FM97.5 / LIVE

ნინოწმინდაში სახლების და მანქანების დაწვიდან ერთი წლის თავზე პოლიციას არავინ დაუკავებია

მთავარისიახლე, სამართალი 09.12.2019
2018 წლის სამ დეკემბერს ნინოწმინდაში, სოფელ ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობის შემდეგ, თანასოფლელებმა ბრალდებულის სახლები და მანქანები დაწვეს.შსს ფაქტს ერთი წელია იძიებს.

ნინოწმინდაში სახლების და მანქანების დაწვიდან ერთი წლის თავზე პოლიციას არავინ დაუკავებია

ადგილობრივებმა ორი სახლი და ოთხი მანქანა ფოკაში, ხოლო ორი სახლი სოფელ ასფარაში დაწვეს. ასფარაში მდებარე სახლები ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მფლობელობაშია, თუმცა ბრალდებულის ოჯახი უვლიდა.

მოკლულის მამამ „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადა, რომ სახლები მან თანასოფლელებთან ერთად დაწვა.

„ბრალდებულის სახლთან პირველი მე მივედი, რომ გადამეწვა, მერე ამომიდგნენ გვერდში თანასოფლელები. როცა ყველა ერთად მის სახლ–კარსა და მანქანებს ვწვავდით, პოლიციელები იქ იდგნენ და გვიყურებდნენ, თუმცა წინააღმდეგობა არ გაუწევიათ“, – განაცხადა 2018 წლის ცხრა დეკემბერს გარდაცვლილის მამამ.

„სამხრეთის კარიბჭეს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება გრძელდება.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში, 33 წლის კაცის განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებისთვის ბრალდებული გ.მ. დამნაშავედ ცნო. მას რვა წელი აქვს მისჯილი.

გარდაცვლილი მშობლებთან და დასთან ერთად ცხოვრობდა. იგი 2018 წლის სამ დეკემბერს სოფლის ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მომხდარიდან ერთ საათში დააკავა. უწყების ცნობით იგი წარსულში ნასამართლევია.

[მარიამ ბარძიმაძე, ნინოწმინდა]


01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.06.2020 ‘გაუშვეს რატომღაც ერთი ტესტის საფუძველზე, მეორე იყო სუსტად დადებითი’ - გამყრელიძე ნინოწმინდელ კაცზე

03.06.2020 ‘ეს არ არის დადასტურებული’ - მარინა ეზუგბაია ნინოწმინდის შემთხვევაზე

03.06.2020 300-ზე მეტი ფერმერი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას თანადაფინანსებით შეიძენს

03.06.2020 ‘კარანტინიდან დაბრუნებულ კაცს დაახლოებით 100 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი’ – მერის წარმომადგენელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულს სახლი და მანქანები დაუწვეს
ბოლო 16 საათია ფოკაში იწვის 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულის 2 სახლი და 4 მანქანა [Photo/Video]
ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულს 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულს მესამე სახლი დაუწვეს
‘სამი ტყვია მუცელში და ერთი თავში მოარტყეს’ – ფოკაში მოკლულს ექსპერტიზა ჩაუტარეს
‘სახლებს წვავდნენ და  თან სელფებს იღებდნენ’ – რა მოხდა ფოკაში მკვლელობამდე და მკვლელობის შემდეგ
ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს