FM97.5 / LIVE

საქართველოს უნივერსიტეტი ახალციხის რეგიონულ ოფისში ბიბლიოთეკას გახსნის ®

მთავარისიახლე, რეკლამა 02.12.2019
საქართველოს უნივერსიტეტი, საქართველოს 6 რეგიონში ბიბლიოთეკებს გახსნის. ეს არის კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო-სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს უნივერსიტეტის რეგიონულ ოფისებში, სამკითხველო სივრცეები მოეწყობა. უნივერსიტეტის ერთი-ერთი რეგიონული ოფისი, სადაც ბიბლიოთეკის გახსნა იგეგემა ახალციხეში მდებარეობს.

საქართველოს უნივერსიტეტი ახალციხის  რეგიონულ ოფისში ბიბლიოთეკას გახსნის ®

სიახლის შესახებ საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, კონსტანტინე თოფურიამ ისაუბრა.

გვიამბეთ უნივერსიტეტის ახალი წამოწყების შესახებ

საქართველოს უნივერსიტეტი მუდმივად ცდილობს, იყოს პასუხისმგებლიანი კორპორაციული მოქალაქე, 2 წლის წინ საქართველოს 6 რეგიონში (შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, კახეთი, აჭარა-გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი) ოფისები გავხსენით და ადგილობრივ მოსახლეობას სისტემატიურად ვთავაზობთ სხვადასხვა საგანმანათლებლო - შემეცნებით ღონისძიებებს. რაც შეეხება, ბიბლიოთეკებს გადავწყვიტეთ ოფისებს მეტი დატვირთვა, მოსახლეობას კი მეტი საგანმანათლებლო ბენეფიტი მივცეთ, მათ შორის რაღა თქმა უნდა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონიცაა, რომლის რეგიონული ოფისი ახალციხეშია.

ძირითადად რა ჟანრის ლიტერატურა იქნება წარმოდგენილი და ვის შეეძლება სარგებლობა?

მინდა აღვნიშნო, რომ ბიბლიოთეკების გახსნა ადგილობრივებისთვის დამატებითი შესაძლებლობაა, რომ გაეცნონ მათთვის საინტერესო ლიტერატურას. ჩატარებულმა კვლევამ გვიჩვენა, მოთხოვნა მეტწილად პროფესიულ წიგნებზეა, ამიტომ ჩვენს ბიბლიოთეკებში უმეტესად პროფესიული წიგნები იქნება, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე.
გარდა დარგობრივი ლიტერატურისა, იქნება მხატვრული და საბავშო ლიტერატურაც. ასევე, სახელმძღავნელოები, რომლებიც განსაკუთრებულ დახმარებას გაუწევს მოსწავლეებს (მე-11, მე-12) და მასწავლებლებს. ბიბლიოთეკით სარგებლობა კი შეეძლება ყველას.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი პროფესორ-ლექტორებიც ჩაერთვნენ ამ წამოწყებაში და მათ ბიბლიოთეკებს აჩუქეს თავიანთი საყვარელი წიგნები. აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობარ ბიბლუსს თანამშრომლობისთვის.

რას გვეტყვით რეგიონულ ოფისებზე?

როგორც აღვნიშნე, რეგიონული ოფისები ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია. ვცდილობთ, განათლება გავხადოთ ხელმისაწვდომი მთელი საქართველოს მასშტაბით.
2 წელია აღნიშნული ოფისები, მათ შორის ახალციხის ოფისიც მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და ყველა დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს მიიღონ და გაიღრმავონ ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით.
დაესწრონ სრულიად უფასოდ ტრენინგებს, საჯარო ლექციებს, მასტერკლასებს და სხვ.
ამ ხნის განმავლობაში არაერთი შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიება ჩავატარეთ ახალციხეში.
მახარებს ის ფაქტი, რომ ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად არის ჩაბმული ჩვენს აქტივობებში და მათგანაც ბევრი ინიციატივა მოდის. დარწმუნებული ვარ ბიბლიოთეკასაც ბევრი ერთგული მკითხველი ეყოლება.

როდისთვის იგეგმება ბიბლიოთეკების გახსნა?

ვმუშაობთ მთელი დატვირთვით და ვფიქრობ, თებერვლისთვის ექვსივე რეგიონალურ ოფისს ექნება ბიბლიოთეკა.

საქართველოს უნივერსიტეტი


09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

09.12.2019 ახალციხელი სპორტსმენი უკრაინის ჩემპიონია

09.12.2019 ახალქალაქის 22 სოფელს ბუნებრივი აირი არ აქვს

09.12.2019 ახალციხის 29 ქუჩას ორი დღე სასმელი წყალი არ ექნება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

მსგავს თემაზე

საქართველოს უნივერსიტეტი  ახალციხეში ოფისს ხსნის
საქართველოს უნივერსიტეტმა  ახალციხეში რეგიონული ოფისი გახსნა
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი მსოფლიო ბიბლიოთეკების ქსელს დაემატა
ახალციხის ბიბლიოთეკებს ახალი წიგნები გადაეცათ
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკებს საჩუქრად 1 800 წიგნი გადაეცა
‘გირჩმა’ ბორჯომსა და ადიგენში ოფისები გახსნა
ახალციხის ბიბლიოთეკებს წიგნები გადაეცა