FM97.5 / LIVE

ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, რეპორტაჟი 06.12.2019
დაკეტილი სახლები, ცარიელი ორღობეები, უფუნქციოდ დარჩენილი და ნახევრად დანგრეული შენობები. სოფელ ხაკის სახლებიდან ალაგ–ალაგ კვამლი ჯერ ისევ ამოდის, რაც ნიშანია იმისა, რომ სოფელი არსებობს, ცოცხლობს.

ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

ჯერ სოფელი არ ჩანს, სამაგიეროდ უკვე დახნული და საზაფხულოდ გამზადებული მიწის ნაკვეთებით იწყება ყველა მისახვევ – მოსახვევი.

შავი მიწა დიდ ბელტებად ყრია. ამ დიდ ბელტებს შემოდგომა – ზამთრის, წვიმა, თოვლი დაშლის და საზაფხულოდ მიწა ნაცარივით გაფხვიერებული იქნება თესვისთვის.

უყურებ მიწის ნაკვეთებს და ფიქრობ, რომ ზემოთ სოფელში მშრომელი ადამიანები ცხოვრობენ. ზემოთ კი ხაკია, სომხური სოფელი, თითქმის დაცლილი 15 –16 ოჯახით.

სოფლის ცენტრში, „ბირჟაზე" კაცები დგანან, სასაუბროდ გამოსულები, ღუმელის სითბო გამოყოლილები.

ახალციხიდან ხაკამდე მისასვლელი, ექვსკილომეტრიანი გზა მოხრეშილია.მოსახლეობა ამბობს, რომ ტრასა უკეთესი იქნება და ითხოვენ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გზა გაუკეთოს.

მოსახლეობა ასევე ითხოვს სოფელში ბუნებრივი გაზის შეყვანას.

ადგილობრივები დარდობენ, რომ სოფელი დაცარიელდა და მხოლოდ „სადაჩო“ სოფლად იქცა.

დაკეტილი სახლები სევდისმომგვრელია.

ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

გრიგორ პეტროსიანი ხაკში დაიბადა და გაიზარდა. სოფლის ყველა პრობლემა იცის და ამ პრობლემებზეც თავად გვესაუბრა.



ხაკი – ვილისების სოფელი

თითქმის ყველა სახლის წინ ვილისი დგას. ამიტომაც, ხაკს შეგიძლია თამამად უწოდო ვილისების სოფელი.

– ჩვენთვის ყველაზე მოსახერხებელი მანქანაა, ამ გზებზე დადის, ტვირთიც დააქვს და იაფია.

– ეს მანქანები არის „ვედუში“.

– ჯერ იყო ცხენი, ვირი, ხარი და ახლა ვილისი ყველა ამათ მუშაობას ასრულებს, – ასეთია ხაკელი კაცების კომენტარები.

ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

სოფელში სკოლა იყო. აღარ არის. ხაკში ბავშვები არ არიან.

ხაკში ბიბლიოთეკაც იყო. ახლა აღარ არის.

კულტურის სახლიც იყო.

სოფლის ცენტრში დგას ნახევრად ჩამონგრეული შენობა. ადგილობრივები მიხსნიან რომ ამ შენობაში, პირველ სართულზე, ყველის საწყობი, ზემოთ კლუბი, ბიბლიოთეკა და სკოლა ფუნქციონირებდა. ახლა შენობა აგურ–აგურ იშლება.


ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

ალვინა ეგიზარიანი 61 წლისაა, ამბობს, რომ სოფელში ცხოვრება რთულია. გზის გაკეთებას ითხოვს და ბუნებრივი გაზის შეყვანას.

ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

სოფლის „ბირჟაზე“ ქალისა და კაცის თანასწორობაზეც ვისაუბრეთ.

„ქალია კამანდირი“, – ეს იყო პირველი ფრაზა, როცა ამ საკითხს შევეხეთ. შემდეგ უკვე კაცებმა ქალის რთულ ყოფაზე გაამახვილეს ყურადღება.

„ქალი უვლის სახლს, ოჯახს, აკეთებს საჭმელს, რეცხავს, ძროხებს უვლის, მიწაზე ჩემთან ერთად მუშაობს, კარტოფილს ჩემთან ერთად იღებს. გამოდის რომ ქალი უფრო მეტს მუშაობს ვიდრე კაცი“, – გვეუბნება ვართქეს ეგიზარიანი.

კითხვაზე, კაცი რომ დაეხმაროს ქალს ამ ყველაფრის გაკეთებაში რა აზრის არიან, იღიმიან და აღარ მპასუხობენ, თუმცა ყველა ერთხმად თანხმდება რომ ოჯახში ქალია მთავარი.

„თუ სახლში ქალი არ არის მაგარი, ის ოჯახი არ ვარგა, ასეა, „კანეშნა“. კარგი ოჯახი სადაც არის, იმ ოჯახში ქალია ძლიერი“, – ამბობს ვარაზდას სარქისიანი.

ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მაკარტიჩ პეტროსიანი 24 წლისაა, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ისევ სოფელში დაბრუნდა.

„დავამთავრე უნივერსიტეტი. ახლა 24 წლის ვარ, არ ვმუშაობ, ხელფასი 200–300 ძირითადად და მირჩევნია სოფელში ვიყო, აქ ვიმუშაო, მშობლებს დავეხმარო. ხაკში ჩემი ასაკის ოთხი ახალგაზრდა ვართ მხოლოდ“, – ამბობს მაკარტიჩ პეტროსიანი.

ადრე აქ ქრისტიანული ეკლესია ყოფილა, მერე კომუნისტების დროს ხორბლის საწყობი. ახლა რიტუალების სახლია. სოფელმა კი ეს კუთხე გამოჰყო და სანთლებს ანთებს ხალხი.

ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

რატომ ჰქვია სოფელს ხაკი?

სიტყვა ხაკის განმარტება ასეთია – ხაკი [მიწისფერი, ტალახისფერი]– 1. მოყავისფრო მწვანე. 2. ამ ფერის ტანისამოსი (უპირატესად სამხედრო ფორმა) ან ქსოვილი.

ადგილობრივებმა მითხრეს რომ სოფელს სწორედ ფერის გამო ჰქვია ეს სახელი.

ხაკი ამ სეზონზე მართლაც მოყავისფრო მწვანე დაგვხდა.

[გულო კოხოძე, ზურა სულაბერიძე, ახალციხე]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ხაკის ესკიზები [ფოტო]
'ზამთრის' ცოლები
ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი
სოფელი წარსული დიდების  ჩრდილში
შოყა – იმერული სოფელი მესხეთში [ფოტორეპორტაჟი]
38 წლის სოფელი[ფოტო/ვიდეო]
დაცლილი სოფელი თოკი [photo]