის განმატებით, პრეზიდენტის განცხადება არის ანტისახელმწიფოებრივი და ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის დამაზიანებელი.

„საქართველოს პრეზიდენტის - საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდლის დღევანდელი განცხადება იმის შესახებ, რომ - „არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება” - წარმოადგენს ანტისახელმწიფოებრივ და საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას, რომელიც პირდაპირ ინტერესებშია ოკუპანტი ქვეყნის ხედვებთან და საქართველოს თავდაცვის ძალების დემორალიზაცია-დემოტივაციის მცდელობაა.

პრეზიდენტმა თავისი განცხადებით, პირველ რიგში, შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე მყოფ, ათასობით პატრიოტ ჯარისკაცს, ვეტერანებს, საერთაშორისო მისიებში და ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს, რომლებიც სამშობლოსთვის ბრძოლას შეეწირნენ. ასევე საერთაშორისო მისიებში მყოფ შენაერთებს, რომელთა გმირულ მსახურებაზე დგას ქვეყნის შეიარაღებული ძალების პოტენციალი“, – წერია განცხადებაში.


საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ, 10 დეკემბერს ქართული ენისა და კულტურის დღეზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ – ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება. არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა.

[sknews.ge]


05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

04.08.2020 ხულო-ზარზმის გზის აღდგენისთვის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

04.08.2020 ტურისტულ სეზონზე ბორჯომის მუზეუმი დაკეტილია

31.07.2020 ცოტა რამ გიორგიწმინდაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

პრეზიდენტი - 'ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება'
სალომე ზურაბიშვილი - 'მცდელობაა, რომ პრეზიდენტის ყველა ინიციატივა იყოს დაკნინებული'
თავდაცვის მინისტრი ზურაბიშვილს: 'ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები'
პრეზიდენტის განცხადება ორმაგ მოქალაქეობაზე
ირაკლი ღარიბაშვილი: '26 მაისი ერთ–ერთი ყველაზე დიდი თარიღია საქართველოს ისტორიაში'
ირაკლი კობახიძე: 'პრეზიდენტმა დაიწყო კამპანია საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ'
'ქართველებსა და სომხებს ის ღირებულებები გვაერთიანებს, რაზეც იდგა კავკასია'– ზურაბიშვილი