FM97.5 / LIVE

ახალციხის მერია სოციალური პროგრამების ფარგლებში 19 000-მდე მოქალაქეს დაეხმარა ®

მთავარისიახლე, რეკლამა 04.12.2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წლის, იანვრიდან ნოემბრამდე პერიოდში, სოციალური პროგრამების ფარგლებში, 920 000 ლარის დაფინანსება გასცა, შედეგად დახმარება გაეწია 19 000-მდე მოქალაქეს.

ახალციხის მერია სოციალური პროგრამების ფარგლებში 19 000-მდე მოქალაქეს დაეხმარა ®
მათ შორის:

სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევები დაუფინანსდა - 238 მოქალაქეს, 60 550 ლარის ღირებულების;

ქირურგიული მომსახურებისთვის - 636 მოქალაქეს გაეწია დახმარება, ჯამში 288 611 ლარის ღირებულების;

ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ დაფინანსება მიიღო 95 მოქალაქემ - 134 012 ლარის ღირებულების;

სტაციონარული მკურნალობისთვის, ქრონიკული დაავადების მქონე ბენეფიციარებისა და შშმ ომის ვეტერანებისთვის საჭირო მედიკამენტების დაფინანსება - დახმარება გაეწია 57 მოქალაქეს, 17 757 ლარის ღირებულების;

სოციალური დახმარება გაეწია 471 ახალშობილის ოჯახს - 62 200 ლარის ოდენობით;

სამუსიკო და სამხატვრო სკოლებში სწავლის გადასახადი დაუფინანსდა 249 მოსწავლეს - 27 250 ლარის ოდენობით;

იძულებით გადაადგილებულ პირთა, სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა, ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა და უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება - 8 250 ლარი;

შშმ პირის სტატუსის მქონე ომის ვეტერანებს, ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მქონე და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს - სულ 34 ბენეფიციარს სოციალური დახმარება გაეწია 18 075 ლარის ოდენობით;

შშმ პირებს და სხვა კატეგორიის მოწყვლად ჯგუფებს - ჯამში 307 ბენეფიციარს გაეწია 107 000 ლარის სოციალური დახმარება;

შშმ ბავშვთა სოციალური დახმარება გაეწია 74 ბენეფიციარს, ჯამში 22 200 ლარის ოდენობით;

ხანძრის შედეგად დაზარალებულ 11 ოჯახს გაეწია დახმარება, ჯამში 15 900 ლარის ოდენობით;

ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის'' უფასო სასადილოს მომსახურება გაეწია 195 ბენეფიციარს, აღნიშნული მომსახურებისთვის გაიხარჯა 96 260 ლარი;

შეჭირვებული მოსახლეობის და იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სოციალური დახმარება - სასურსათო პაკეტები მიიღო 207 ოჯახმა, რომლის ღირებულებამ შეადგინა 31 040 ლარი;

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოძრავი სამარშრუტო ტრანსპორტის 50%-იანი თანადაფინანსებით ისარგებლა 17 160-მა მოქალაქემ, რისთვისაც გაიხარჯა 20 170 ლარი;

2019 წელს სოციალური პროგრამებისთვის ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში 1 132 011 ლარია გათვალისწინებული.


09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

09.12.2019 ახალციხელი სპორტსმენი უკრაინის ჩემპიონია

09.12.2019 ახალქალაქის 22 სოფელს ბუნებრივი აირი არ აქვს

09.12.2019 ახალციხის 29 ქუჩას ორი დღე სასმელი წყალი არ ექნება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

მსგავს თემაზე

ახალციხის მერიამ 8 თვეში სოციალურ პროგრამებისთვის 727 000 ლარის დაფინანსება გასცა ®
ბორჯომის გამგეობამ ოქტომბერში მოქალაქეთა დასახმარებლად 126 556 ლარის დაფინანსება გასცა
ბორჯომის მერია: „2017–ში ბიუჯეტიდან დახმარება 4 197 მოქალაქეს გაეწია“
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ წინასააღდგომოდ 400-ზე მეტ ბენეფიციარს გაუწია დახმარება[R]
ახალციხის გამგებელმა 2015 წლის ანგარიში წარადგინა
რა თანხა გაიხარჯა ახალციხის მერის სარეზერვო ფონდიდან
მერია წყორძაში ხანძრით დაზარალებულ ოჯახს 2 000 ლარით დაეხმარა