FM97.5 / LIVE

6 დეკემბერს კათოლიკე ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღინიშნავს

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.12.2019
მესხი კათოლიკეები ამბობენ, რომ ამ დღეს, კათოლიკურ ტაძრებს, სიმბოლურად, წმინდა ნიკოლოზი სტუმრობს. ისინი, წმინდა ნიკოლოზის ფორმაში შემოსილ ადამიანს გულისხმობენ, რომლებიც ტაძრებს სტუმრობენ და ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, პატარებს ტკბილეულს ურიგებენ.

6 დეკემბერს კათოლიკე ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღინიშნავს
არქივი

მესხეთში არსებულ კათოლიკურ ტაძრებში სიმბოლური ტრადიცია ექვს დეკემბერს სრულდება. ეკლესიაში შეკრებილ მორწმუნეებს წმინდა ნიკოლოზი სტუმრობს. წმინდანის როლს ზოგჯერ სასულიერო, ზოგჯერ კი საერო პირი ირგებს. წითელ სამოსში გამოწყობილი სტუმარი, მრევლს ტკბილეულობას ჩუქნის და ახსენებს, ვინ იყო წმინდა ნიკოლოზი, იგივე სანტა კლაუსი.

შობა–ახალი წლისთვის სანტა კლაუსისგან, იგივე წმინდა ნიკოლოზისგან (Santa Claus) საჩუქარს მილიონობით ბავშვი ელოდება, თუმცა რატომ უკავშირდება საჩუქრები ამ წმინდანს, ბევრისთვის უცნობია.

წმ. ნიკოლოზი III-IV საუკუნეში, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მოღვაწეობდა. იგი 257 წელს დაიბადა ქალაქ პატრაში, საბერძნეთში. იყო ქალაქ მირას (ახლანდელი დემბრე) ეპისკოპოსი. შემდეგში ქრისტიანული ქველმოქმედების სიმბოლოდ იქცა. მას შემდეგ, რაც მდიდარი მშობლებისგან მიიღო მემკვიდრეობა, თავისი ნებით გაჭირვებულებს გაუზიარა.

წმ. ნიკოლოზი 6 დეკემბერს გარდაიცვალა (დაახლოებით 345–352 წწ.), როდესაც ქალაქი მირა არაბებმა აიღეს, იტალიელმა ვაჭრებმა მოახერხეს მისი ნაწილების გატანა.

წმინდა ნიკოლოზი არის მფარველი რამდენიმე ქვეყნის და ქალაქისა, მათ შორის: საბერძნეთის, რუსეთის, ბარის, ანტვერპენის, ბერლინის, მოსკოვის, ნოვგოროდის. ასევე იგი მფარველია: ხელოსნების, მეკონდიტრეების, ვაჭარების, სუნამოს გამყიდველების, მეზღვაურეების, მეწისქვილეების, მეპურეების, ლუდის მხარშავების, მეთევზეების, მოსამართლეების, ნოტარიუსების, პატიმრებისა და შემრიგებელი აღმოსავლეთის და დასავლეთისა.

[sknews.ge]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.01.2020 ბაკურიანში 10 ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

როგორ აღნიშნავენ კათოლიკურ ტაძრებში ნიკოლოზობას
მესხი კათოლიკეები ნიკოლოზობას ზეიმობენ [Photo/Audio]
ასპინძაში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი აკურთხეს [ფოტო]
19 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ნიკოლოზობას აღნიშნავს
19 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ნიკოლოზობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია ნიკოლოზობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია ნიკოლოზობას აღნიშნავს