FM97.5 / LIVE

'მშრალი' წყაროები ახალციხეში [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.12.2019
ახალციხის ორ ქუჩაზე ძველი წყაროების ბიუეტები უფუნქციოდ დგას. უკვე წლებია აქ წყალი არ მოდის, თუმცა მცირე ზომის ნაგებობები რომ არ დაიშალოს, ადგილობრივები მათ მავთულებითა და ხის მასალით ამაგრებენ.

'მშრალი' წყაროები ახალციხეში [ფოტო]

ახალციხეში, მესხეთის ქუჩაზე წითლად შეღებილი წყლის ბიუეტი უკვე 54 წელია დგას. იგი ლევონ საგოიანის ნამუშევარია. ავტორის ვინაობა და აშენების თარიღი ბიუეტზე სომხურ ენაზეა დატანილი. ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ გასულ საუკუნეში აქ მხოლოდ ეს წყარო იდგა და წყალს მთელი უბანი აქედან ეზიდებოდა. დღეს მხოლოდ ბიუეტი შემორჩა, ისიც მილის გარეშე.

„1965 წელს გააკეთა პაპაჩემმა, მშენებელი იყო. უკვე დიდი ხანია წყალი არ მოდის და მარტო ეს კონსტრუქცია დგას. დაახლოებით სამი წლის წინ, როცა ასფალტს აგებდნენ ამ ქუჩაზე მუშებს უნდოდათ აღება, მაგრამ მე არ დავანებე და მავთულით გავამაგრებინე. გვერდზე ხეებიც გავუკეთეთ“, - ამბობს არფენიკ საგოიანი.

წყარომ ფუნქცია უკვე დაკარგა, ამიტომ პატარა ნაგებობის გადატანა პაპის საფლავზე უნდა: „სადაც პაპაჩემია დამარხული, იქ მინდა რომ წავიღო, მის საფლავზე. ახლა ყველას წყალი აქვს სახლში და არ სჭირდება უბანს. ამიტომ მინდა, რომ პაპაჩემის ნახელავი იქ იყოს. თან ლამაზი ნამუშევარია და ყველას მოსწონს, ხშირად ჩერდებიან ტურისტებიც და უღებენ ფოტოებს“.

'მშრალი' წყაროები ახალციხეში [ფოტო]
მარდის წყარო

კიდევ ერთი დამშრალი წყარო ახალციხეში, მარდის დასახლებაშია. ფალიაშვილის ქუჩაზე უკვე წლებია დგას ქვის პატარა ნაგებობა. გამორჩეული ჩუქურთამა, წარწერა ან აგების თარიღი არ აქვს, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ ძალიან ძველი უნდა იყოს. მათივე თქმით, აქ წყალი უკვე ათი წელია არ მოდის.

„ისტორიული შენობაა, არ ვიცი როდის არის აშენებული, მაგრამ ძალიან ძველია და ამ დასახლებაში მარტო ეს წყარო იყო ადრე. 10-15 წელია წყალი აღარ მოდის აქ. მილები ამოიღეს საერთოდ. ბაღები ჰქონდათ ზემოთ და იმათ რომ რწყავდნენ, აქ ჩაჭრეს წყალი“, - ამბობს მარდაში მცხოვრები არტაშ პეტროსიანი.

ადგილობრივებს წყაროს აღდგენა უნდათ, ამბობენ, რომ ძველი ნაგებობაა და აუცილებებლია მისი შენარჩუნება: „გვინდა რომ აღდგეს, ბევრი ხალხი დადის ამ ქუჩაზე და კარგი იქნება სიძველეები შევინარჩუნოთ“, - ამბობს ტატიანა პეტროსიანი.

„მშრალი წყაროების“ შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გამოაქვეყნა ახალციხელმა არქეოლოგმა, გიორგი ჩილინგარაშვილმა. მისი თქმით, ნაგებობები ისტორიული საკუთრებაა და მისის შენარჩუნებისათვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა იზრუნოს: „წყარო ფიზიკურად არ განადგურებულა, თუმცა აქ უკვე დიდი ხანია წყალი აღარ მოდის და მე ახალი სახელი მოვუგონე „მშრალი წყარო“. თურმე მთავრობის წარმომადგენლები მთლიან დემოტაჟსაც აპირებდნენ მაგრამ ხალხმა წინააღმდეგობა გაუწია და ის ამდენი წლის მერე ისევ დგას, ოღონდ უწყლობით გადაღლილი ცოტა გადახრილია და სულ რომ არ წაიქცეს ხალხმა მეტალის მავთულებით შეამაგრა. თურმე გამრიცხველიანობის გამო ჩაჭრეს. მრიცხველი რომ დაეყენბინათ ვინ გადაიხდიდა ფულს? მერია ? - არა ბატონო! მერიას ისე უჭირს აქეთ უნდა დავეხმაროთ. კიდევ ერთი უფრო ძველი (XIXს?) და შესანიშნავი ,,მშრალი წყაროა“ ახალციხეში, მარდაში. მიზეზი იგივეა - სიღარიბე!“, - წერს სოციალურ ქსელში ჩილინგარაშვილი.

ახალციხის მერიის ინფორმაციით, ამ ქუჩებზე წყლები ამჟამად მოქმედი თვითმმართველობის პერიოდში არ ჩაჭრილა: „საუბნო წყაროები აქ დიდი ხნის წინ არსებობდა და ათეული წლებია რაც დამშრალია. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათი ჩაჭრა გზების რეაბილიტაციის დროს მოხდა სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ დროს არ ჩაჭრილა, ეს ზუსტად ვიცით. მრიცხველების დაყენების დროს, 2009-2010 წლებში თუ იყო, ვერ გეტყვი“, - განმარტავენ მერიაში.

'მშრალი' წყაროები ახალციხეში [ფოტო]

'მშრალი' წყაროები ახალციხეში [ფოტო]

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

09.12.2019 ახალციხელი სპორტსმენი უკრაინის ჩემპიონია

09.12.2019 ახალქალაქის 22 სოფელს ბუნებრივი აირი არ აქვს

09.12.2019 ახალციხის 29 ქუჩას ორი დღე სასმელი წყალი არ ექნება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

მსგავს თემაზე

რაბათში სასმელად უვარგისი წყალი მოდის
ახალციხეში ბიუეტებში წყალი არ მოდის
ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე  დაბინძურებული წყალი მოდის
სამი წყაროს იმედად

'გზებზე წყალი ამოდის, ჩვენ კი სახლში არ გვაქვს', – სოფელი სვირის მცხოვრებლები
‘წყალი დილა–საღამოს 15 წუთიც კი აღარ მოდის’ – ახალციხეში წყლის პრობლემაზე ჩივიან
ახალციხეში, „ხუთსართულიანებში“ წყალი მხოლოდ ღამე მოდის