FM97.5 / LIVE

ახალციხეში სამშენებლო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობს

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.12.2019
ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე, რუსთაველსა და თაბუკაშვილზე, იქ სადაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი დადის, სამშენებლო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობს. ობიექტები შემოღობილი არ არის, სამშენებლო მასალები კი საფეხმავლო ბილიკებზე ყრია.

ახალციხეში სამშენებლო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობს
თაბუკაშვილის ქუჩა

თაბუკაშვილის ქუჩაზე დაახლოებით ორი კვირაა შენობის კედელზე ხარაჩოებია მიდგმული. აქ არ დგას გამაფრთხილებელი ნიშანი და არც ადგილია შემოღობილი. იქვე ყრია სამშენებლო ნარჩენებიც.

„უამრავი დარღვევაა, მშენებლობასთან საჭიროა მყარი ბარიერი. მუშებს არ აქვთ დამცავი აღჭურვილობა. ფიცრებს, რომელზეც მუშები დგანან გამაგრება უნდა. მოაჯირები არასწორადაა, ხარაჩოს ფეხები კი ქვებზე არ უნდა იდგას“,-გვეუბნება ექსპერტი შრომის უსაფრთხოების საკითხებში.

სამუშაოთა მწარმოებელი კახა ტეფნაძე ამბობს, რომ მისთვის ცნობილი არ იყო, რომ სამშენებლო ობიექტი უნდა შემოეღობა.

„სამუშაოებს კომპანია შპს „ფასატი“ ასრულებს, მე „პრარაბი“ ვარ. ლენტი გვაქვს შემოვლებული და ქუდებიც გვაქვს მუშებისთვის. ის რომ ლენტის მაგივარდ რამე მყარი უნდა ყოფილიყო ეგ ჩემთვის არავის უთქვამს. ყველაფერს მივხედავ“,- გვითხრა ტეფნაძემ.

რაც შეეხება ხარაჩოებს, ტეფნაძე ამბობს, რომ აქ საშიში არაფერია: „კარგი ხარაჩოებია, კარგი სამაგრებით. ორ დღეში მოვრჩებით სამუშაოებს და სამშენებლო ნაგავს გავიტანთ“.

თაბუკაშვილის გარდა, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს რუსთაველის ქუჩაზეც. ე.წ. ასპიძის ქუჩის ჩასახვევში, ორსართულიან შენობას ანაიდა ლოკიანი აკეთებს. ტროტუარზე ხარაჩოები დგას, ფეხით მოსიარულეებს კი სამანქანო გზაზე უწევთ სიარული.

„ყველაფერზე ნებართავა მაქვს, აქ საშიში არაფერია, ძირითადი სამუშაოები შენობის შიგნით მიმდინარეობს, გარედან უბრალოდ გალესეს და შეღებეს, უკვე მოვრჩოთ და ყველაფერს ავალაგებთ“,- ამბობს ლოკიანი.

ახალციხეში სამშენებლო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობს
რუსთაველის ქუჩა

იგივე ქუჩაზე, მაღაზია „მაგნიტის“ გვერდით კიდევ ერთი მშენებლობაა, აქ მუშებმა არ ისურვეს „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარი. შენობის წინ გადის საფეხმავლო ბილიკი, რომლითაც ყველა სარგებლობს. ბარიერი და გამაფრთხილებელი ნიშანი არც აქ დგას.

სამშენებლო ობიექტების შემოწმება და უსაფრთოების წესების დარღვევის შემთხვევაში გაფრთხილება ან დაჯარიმება, ადგილობრივი თითმმართველობის კომპეტენციაა.

მას შემდეგ რაც საკითხით „სამხრეთის კარიბჭე“ დაინტერესდა, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა აღნიშნული ობიექტები შეამოწმა.

„ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა პირადად შემოიარა ყველა ლოკაცია და ყველა ობიექტის მშენებელს მივეცით შესაბამისი მითითება, რომ უზრუნველყონ უსაფრთხოების ნორმები“,- გვითხრეს მერიაში.

„სამხრეთის კარიბჭე“ საფრთხის შემცველი მშენებლობის შესახებ ოთხ ოქტომბერსაც წერდა. ახალციხეში, სამშენებლო სამუშაოები თამარაშვილის N37–ში მიმდინარეობდა. ბინის გვერდით საბავშვო ბაღია, მშენებლობის ადგილი კი შემოღობილი არა იყო და არც გამაფრთხილებელი ნიშნები იდგა.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მერიამ მშენებლი გააფრთხილა, თუმცა მიუხედავად ამისა, სამსართულიან ბინაზე, მიშენების სამუშაოები ისე დასრულდა, რომ არც ტერიტორია შემოუღობავთ და არც გამაფრთხილებელი ნიშნები დაუდგამთ.

მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, „სამშენებლო მოედანი დასახლებულ ადგილებში და საზოგადოებრივი სივრცის მომიჯნავედ ან მოქმედი საწარმოს ტერიტორიაზე უნდა იქნეს შემოღობილი, რათა სამშენებლო მოედანზე შესვლა იყოს კონტროლირებადი და გამორიცხული იყოს იქ უნებლიე მოხვედრის შესაძლებლობა. შემოღობვა ხალხის მოძრაობის ადგილებში გადახურული უნდა იყოს ისეთი დამცავი საფარით, რომელიც უზრუნველყოფს ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებას“.

ახალციხეში სამშენებლო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობს
რუსთაველის ქუჩა

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.04.2020 სომხური სამოციქულო ეკლესია ‘წახკაზარდს’ იგივე ბზობას აღნიშნავს

05.04.2020 ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

05.04.2020 '4 დღეში დაახლოებით 45 დაჯარიმების შემთხვევა გვაქვს' – ამირანაშვილი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევაზე

05.04.2020 გაიხსნება თუ არა ორშაბათს ახალციხის ბაზარი – ბესიკ ამირანაშვილის განმარტება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

თამარაშვილის ქუჩაზე მშენებლობა უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე მიმდინარეობს [ფოტო/ვიდეო]
‘გაფრთხილების წერილი გავუგზავნეთ’ - მერია თამარაშვილის ქუჩის მშენებლობაზე
ადგილობრივები: "სამშენებლო სამუშოების გამო სახლის კედელი ჩამოინგრა"
საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]
გოდერძის გზის სამშენებლო სამუშაოები გაზაფხულიდან დაიწყება
ახალციხის მერიის ზედამხედველობის სამსახური განცხადებას ავრცელებს
მშენებლობა სამშენებლო ნებართვის გარეშე