FM97.5 / LIVE

გიორგი გახარია: 'სოფლის მეურნეობა უნდა გახდეს ეფექტურად მზარდი'

მთავარისიახლე, პოლიტიკა 10.12.2019
პრემიერ-მინისტრმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობა უნდა გახდეს ეფექტურად მზარდი დარგი როგორც ექსპორტის ნაწილში, ასევე შიდა მოხმარების დაკმაყოფილებისა და პირველ რიგში იმპორტის შემცირების ნაწილში.

გიორგი გახარია: 'სოფლის მეურნეობა უნდა გახდეს ეფექტურად მზარდი'

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე პრემიერმა ხაზი გაუსვა აგროსასურსათო ბალანსის გაუმჯობესების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ მთავარი მიზანია, ქვეყანაში წარმოებულმა სოფლის მეურნეობის პროდუქციამ მაქსიმალურად ჩაანაცვლოს იმპორტი, დააკმაყოფილოს შიდა მოთხოვნა და გავიდეს ექსპორტზე.

გიორგი გახარიას თქმით, უმნიშვნელოვანესია მეტი აქცენტი გაკეთდეს ქართული ღვინის ინდუსტრიის ხარისხის სტანდარტებზე.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საჭიროა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე კონცენტრირებულად მუშაობა და ისეთი თემები, როგორიცაა მიწის სისტემური რეგისტრაცია, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს, მაქსიმალურად მოკლე ვადაში დასრულდეს. გარდა ამისა, უნდა მოხდეს სამეწარმეო სიმძლავრეების გამსხვილება და ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას მეცხოველეობის ხელშეწყობისკენ. მთავრობის მეთაურმა უწყებას დაავალა, უმოკლეს დროში წარუდგინოს მეცხოველეობის დარგის განვითარების სტრატეგია და კონკრეტული სამოქმედო გეგმა.

შეხვედრისას ასევე აქცენტი გაკეთდა მელიორაციაზე და ამ კუთხით 2020 წლის გეგმებზე.

გიორგი გახარიამ, სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმების მაღალ კონცენტრაციასთან ერთად, ყურადღება ეფექტურობის კუთხით არსებულ გამოწვევებზეც გაამახვილა.

„ყველას კარგად გვესმის, რომ იმ ცვლილებებსა და ინვესტიციებს, რაც ბოლო წლების განმავლობაში სოფლად განხორციელდა, თავისი ხელშესახები შედეგები უკვე უნდა ჰქონდეს - აქვს, თუმცა ერთმნიშვნელოვნად უნდა ვიფიქროთ როგორც ბაზრების, ასევე პროდუქტიულ დივერსიფიცირებაზე. სოფლის მეურნეობა უნდა გახდეს ეფექტურად მზარდი დარგი როგორც ექსპორტის, ასევე შიდა მოხმარების დაკმაყოფილებისა და პირველ რიგში იმპორტის შემცირების ნაწილში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი კომპონენტი. მესმის, რამდენად რთულია ამ ორი საკმაოდ რთული სფეროს ერთმანეთთან ინტეგრირება და ამას დრო სჭირდება, თუმცა ვიცი, რომ აქაც გარკვეული წარმატებები გვაქვს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილისგან და სამინისტროს თანამშრომლებისგან მოისმინა ინფორმაცია სამინისტროს 2019 წლის შედეგებისა და 2020 წლისთვის დაგეგმილი პროექტების შესახებ.

შეხვედრას მინისტრის მოადგილეები და უწყების დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები დაესწრნენ.


05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

04.08.2020 ხულო-ზარზმის გზის აღდგენისთვის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

04.08.2020 ტურისტულ სეზონზე ბორჯომის მუზეუმი დაკეტილია

31.07.2020 ცოტა რამ გიორგიწმინდაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

 ბიზნესფორუმს – 'დამზადებულია საქართველოში' , სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დაესწრო [R]
შეხვედრა იტალიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან [R]
ოთარ დანელიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობის ანგარიში წარადგინა[R]
აშშ-ის მთავრობის მორიგი მხარდაჭერა  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს [R]
სოფლის მეურნეობის სამინისტროშო ექსტენციის სტრატეგიის პროექტი განიხილეს [R]
ბორჯომში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სამუშაო შეხვედრა გამართა
სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიწის კონსოლიდაციის საკითხებზე იმსჯელეს[R]