FM97.5 / LIVE

წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

მთავარისიახლე, განათლება 05.12.2019
PISA–ს საერთაშორისო კვლევის მიხედვით, ქართველ მოსწავლეებს უჭირთ წაკითხულიდან აზრის გამოტანა, აქვთ სუსტი მათემატიკური უნარები და უჭირთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.

წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

კვლევაში რომელიც 2018 წელს ჩატარდა, მონაწილეობა 79 ქვეყნის 6 000–მა მერვე კლასელმა მოსწავლემ მიიღო. ისინი წიგნიერებაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყვლო საგნებში შემოწმდნენ.

მათემატიკაში ქართველმა მოსწავლეებმა 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მე–13 ადგილი, ხოლო ქიმია, ფიზიკა ბიოლოგიაში კი ბოლოდან მეხუთე ადგილი დაიკავეს.

ქართველ მოსწავლეებს კვლავ უჭირთ წაკითხულიდან აზრის გამოტანა, აქვთ სუსტი მათემატიკური უნარები და უჭირთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.

გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფო გორგოძის განცხადებით, „ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა კითხვაშია, რაც შეეხება მათემატიკას ათწლიან პერსპექტივაში არის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. საბუნებისმეტყველო მეცნირებებში კი ოდნავ არის გაუმჯობესება“.

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა (PISA) კვლევებს სამ წელიწადში ერთხელ ატარებს.

PISA საერთაშორისო კვლევაა, რომელიც ამოწმებს 15 წლის მოზარდების მზაობას, გაუმკლავდნენ ყოველდღიურ გამოწვევებს იმ ცოდნისა და უნარების გამოყენებით, რომლებიც სკოლაში მიიღეს. ეს ის ასაკია, როცა მოსწავლეები თითქმის ასრულებენ სავალდებულო განათლების კურსს.

PISA-ს მიზანს არ წარმოადგენს, შეამოწმოს, თუ რამდენად კარგად აითვისეს მოსწავლეებმა უშუალოდ სკოლის პროგრამა, არამედ მიმართულია განსაზღვროს, რამდენად კარგად არიან მოსწავლეები მომზადებულები საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური და სრულფასოვანი ჩართულობისათვის.

[sknews.ge]


05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

04.08.2020 ხულო-ზარზმის გზის აღდგენისთვის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

04.08.2020 ტურისტულ სეზონზე ბორჯომის მუზეუმი დაკეტილია

31.07.2020 ცოტა რამ გიორგიწმინდაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

არაქართველ მოსწავლეებს გამოცდის ჩაბარება არ უჭირთ
‘კატის’ გამოცდებმა არ გაამართლა’– სოფო გორგოძე სკოლის გამოცდების გაუქმებაზე
საატესტატო გამოცდები განახლდა
უატესტატოდ დარჩენილი მოსწავლეები სწავლას არ აგრძელებენ
მათემატიკის ოლიმპიადაში რეგიონში პირველ ადგილზე უდის სკოლა გავიდა
მოხეს სკოლის მუსლიმი მოსწავლეები აქციებს შეწყვეტენ
განათლების მინისტრმა იდუმალისა და ჭვინთის სკოლების მოსწავლეები დააჯილდოვა