FM97.5 / LIVE

ბორჯომის პარკის თანამშრომლები ‘ოცნების’ მიერ ორგანიზებულ კონცერტზე

მთავარისიახლე, პოლიტიკა 03.12.2019
კონცერტზე, რომელიც ევროპის კვირეულის გახსნას მიეძღვნა და „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გაიმართა, ბორჯომიდან ცენტრალური პარკის თანამშრომლები წაიყვანეს.

ბორჯომის პარკის თანამშრომლები ‘ოცნების’ მიერ ორგანიზებულ კონცერტზე
ფოტოები კონცერტიდან რედაქციას პარკის თანამშრომლებმა გამოუგზავნეს

ორ დეკემბერს, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული კვირეულის გახსნაზე, ბორჯომის პარკის თანამშრომლები მიკროავტობუსით წავიდნენ. მათი ნაწილი ამბობს, რომ თანამშრომლებს წასვლა ადმინისტრაციაში დაავალეს.

„ბრძანება იყო გამგეობიდან რომ უნდა წამოხვიდეთ ყველაო და ჩვენს წავედით. ერთ მარშუტკაში ვისხედით ყველა. რომ არ წავსულიყავი სამსახურს დავკარგავდით. კონცერტი იყო და იმის გულისთვის ვიყავით“, - ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი.

ზოგი მათგანი ამბობს, რომ კონცერტზე იყო, თუმცა შემთხვევით: „მე უბრალოდ ვიყავი თბილისში, გავიარე 15-20 წუთი მოვინახულე ბიჭები [თანამშრომლები] და მერე ისევ დავბრუნდი“.

იმ ფაქტს, რომ კონცერტზე პარკის თანაშმრომლები იმყოფებოდნენ, ცენტრალური პარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურშიც გვიდასტურებენ. ამბობენ, რომ თანამშრომლები მიკროავტობუსით წავიდნენ, თუმცა ვისი ორგანიზებით - არ იციან: „ასეთ ინფორმაციას არ ვფლობ, ჯობია დირექტორთან დარეკოთ“.

ბორჯომის პარკის დირექტორი, კოტე კუჭუხიძე კი ამბობს, რომ თბილისში თანამშრომლების კონცერტზე წასვლის შესახებ ინფორმაცია არ აქვს: „მე არ ვარ ქალაქში და რამდენადაც ვიცი, არ იყვნენ წასულები. ჩვენი ორგანიზებით, რა თქმა უნდა, არ მომხდარა წასვლა. აქ იყვნენ სამსახურში ჩვეულებრივად. თავისთვის თუ ვინმე წავიდა, არ ვიცი“.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში უარყოფენ, რომ პარკის თანამშრომლები თბილისში მათი ორგანიზებით წავიდნენ.

„ორი დღე მივლინებაში ვიყავი და დღეს გამოვედი, თუმცა მსგავსი რამ რომ ყოფილიყო, აუცილებლად მეცოდინეობდა", – ამბობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბუბა ბერიძე.

„საქართველო - ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა“ – „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული კვირეული თბილისში, ორბელიანის განახლებულ მოედანზე საზეიმო კონცერტით გუშინ, ორ დეკემბერს გაიხსნა.

ახალგაზრდული კვირეულის ინიციატორი პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციაა.

კვირეულის ფარგლებში თბილისსა და რეგიონებში გაიმართება საინფორმაციო კამპანიები თემაზე: „რატომ ევროპა?’“, აქცია-პერფორმანსები, ქუჩის მხატვრობის ფესტივალი და სხვა. აღნიშნულ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც.

ბორჯომის პარკის თანამშრომლები ‘ოცნების’ მიერ ორგანიზებულ კონცერტზე
ფოტოები კონცერტიდან რედაქციას პარკის თანამშრომლებმა გამოუგზავნეს

[თაკო ფეიქრიშვილი, ბორჯომი]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.01.2020 საუკუნის წინანდელი ზეიმი ახალციხეში

24.01.2020 ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 ხაშური-ბორჯომის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 მებაჟეებს ხელფასი გაეზრდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

‘ოცნების’ მიერ ორგანიზებულ კონცერტზე ახალციხიდან სტუდენტები წაიყვანეს
‘ოცნების’ ორგანიზებულ აქციაზე ბორჯომიდან 2 000 კაცი წავიდა
პუტინი ბორჯომის პარკის ფონზე – სუვენირები ბორჯომიდან
ბორჯომის ცენტრალური პარკის დირექტორად ლევან ცინცქალაძე დაინიშნა
შემოდგომით ბორჯომის პარკის რეაბილიტაცია იგეგმება
ბორჯომის პარკის კონცეფციის კონკურსზე ორი პროექტი შეირჩა [R]
ბორჯომის პარკის განვითარების გეგმა კონკურსანტებმა ჟიურის წარუდგინეს [R]