FM97.5 / LIVE

მარგველაშვილს ახალქალაქში პურითა და მარილით დახვდნენ

მთავარიპოლიტიკა 15.10.2013
კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ახალქალაქელ ამომრჩეველს დღეს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა წარუდგინა.

მარგველაშვილს ახალქალაქში პურითა და მარილით დახვდნენ
ახალქალაქში დილიდან უჩვეულო ხალხმრავლობა იყო. ქუჩებს სამართალდამცველები აკონტროლებდნენ, ქალაქის ცენტრალური მოედანი კი გადაკეტილი იყო. მოედანზე დადგმულ ეკრანზე დილიდან კანდიდატის სარეკლამო მასალას აჩვენებდნენ.

გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის თანხლებით, ახალქალაქს დღის 12:00 საათზე ესტუმრა. პრემიერ მინისტრსა და პრეზიდენტობის კანდიდატს ახალქალაქის მცხოვრებნი ტრადიციულად პურითა და მარილით დახვდნენ.

ეს არჩევნების შემდეგ, პრემიერ მინისტრის ამპლუაში, ბიძინა ივანიშვილის პირველი ვიზიტი იყო ახალქალაქში. ბოლოს იგი ახალქალაქს შარშან, საპარლამენტო არჩევნების წინ ეწვია.

პრემიერ მინისტრმა რუსულ ენაზე გამოთქვა სურვილი, რომ ახალქალაქელებმა ხმა გიორგი მარგველაშვილს მისცენ. შემდეგ კი გამოსვლა ქართულ ენაზე განაგრძო, ამიტომ დამხვედრთა უმრავლესობამ პრემიერის საუბარი ვერ გაიგო.

მარგველაშვილს ახალქალაქში პურითა და მარილით დახვდნენბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პრიორიტეტად კვლავ სოფლის მეურნეობა რჩება. მან მეწარმეებს გადამამუშავებელი საწარმოების შექმნის წინადადებით მიმართა და დაპირდა, რომ ამ საქმეში სახელმწიფოც დაეხმარებათ.

„მე ვიცი, რომ წელს კარტოფილის უხვი მოსავალი მოვიდა. ჯანდაცვა პრიორიტეტად რჩება. პოლისებს დღეს უკვე ყველა მცხოვრები იღებს, რაც რთული ოპერაციაა, სახელმწიფო აფინანსებს და მომავალშიც საჭიროა გაღრმავება და დაფინანსების გაზრდა ამ მიმართულებით“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და დაამატა, რომ ქართული ენის სწავლას მეტი ყურადღება მიექცევა, რათა სომეხი ეროვნების მეტი მოქალაქე ჩაერთოს სახელმწიფოს მართვაში.

ივანიშვილის შემდეგ სცენა გიორგი მარგველაშვილს დაეთმო.

მარგველაშვილს ახალქალაქში პურითა და მარილით დახვდნენ„ჩვენ ვილაპარაკებთ, როგორ ქვეყანას ავაშენებთ. ჩვენ ვილაპარაკებთ, რა უნდა გააკეთოს საქართველოს ყველა მოქალაქემ, როგორ მიიღებს იგი სახელმწიფოს მშენებლობაში მონაწილეობას. ჩვენ ვნახეთ, რა გაკეთდა ერთ წელიწადში და რა მიმართულებით ვითარდება. მთავარია, რაზე ვფიქრობთ ჩვენ და რა მიმართულებით ვმუშაობთ ყოველდღე - ესაა ყოველი ოჯახი, საქართველოს ყველა მოქალაქე, რომ იგი რაიმე დახმარებას მაინც იღებდეს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

კანდიდატმა ისაუბრა ვაუჩერებზე, რაც მისი თქმით, უზარმაზარი მხარდაჭერა იყო. კანდიდატის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ერთი პარტია მართავდეს. მან მოსახლეობას არჩევნებზე მოსვლისა და ნომერ „41“-ის შემოხაზვისკენ მოუწოდა.

ახალქალაქამდე მარგველაშვილი ნინოწმინდას სტუმრობდა. ახალქალაქის შემდეგ კი ადიგენელ ამომრჩეველს შეხვდა.

[ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი]


14.12.2018 ‘ბაზები დავაზღვიეთ, სტუდენტების ნაშრომებს საფრთხე აღარ დაემუქრება’ - რექტორის მოადგილე

11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

10.12.2018 ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.12.2018 25 დეკემბრიდან ახალციხის პარკში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება

18.12.2018 ახალციხეში 6 000 აბონენტს გაზი არ მიეწოდება

17.12.2018 საქართველოს ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა

17.12.2018 მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

გამოკითხვა: რას შეცვლის ბიძინა ივანიშვილის  დაბრუნება პოლიტიკაში? [Video]
ნიკოლ ფაშინიანს სოფელ სათხეში პურითა და მარილით დახვდნენ [Photo]
მარგველაშვილის დაპირებები ამომრჩევლებს (R)
'ეს არის სწორი გადაწყვეტილება'– ფოფხაძე ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე
ბიძინა ივანიშვილი 'ქართული ოცნების' თავმჯდომარე იქნება
ივანიშვილი - "თქვენ ქართული ენა მშობლიური ენის პარალელურად უნდა ისწავლოთ"
ბურჯანაძე: ‘ივანიშვილს რომ საკუთარი კანდიდატურა წამოეყენებინა, მეტი მხარდაჭერა ექნებოდა’