FM97.5 / LIVE

დიდი ბრიტანეთის ელჩის ვიზიტი ახალციხეში დასრულდა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 06.12.2019
დღეს, ექვს დეკემბერს დიდი ბრიტანეთის ელჩი, ჯასტინ მაკკენზი სმიტი სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შემდეგ, სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკას ესტუმრა.

დიდი ბრიტანეთის ელჩის ვიზიტი ახალციხეში დასრულდა

სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

„მინდა ავღნიშნო, რომ პირველად ვიმყოფები სამცხე–ჯავახეთში და ძალიან მომეწონა თქვენი კუთხე. ჩვენ შეხვედრებს მთელს საქრთველოში ვმართავთ. ვფიქრობ, რომ საგანმანათლებლო კავშირები, როგორც ჩვენი საელჩოსთვის ასევე თქვენი უნივერსიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს მაკკენზი.

დიდი ბრიტანეთის ელჩმა აღნიშნა, რომ სტუდენტებთან ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია.

„ორივე მხარემ გავიხსენეთ ის ხანგრძლივი ურთიერთობები, რომელიც 30 წელია აკავშირებს უნივერსიტეტს და ბრიტანეთის საელჩოს. ჩვენ ფრიად მოხარული ვართ ელჩის სტუმრობით. მადლობა მას არაჩვეულებრივი ქართულისთვის, რითაც ჩვენი გული მოინადირა“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, მაკა ბერიძე.

უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის ხელმძღვანელმა, გულიკო ჯანოვამ აღნიშნა, რომ ბრიტანეთის საელჩო პირველი იყო, რომელმაც თანხა ინგლისური ფილოლოგის ფაკულტეტისთვის წიგნების შესაძენად გამოყო.

უნივერსიტეტის შემდეგ ელჩი ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკას ესტუმრა. მან ბიბლიოთეკას საბავშვო და სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურა გადასცა. 120– მდე წიგნს მუნიციპალიტეტის ყველა ბიბლიოთეკაში გადაანაწილებენ.

ბიბლიოთეკის აქტიურმა მკითხველებმა სტუმრად მისულ ელჩს ღონისძიება მოუწყეს.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძეც დაესწრო. წიგნები ბიბლიოთეკას გიორგი კეკელიძემაც გადასცა.

„მნიშვნელოვანია წიგნი და წიგნიერება, უნდა ვცდილობდეთ რომ წიგნი იყოს ჩვენი საუკეთესო მეგობარი. ეს ჩვენს ქვეყანას ძალიან ჭირდება“,- თქვა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორმა.

მაკკენზის ვიზიტი სამცხე-ჯავახეთში დასრულდა. იგი მოძრავი საელჩოთი ქუთაისში გაემგზავრება.

დიდი ბრიტანეთის ელჩის ვიზიტი ახალციხეში დასრულდა

[ნუკა სტეფნაძე, მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.01.2020 საუკუნის წინანდელი ზეიმი ახალციხეში

24.01.2020 ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 ხაშური-ბორჯომის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 მებაჟეებს ხელფასი გაეზრდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ბრიტანეთის ელჩის ვიზიტი ახალციხის უნივერსიტეტში
ახალციხეს დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი ეწვევა
‘მსურს კავშირები გავაღრმაოთ’ - დიდი ბრიტანეთის ელჩი ახალციხეში
ახალციხის სომხურ სკოლას ეროვნულმა ბიბლიოთეკამ წიგნები გადასცა
აწყურის ბიბლიოთეკას ახალი წიგნები შეემატება
ბორჯომში დიდი ბრიტანეთის ელჩი იმყოფება
ახალციხის ბიბლიოთეკებს წიგნები გადაეცა