FM97.5 / LIVE

შაბათის საკითხავი

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.12.2019
სად იყო „კამფეთეულის ზავედენია“ ახალციხეში 1879 წელს.

შაბათის საკითხავი

განცხადება, რომელიც 140 წლის წინანდელ ამბავს გვამცნობს და გვეუბნება, რომ ახალციხეში ალექსანდროვსკის ქუჩაზე, ფრანგების ეკლესიისა და ხაზინის მახლობლად, ლევან დათებოვის სახლში „კამფეთეულის ზავედენია“ გაიხსნა, სოციალურ ქსელში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა (ქშწკგ) საზოგადოებამ დადო.

რასაც მოჰყვა კითხვა - სად იყო „კამფეთეულის ზავედენია“ ახალციხეში?

რადგან, განცხადებაში კათოლიკური ეკლესია იყო ნახსენები გაჩნდა ვარაუდი, რომ ეს ადგილი იყო რაბათი, თუმცა განსხვავებული მოსაზრება აქვს,ისტორიკოსს, ცირა მესხიშვილს.

„მე ვვარაუდობ, რომ ეს იყო ახალციხე და არა რაბათი. გამომდინარე იქიდან, რომ ზემოთ, რაბათში, ამ დროისათვის არ იქნებოდა ხელსაყრელი გარემო. სასტუმროები, მაღაზიები უკვე გადმოდის დაბლა ქალაქში, ახალციხის ახალ ნაწილში, ასევე თუ შევაჯერებთ კათოლიკურ ეკლესისა და დათებოვების სახლის ადგილმდებარეობას, ეს იყო ჩიხი და არამომგებიანი ადგილი. ბუნებრივია, მაღაზიას იქ არავინ გახსნიდა. არ უნდა მოგვატყუოს კათოლიკური ეკლესიის ხსენებამ და სხვადასხვა დამთხვევებმა. ქალაქში იყო სამი კათოლიკური ეკლესია, აქედან ერთ ძველი რაიკომის შენობის ადგილას იდგა, მანდვე ცხოვრობდნენ დათებაშვილებიც და შესაძლოა ეს იყოს ადგილი, სადაც, მეცხრამეტე საუკუნეში კანფეტების მაღაზია გაიხსნა“.

მისივე თქმით, ახლანდელი შოთა რუსთაველის ძეგლის ჩაყოლებაზე იყო ქუჩა სახელწოდებით „მილიონნაია ულიცა“. აღნიშნულ ქუჩაზე იყო ბევრი სავაჭრო ადგილი და უამრავი ხალხიც მოძრაობდა, სახელწოდებაც სწორედ ამიტომ შეურჩიეს. სავარაუდოდ, ზემოთ მხარეს იქნებოდა უკვე ალექსანდროვსკის ქუჩა.

„ყველა ქუჩა, რომელიც იმ დროისთვის იქმნებოდა, იყო ქალაქის ახალ ნაწილში და არა რაბათში, რაც ჩემს ვარაუდს უფრო ამყარებს“, - ამბობს ცირა მესხიშვილი.

[გულო კოხოძე, ახალციხე]


28.07.2020 საფეხური: პანდემია და სტრესი ბავშვებში [აუდიო]

25.07.2020 ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება

23.07.2020 ახალქალაქის 8 სკოლაში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.07.2020 22 ივლისიდან მასწავლებელთა გამოცდები დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

30.07.2020 აღადგენენ თუ არა თეა ბაღდოშვილს და ეკა ტატალაშვილს სამსახურში?

30.07.2020 ახალციხის უნივერსიტეტის მეორე კორპუსში შშმ პირებისთვის ლიფტი გაკეთდება

30.07.2020 30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღე აღინიშნება

30.07.2020 აბასთუმანში ‘გლაზენაპის’ კოშკს სრულად აღადგენენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რაბათში კათოლიკური ტაძრის დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]
რაბათში ორი ქუჩა მოასფალტდება
ორი ქუჩა ერთ ქუჩაზე
12 ადგილი ახალციხეში, სადაც ყოველ დილით წყალი ამოდის [Photo]
განახლებული კათოლიკური ტაძარი ახალციხეში
სამი ღამეა რუსთაველის ქუჩა ჩაბნელებულია
'იატაკი ავყარე და ნანგრევები დავინახე’– რაბათში სახლის ქვეშ ისტორიული აბანოები აღმოჩნდა