FM97.5 / LIVE

დატათონი - აქციე მონაცემები ცოდნად ®

მთავარისიახლე, რეკლამა 05.12.2019
მათ, ვისაც მონაცემებთან მუშაობა, ვიზუალიზება, მოდელირება და ანალიტიკა უყვარს, 7-8 დეკემემბერს თიბისი ორ დღიან ახალგაზრდულ დატათონზე იწვევს.

დატათონი - აქციე მონაცემები ცოდნად ®

დატათონზე, რომელიც ტექნოპარკში იმართება, მონაწილეებს შეეძლებათ იმუშაონ ნამდვილ მონაცემებზე ხუთი სხვადასხვა ინდუსტრიიდან, დააგროვონ გამოცდილება და მიიღონ პრიზები. წარმოდგენილი იქნება მონაცემები საბანკო, სადაზღვევო, სახელმწიფო, საცალო ვაჭრობისა და უძრავი ქონების სფეროებიდან.

დათატონში მონაწილეობისთვის აუცილებელია გუნდების ჩამოყალიბება, რომელიც უნდა შედგებოდეს 3-5 ადამიანისგან. მონაწილეებს შეეძლებათ თავად აირჩიონ გუნდის წევრები.

გუნდების ჩამოყალიბება მოხდება ექვს დეკემბერს თიბისის სათაო ოფისში (მარჯანიშვილის #7, მე-4 სართული) 19:00-ზე. მანამდე კი, მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაციის ფორმა შემდეგ მისამართზე https://bit.ly/2QQLXit

მონაწილეების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ მონაცემებთან დაკავშირებულ სფეროებში განათლებისა და სამუშაო გამოცდილების მქონე კანდიდატებს (მაგ., განათლება ან გამოცდილება კომპიუტერული მეცნიერებების, პროგრამირების, მათემატიკის, სტატისტიკის, პროდუქტის მართვის, UX დიზაინის და სხვა სფეროებში).

დატათონში მონაწილეებს ამოცანებს მისცემენ პარტნიორი ორგანიზაციები შესაბამისი ინდუსტრიებიდან, რომლებიც წარმოადგენენ რეალურ მონაცემებს და დააწესებენ პრიზებს ამ მონაცემებზე დაყრდნობით საუკეთესო ანალიტიკური გადაწყვეტილებების (მონაცემების გამოყენება, ვიზუალიზება და მოდელირება ბიზნეს ამოცანის გადასაჭრელად) აგებისთვის. დავალების შესასრულებლად მონაწილეებს 36 საათი მიეცემათ.

თითოეულ ინდუსტრიაში გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა 1,000 ₾, სულ გამოვლინდება ხუთი გამარჯვებული. გამარჯვებულ გუნდებს გამოავლენს წინასწარ დადგენილი ჟიური.


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2020 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.25 ლარი გახდა

22.09.2020 სამცხე–ჯავახეთში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი – კვირის პროგნოზი

22.09.2020 GMPP–ის შესარჩევი კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის

21.09.2020 როცა პანდემიაა და სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი დუმს - ვინ და რატომ არ აკეთებს კომენტარს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალგაზრდა პოლიტიკოს ლიდერთა სკოლა მონაწილეებს იწვევს
ახალციხეში მუსიკალური კონკურსისთვის მონაწილეებს არჩევენ
'რეგიონულ ახალგაზრდულ სამეწარმეო პროექტში' მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია იწყება
სასამართლო მედიატორთა კონკურსი
დღეს Google Hash Code-ის პროგრამირების მსოფლიო კონკურსი გაიმართება
სკოლის მოსწავლეებისთვის კონკურსი „მე – ომბუდსმენი 2016“ დაიწყო
შს სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე ფოტოკონკურსს აცხადებს