FM97.5 / LIVE

ახალციხეში კატასტროფების შემცირების კვირეული აღნიშნეს

მთავარისაზოგადოება 15.10.2013
ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში, კატასტროფების შემცირებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, დასკვნითი ღონისძიება შედგა.

ახალციხეში კატასტროფების შემცირების კვირეული აღნიშნეს
ღონისძიებაში, რომელიც ჩატარებული აქტივობების პრეზენტაციით დაიწყო, ახალციხისა და ასპინძის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეები საუბრობდნენ იმ აქტივობების შესახებ, რაც მათ პროექტის მიმდინარეობისას აკეთეს.

"ჩვენ მეწყერის შეჩერების მიზნით ნერგები დავრგეთ. დღევანდელი პრეზენტაციაც მეწყერს ეხებოდა", - ამბობს ასპინძის პირველი საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე სოფო ბერიძე.

2013 წლის სექტემბერ-ოქტომბერში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 30-ზე მეტი სკოლის მოსწავლეებმა კატასტროფის რისკის შემცირების სფეროში სხვადასხვა პროექტები განახორციელეს: გამართეს საინფორმაციო კამპანიები, ე.წ. "ფლეშმობები", ინტელექტუალური თამაშები, წარმოდგენები, დარგეს ხეები, ჩაატარეს გარემოს დასუფთავების კამპანიები და ა.შ.

კატასტროფის რისკის შემცირებისადმი მიძღვნილი კვირეული „კატასტროფის რისკის შემცირება-დიპეკო“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა. პროექტი ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის, კატასტროფის რისკის შემცირების პროექტის ფარგლებში, რომელიც უკვე მესამე წელია ფინანსდება ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიის მიერ. პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტთან თანამშრომლობით ხორციელდება.

პროექტი საქართველოს მასშტაბით 10 საპილოტე სკოლაში განხორციელდა, ამ ათიდან ექვსმა სკოლამ საუკეთესო შედეგი აჩვენა. ამ ექვსს შორის მოხვდა ახალციხის პირველი საჯარო სკოლაც. გამარჯვებულ სკოლებს სერთიფიკატები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. სერთიფიკატები გადაეცა პროექტში მონაწილე ყველა მოსწავლეს და მასწავლებელს. ფასიანი საჩუქარი მიიღო ასპინძის საჯარო სკოლამაც.

„პროექტი მიზნად ისახავს მოდელის ჩამოყალიბებას, თუ როგორ შეიძლება სკოლაში კატასტროფის რისკის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. ეს სკოლების ჩართვის მეორე ეტაპია. მომავლისთვის ყველა საჯარო სკოლის ჩართვას ვგეგმავთ“,- ამბობს კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრის ხელმძღვანელი ვანო გრიგალაშვილი.

ღონისძიების დასასრულს სკოლაში ხანძრის იმიტაცია მოეწყო. სკოლა მოსწავლეებისგან ორ წუთში დაიცალა. იმიტირებულ პროცესში ახალციხის სახანძრო, სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლები ჩაერთვნენ.

„პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს ტრენინგები ჩაუტარდათ. საგანგებო სიტუაციის დროისთვის შექმნილი გვაქვს სპეციალური შტაბი, რომლის წევრებს ევალებათ შესაბამის სამსახურებში დარეკონ. მოსწავლეები მომზადებული არიან და ამის შედეგია რომ, ამხელა შენობა ორ წუთში დაიცალა. ახალციხის სამაშველო სამსახურმა სკოლის მეორე სართულის ფანჯრიდან "დაშავებული" მოსწავლეც გამოიყვანა“, - ამბობს ახალციხის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მაჯა ჯანაშვილი.

კვირეულის ფარგლებში ყურადღება გამახვილებული იყო შშმ მოსწავლეებზეც. კატასტროფის რისკების შემცირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 27 სექტემბერს, ახალციხის სკოლებს შორის გამართულ კონკურსში მეშვიდე სკოლის შშმ მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. აღნიშნული სკოლის მოსწავლეებს დღევანდელ ღონისძიებაზე სერთიფიკატები გადაეცათ. პირველი საჯარო სკოლის დირექციამ კი კონკურსში მონაწილე მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

27.05.2020 3 000 ლარიანი ჯარიმების ჩამოწერა დამღუპველი იქნება - მდინარაძე

27.05.2020 29 მაისიდან მუნიციპალური, 8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი აღდგება

27.05.2020 8 ივნისიდან სასტუმროები მუშაობას განაახლებენ

27.05.2020 პირველი ივნისიდან მაღაზიები და რესტორნები იხსნება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

კონკურსი ახალციხის სკოლებს შორის
მიწისძვრის იმიტაცია მეშვიდე სკოლაში
ახალციხის თემების სასკოლო კლუბები კატასტროფების რისკის შემცირების გზებზე დაფიქრდნენ
14 ოქტომბერი ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების საერთაშორისო დღეა
პატარები სტიქიური მოვლენების დროს
ახალციხეში "ევროპის კვირეულის" ფარგლებში ღონისძიებები  გაიმართა
ახალციხელი უფროსკლასელები მაგიდის ჩოგბურთში შეეჯიბრნენ