FM97.5 / LIVE

‘ოცნების’ მიერ ორგანიზებულ კონცერტზე ახალციხიდან სტუდენტები წაიყვანეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 02.12.2019
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტები, „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე რამდენიმე ავტობუსით გაემგზავრნენ. მათი თქმით, კონცერტი ევროპის კვირეულის გახსნას ეძღვნება, მაგრამ მათ ტრანსპორტირებასა და კვებას ვინ უზრუნველყოფს, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

‘ოცნების’ მიერ ორგანიზებულ კონცერტზე ახალციხიდან სტუდენტები წაიყვანეს

დღეს, ორ დეკემბერს 20:00 საათზე, თბილისში, ორბელიანის მოედანზე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით ღონისძიება გაიმართება. მასზე დასასწრებად სტუდენტები ახალციხიდან რამდენიმე ავტობუსით წაიყვანეს. მათ მობილიზება თავად სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გაუწია.

„ევროსაბჭოს დღეების გახსნაზე მივდივართ თბილისში, ორბელიანის ქუჩაზე. საქართველო არის ევროსაბჭოს მასპინძელი ქვეყანა და კვირეულის გახსნაზე ჩვენი სტუდენტებიც მიიღებენ მონაწილეობას. დაახლოებით 80 სტუდენტი ვართ“, – გვითხრა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარემ მირზა ბურძენიძემ.

თბილისში დაგეგმილ ღონისძიებაზე წასვლის შესახებ, სტუდენტები უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გააფრთხილა. ინფორმაცია დახურულ ჯგუფში გავრცელდა: „გიწვევთ თბილისში ევროპის კვირეულის გახსნასთან დაკავშირებულ კონცერტზე. ტრანსპორტირებასა და კვებას უზრუნველყოფენ თავად“, - წერია პოსტში.

კონკრეტულად ვინ უზრუნველყოფს ტრანსპორტირებასა და კვებას, ამის შესახებ პოსტში ნათქვამი არ არის. უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ეს ინფორმაცია მათთვისაც არ იყო ცნობილი: „თვითმმართველობისგან გავიგე, დახმარება მთხოვეს სტუდენტების მობილიზებისთვის, რამდენადაც ვიცი თვითმმართველობამ უზრუნველყო რაღაცები. რექტორმა მთხოვა 40 სტუდენტის შეგროვება. მეტი დეტალები არ ვიცით“, - აცხადებენ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

საკითხთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის რექტორის, მაკა ბერიძის კომენტარს „სამხრეთის კარიბჭე“ ამ დრომდე ელოდება.

„ქართული ოცნების“ ახალციხის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი გიორგი გვარამაძე ამბობს, რომ ღონისძიების შესახებ ინფორმაცია აქვს, თუმცა რამდენი ადამიანი წავიდა და ვინ გაუწია მათ მობილიზება, არ იცის: „სტუდენტები წავიდნენ ამ ღონისძიებაზე, ჩვენი ფრთის წარმომადგენლებიც არიან. თავისუფალი იყო წასვლა“.

„ქართული ოცნების“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ღონისძიება კვირეულის ფარგლებში იმართება და კონცერტები რეგიონებშიც დაგეგმილია: „ევროპის საბჭოს თავმჯდომარედ საქართველოს არჩევასთან დაკავშირებით, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაცია იწყებს ახალგაზრდულ კვირეულს სახელწოდებით - „საქართველო - ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. კვირეულის ფარგლებში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით თბილისსა და რეგიონებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები. გაიმართება საინფორმაციო კამპანიები თემაზე: „რატომ ევროპა?’’, აქცია-პერფორმანსები, ქუჩის მხატვრობის ფესტივალი და სხვა“, - ნათქვამია განცხადებაში.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

06.08.2020 სოციალურად დაუცველი სტუდენტების გარკვეულ კატეგორიას სწავლის საფასური დაუფინანსდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.08.2020 როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში 15 აგვისტომდე

10.08.2020 ‘ენზელ მკოიანს და მის ოჯახს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან, ითხოვენ 5 მლნ დოლარს’ – ადვოკატი

09.08.2020 ახალქალაქის საავადმყოფოში ჩხუბში მონაწილე სულ სამი პირი შეიყვანეს

09.08.2020 ‘ბევრ ქალაქს არ აქვს ბედნიერება, რომ თავისი სახელობის წმინდანი ჰყავდეს’ – მიტროპოლიტი თეოდორე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის პარკის თანამშრომლები ‘ოცნების’ მიერ ორგანიზებულ კონცერტზე
თბილისში ‘ქართული ოცნების’ მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს
'ოცნების' მიერ ორგანიზებულ შეკრებას ახალციხიდან 3 000–მდე ადამიანი დაესწრება [ფოტო/ვიდეო]
‘ოცნების’ ორგანიზებულ აქციაზე ბორჯომიდან 2 000 კაცი წავიდა
‘ოცნების’ მიერ ორგანიზებული ღონისძიება დასრულდა
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე აირჩიეს
ახალციხე ქართული ენის კვირეულს შეუერთდა